სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელ ბაკის ბოთას შANძAღ-მა (სამი ერის გათამაშების ორგანიზაოტრი) ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა...
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელ ბაკის ბოთას შANძAღ-მა (სამი ერის გათამაშების ორგანიზაოტრი) ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

"ბოკესა" და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეორეხაზელს სასჯელის ვადა 4 სექტემბრის შემდეგ უმთავრდება. არადა, სამხრეთ აფრიკის ნაკრები სწორედ ამ დღეს სამი ერის გათამაშების ბოლო შეხვედრას გამართავს ბლუმფონტეინში ავსტრალიის ნაკრებთან.

ბაკის ბოთასთვის ეს დისკვალიფიკაცია წლეულს პირველი არ არის. ის ზე 14 -ის წლევანდელ გათამაშებაში არასპორტული საქციელისთვის დასაჯეს. და ივნისის ტესტებიც გამოტოვა. ახლა სამი ერიც ბოთას გარეშე ჩაივლის. მან ახალი ზელანდიის ნაკრებთან პირველი ტურის მატჩში მეტოქეს, ცხრა ნომერ ჯიმი ქოუანს თავი ჩაარტყა.

ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელი გრემ ჰენრი ბოთას ასეთი სასჯელით უკმაყოფილოა:

"ბოთამ მადლობა უნდა თქვას, ცხრა კვირა რომ აკმარეს. ის, რაც მან გააკეთა, რაგბიში არ მოსულა. თამაშს ავტორიტეტს უკარგავს და არც მისთვის მოაქვს სარგებელი".

ჰენრიმ მატჩის შესახებაც გააკეთა მოკლე კომენტარი:

"ვიცოდი, რომ აუცილებლად მოვიგებდით, მაგრამ დიდი ანგარიში ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. ახლა ეს მატჩი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მომავალ შეხვედრაზე ვიფიქროთ. მსოფლიოს ჩემპიონები ახლა დაჭრილი ნადირივით არიან და ველინგთონში რევანშის წყურვილით გულანთებულები შემოგვასკდებიან.

ამას გარდა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ძალიან ბევრი ჭკვიანი მოთამაშეა. მათ კარგად იციან, როგორ განეწყონ მატჩისთვის და მუდმივად შეუძლიათ თამაშის გაუმჯობესება, ასე, რომ ველინგთონში უმძიმესი შეხვედრა გველის."

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა