ტევესი შეიძლება დარჩეს?

პარასკევს, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი აჯანყებული არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის გუნდში დატოვებას შეეცდება. საქმე ასეა: ტევესმა გასულ კვირაში „სიტის“ ოფისში განცხადება მიიტანა, რომელშიც განთავისუფლებას, უფრო ზუსტად კი ეგრეთწოდებულ „ტრანსფერზე დაყენებას“ ითხოვდა. კლუბმა ფორვარდს უარი უთხრა, მანჩინიმ კი დასაწყნარებლად რამდენიმედღიანი შვებულება აჩუქა – ტევესი ტენერიფეზე გაემგზავრა. არგენტინელი ინგლისში ორშაბათ საღამოს დაბრუნდა და გუშინ წესით ქერინგტონის ბაზაზე უნდა მისულიყო, მაგრამ იქ რეზერვისტებთან თუ ივარჯიშებდა, რადგან ძირითადი შემადგენლობა ტურინს გაემგზავრა ევროლიგაზე „იუვენტუსთან“ შესახვედრად. მანჩინი თავის ფეხბურთელებს იქ, იტალიაში დახვდა – მამის მოსანახულებლად და თვალის ექიმთან ვიზიტისთვის სამშობლოში ორიოდ დღით ადრე გადაფრინდა. როგორც მიხვდით, მწვრთნელს 26 წლის არგენტინელი „იუვენტუსთან“ სათამაშოდ არ დაუბარებია, აი, პარასკევს კი, მანჩესტერში, თავის კაბინეტში ჰყავს დაბარებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „სიტის“ კაპიტნის სამკლავურის ამბავი მაინც გადაწყდება.

ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ მანჩინის ტევესისთვის სამკლავურის ჩამორთმევა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ახალ კაპიტანს არგენტინელთან ლაპარაკამდე არ დაასახელებს. ამბობენ, რომ მთავარი კითხვა, რომელსაც იტალიელი თავკაცი თავდამსხმელს დაუსვამს ასეთი იქნება: სინამდვილეში რატომ გადაწყვიტე „სიტიდან“ წასვლა? ადვილი მისახვედრია, მანჩინის ტევესის მიერ პრესაში დასახელებული მიზეზებისა არ სჯერა. ისევე, როგორც „მანჩესტერ სიტის“ ბევრ თანამდებობის პირს მასაც სწამს, რომ ფეხბურთელს რადიკალური ქცევისკენ მისმა აგენტმა და, სავარაუდოდ, მენტორმა კია ჯურაბჩიანმა უბიძგა, თუმცა ეს ტევესმა ოფიციალურად უკვე უარყო.

ისტლენდზე, კარლოს ტევესთან დაკავშირებული ამბავი ამ დღეებში ახალ ფაზაში გადავიდა - „სიტიმ“ განაცხადა, რომ თუ ფორვარდი კლუბიდან მაინც წავა ან უბრალოდ, აღარ ითამაშებს, საქმე სასამართლოს გადაეცემა. მეტიც, „სიტი“ აცხადებს, რომ მას შეუძლია საჯაროდ წარმოადგინოს მეილი, რომელშიც ჯურაბჩიანი კლუბს ტევესის კონტრაქტის გახანგრძლივებას სთხოვს. ტევესის ბანაკი, მოგეხსენებათ, კატეგორიულად აცხადებს, რომ მას ისტლენდელთათვის ხელშეკრულების განახლება და ჯამაგირის გაზრდა არ უთხოვია.

და სანამ ისტლენდზე ფეხბურთელსა და დირექტორატს შორის გაწევ-გამოწევაა, პრემიერლიგის დანარჩენი კლუბები მოვლენებს დიდი გულისყურით აკვირდებიან. „ჩელსის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ფლორან მალუდამ თქვა:

„ტევესი „სიტისთვის“ იგივეა, რაც ჩვენთვის დიდიე დროგბა. იმისათვის, რომ ტიტული მოიგო ასეთი მოთამაშე აუცილებლად უნდა გყავდეს. ყოველთვის, როდესაც ტევესი ჩვენს წინააღმდეგ გამოდის, ვრწმუნდები, რომ ის საოცარი ფეხბურთელია. რად უნდა ლაპარაკი, რომ თუ ის დარჩება „სიტი“ ძალიან გაიხარებს.

საერთოდ, როდესაც ფეხბურთელის ამა თუ იმ გუნდიდან წასვლის შესახებ ახალ ამბებს იგებ, არ უნდა აჩქარდე. ფეხბურთი ისეთი სფეროა, რომ აქ ყველაფერი ხდება. განა უეინ რუნის ამბავიც ასე არ იყო? ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჯერ მიდიოდა, მერე კი გადაიფიქრა და დარჩა. ახალი კონტრაქტის ხელმოწერამდე ზუსტად ორი დღით ადრე ამბობდა მივდივარო“.

და ბოლოს: „მანჩესტერ სიტის“ იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გუნდს ტურინში არ გაყვა: შეეშინდა, რომ „იუვენტუსის“ ფანები მის მიმართ აგრესიას გამოამჟღავნებდნენ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა