"ღამურების" გულშემატკივრები თავიანთ პროტესტს და გაოცებას თეთრი ცხვირსახოცებით გამოხატავდნენ

"მესტალია" გაოგნებულია, "ღამურების" გულშემატკივრები თეთრი ცხვირსახოცებით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს და გაოცებას ერთად. მართლაც, საოცარია, როგორ მოახერხა "ვალენსიამ" და 3:1 უპირატესობა მეორე ტაიმში ისე გაანიავა, რომ მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად უნაი ემერიმ შვებით ამოისუნთქა... ცოტაც და, მარცხი გარდაუვალი იყო.

თავიდან "ვალენსიას" უპირატესობა "ოსასუნაზე" აშკარა იყო, რომ არა მეკარე რიკარდო ანგარიში თავიდანვე გაიხსნებოდა, რიკარდოს წყალობით კი ნავარელებმა თითქმის ნახევარი საათი გაძლეს. შემდეგ კი "ოსასუნას" საჯარიმოში ხუან მატა შეიჭრა, იქ რობერტო სოლდადო მოძებნა და "ვალენსია" 1:0 დაწინაურდა. ხუთ წუთში შეტევაში მეწყვილეს კინაღამ არიც ადურისმაც მიბაძა, მაგრამ ისევ რიკარდომ იყოჩაღა. მალე საჯარიმოში მატა წააქციეს, მაგრამ მსაჯი სანამ პენალტს დანიშნავდა, მარიუს სტანკევიჩიუსმა დაამატა ახლო მანძილიდან - 2:0. I ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე "ოსასუნამ" ერთი გაქვითა, ირანელი მასუდის ჩაწოდებულს თავით ხუანფრანი შეწვდა. მაგრამ "ვალენსია" შესვენებაზე მაინც ორგოლიანი უპირატესობით გავიდა, ადურისი ნავარელებმა სრულიად მარტო დატოვეს და მანაც თავით გაიტანა - 3:1.

მეორე ტაიმი გაცილებით ნელ ტემპში დაიწყო, გუნდები სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ და ამ დროს შეცვლებმა მთლიანად არია "ვალენსია". სესარის უხეში შეცდომის შემდეგ მიგელ ფლანიომ ერთი გაქვითა. უკვე კარგად გამოჩნდა, რომ "ვალენსიას" თამაშის გარდაქმნა აღარ შეეძლო, "ოსასუნა" კი განუწყვეტლივ უტევდა და უტევდა. განსაკუთრებით სახიფათო იყო სერბი დეიან ლეკიჩის დარტყმული, ბურთი ორივე ძელს მოხვდა, მაგრამ კარში მაინც არ შევარდა. ნავარელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს, ვალენსიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით არანდამ ისარგებლა და გაათანაბრა - 3:3.

უნაი ემერი (ვალენსია): "ორივე გუნდი კარგად აკონტროლებდა ბურთს, მაგრამ მეორე ტაიმში ვერაფრით შევაჩერეთ "ოსასუნას" შეტევები. ჩვენ თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, მეორე ტაიმში კომპაქტურად უნდა გვემოქმედა, ჩვენ კი გავიშალეთ და დავისაჯეთ კიდეც. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი სიტუაცია აღარ გამეორდეს. გუნდი 3:1-ს იგებდა და შიშით თამაშობდა. ნახევარდაცვაში ბრძოლა კი მანამდე წავაგეთ, სანამ ევერ ბანეგას გამოვცვლიდი".

ხოსე ანტონიო კამაჩო (ოსასუნა): "ახლაც კი არ ვიცი, რა დაგვემართა პირველ ნახევარში. ბევრი ვიმუშავეთ და თითქოს მეტოქესაც ვაჯობეთ, მაგრამ ტაიმი 1:3 წავაგეთ. მეორე ტაიმში მხოლოდ "ოსასუნა" უტევდა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი და ჩვენ მაინც ვაგებდით. შეხვედრა, რომ ასე დასრულებულიყო, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი უსამართლობა ამ სეზონში. საბედნიეროდ, არ წავაგეთ, თუმცა ბოლოს გამარჯვებასაც ვიმსახურებდით".

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 15 13 1 1 46-8 40

2. რეალი 15 12 2 1 38-12 38

3. ვილიარეალი 15 9 3 3 27-13 30

4. ესპანიოლი 15 9 1 5 17-17 28

5. ვალენსია 15 7 4 4 22-18 25

6. ატლეტიკო 15 7 2 6 24-19 23

7. ხეტაფე 15 7 2 6 23-20 23

8. ბილბაო 15 7 1 7 23-26 22

9. სოსიედადი 15 7 1 7 21-25 22

10. მალიორკა 15 6 3 6 15-17 21

11. სევილია 15 6 2 7 21-26 20

12. ერკულესი 15 5 3 7 18-22 18

13. რასინგი 15 5 2 8 13-23 17

14. დეპორტივო 15 4 5 6 12-18 17

15. ოსასუნა 15 4 4 7 15-20 16

16. ლევანტე 15 4 3 8 17-24 15

17. ალმერია 15 2 7 6 13-22 13

18. მალაგა 15 4 1 10 20-32 13

19. სპორტინგი 15 2 5 8 12-23 11

20. სარაგოსა 15 1 6 8 14-27 9

ბომბარდირები: 17 - რონალდო (რეალი), მესი (ბარსელონა); 10 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 9 - ნილმარი (ვილიარეალი), ვილია (ბარსელონა); 8 - როსი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 7 - აგუერო (ატლეტიკო), იგუაინი (რეალი).

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა