სერია A-ს XVI ტურს იტალიურ სპორტულ პრესაში ჯერ კიდევ აქტიურად არჩევენ.

სერია A-ს XVI ტურს იტალიურ სპორტულ პრესაში ჯერ კიდევ აქტიურად არჩევენ. სეზონის პირველი ნახევარი დასასრულს მიუახლოვდა და უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზამთრის ჩემპიონი “მილანი” გახდება. მართალია, იტალიაში იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ზამთრის ჩემპიონობას, როგორც მაგალითად გერმანიაში, მაგრამ ფაქტი მაინც აღსანიშნავია. “მილანმა” გასულ ტურში წარმატებით ითამაშა და ბუნებრივია, ამ გუნდის არაერთი ფეხბურთელი მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში...

ტურის სიმბოლური

ჟილე (ბარი) – ბეგა (ბრეშა), კიელინი (იუვენტუსი), კამპანიარო (ნაპოლი) – კრასიჩი (იუვენტუსი), ბოატენგი (მილანი), პიატი (ლეჩე), აკვილანი (იუვენტუსი) – იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ნენე (კალიარი), პინილია (პალერმო).

ტრადიციულად, სიმბოლური ნაკრები შემტევი გამოდის და ასეა ამ შემთხვევაშიც – მხოლოდ სამი მცველი, შემტევი ტიპის ნახევარმცველები და სამი თავდამსხმელი. მართალია, კევინ პრინც ბოატენგი და ალბერტო აკვილანი ნომინალური საყრდენები არიან, მაგრამ ბოლო დროს შეტევაში უფრო დიდ დროს ატარებენ, ვიდრე დაცვით ფაზაში. ბოატენგმა “ბოლონიასთან”, ხოლო აკვილანიმ “ლაციოსთან” ნაყოფიერი თამაშით დაიმსახურეს სიმბოლურში მოხვედრა. აქვე ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში ალბერტოს მეოთხეჯერ ერგო ასეთი პატივი. რაც შეეხება კევინ პრინცს, განელი მეორეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელთა შორის. ამ მხრივ, რეკორდსმენია მილოშ კრასიჩი, რომელიც მეექვსეჯერ მოხვდა სიმბოლურში და ეჭვი გვაქვს, რომ ამით არ დაკმაყოფილდება. სერბი მართლაც საუკეთესო იყო “ლაციოსთან” პაექრობაში, გააწამა რომაელთა უკანახაზელები და მატჩის უკანასკნელ წუთზე სამი ქულის მომტანი გოლიც გაიტანა. მესამეჯერ მოხვდა რჩეულთა შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ლიდერი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. პირველად მოხვდა სიმბოლურში “კალიარის” თავდამსხმელი ნენე, რომელმაც “კატანიას” სამი გოლი მიართვა – მასზე ქვემოთ ვისაუბრებთ...

ტურის გმირი

2008/09 წლების სეზონში, ბრაზილიელი თავდამსხმელი ნენე პორტუგალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, არადა, ისეთ მოკრძალებულ გუნდში ასპარეზობდა, როგორიც “ნასიონალია”. ასეთმა წარმატებამ მას იტალიისკენ გაუზსნა გზა და სამხრეთამერიკელი “კალიარიში” აღმოჩნდა. სადებიუტო სეზონში რვა გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად არ იყო ურიგო მონაგარი. მიმდინარე სეზონის სტარტზე მისმა შედეგიანობამ იკლო და აი, როგორც იქნა, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. “კატანიასთან” პაექრობაში ყველაფერი გამოსდიოდა და მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. აი, რა განაცხადა მატჩის შემდეგ “კალიარის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ:

“ნენემ ღვთაებრივად ითამაშა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. დავინიშნე თუ არა “კალიარის” თავკაცად, მაშინვე მივხვდი, რომ ბრაზილიელი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნებოდა. შესანიშნავი ტექნიკა აქვს, პასიც ეხერხება და არც დარტყმა დაეწუნება. ამიტომ, როდესაც მკითხეს, ვისურვებდი თუ არა გუნდში ანტონიო კასანოს გადმობირებას, ვუპასუხე, რომ ჩვენ ნენე გვყავს”.

ტურის დებიუტი

უარყოფითი შედეგების გამო “ბრეშას” მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯუზეპე იაკინი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მარიო ბერეტა დანიშნეს – სპეციალისტი, რომელიც ბოლოს ბერძნულ პაოკ-ს ედგა სათავეში და წარუმატებლად იმუშავა. სამაგიეროდ, წარმატებული გამოდგა მისი დებიური “ბრეშას” თავკაცის პოსტზე. ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს ამბიციური “სამპდორია” ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, მარცხი განიცადა. გენუელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ მასპინძლების კარგად ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. “ბრეშამ” კი სტანდარტული სიტუაცია გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მატჩის შემდეგ, ბერეტამ შეგირდებს მადლობა გადაუხადა:

“ეს გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც მთელი ენერგია ჩადეს თამაშში და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. ჩვენი მიზანი, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და მჯერა, რომ მიზანი მიღწევადია. ასე რომ არ იყოს, “ბრეშას” არც ჩავიბარებდი. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან კარგად მიმიღეს”.

ტურის ფრაზები

ლუიჯი დელ ნერი (იუვენტუსი): “ბუფონი? – გაგვიხარდება თუ მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ გუნდის თამაშის და შედეგების გაუმჯობესებას ჯიჯის დაბრუნებასთან არ გავაიგივებდი. ბუფონი აღარ არის გუნდისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორიც თუნდაც ერთი წლის წინ იყო. გაუთავებელმა ტრავმებმა გულშემატკივარი უკვე მიაჩვია იმას, რომ გუნდს მის გარეშე უწევს ასპარეზობა”.

კლაუდიო რანიერი (რომა): "რატომ არ ვათამაშებ დავიდე პისაროს? – ალბათ ფიქრობთ, რომ მასთან ურთიერთობა გამიფუჭდა. ცდებით და ნუ ეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის. უმჯობესია თამაში გაანალიზოთ და ბევრად უფრო სასარგებლო საქმით დაკავდეთ. მწვრთნელი ვარ და როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე მოვიქცევი. მაშინ გავალ ქუჩაში და ნებისმიერ შემხვედრს ავუხსნი თუ რატომ არ დავაყენე პისარო ძირითად შემადგენლობაში”...

ციფრები და ფაქტები

- “ბოლონიას” საკუთარ მოედანზე 11 აპრილის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული;

- “ლაციოს” “იუვენტუსთან” გასვლით შეხვედრაში 2002 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია;

- ფრანჩესკო ტოტის 2007 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაცუდებული თერთმეტმეტრიანი და “ბარისთან” შეხვედრაში წარმატებული სერია შეწყვიტა. არადა, იქამდე 14 თერთმეტმეტრიანი მიჯრით გამოიყენა;

- “ფიორენტინას” მარტის შემდეგ არ მოუგია გასვლით პაექრობაში, ცხრა მარცხი და ოთხი ფრე;

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა