ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

კანი სამი წელი არ მელაპარაკებოდა!

კანი სამი წელი არ მელაპარაკებოდა!

შვაინშტაიგერმა გასახდელის საიდუმლოებებო გაამხილა

ბასტიან შვაინშტაიგერი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე დაფასებული და პატივსაცემი გერმანელი ფეხბურთელი გახდა. მუნდიალამდე მიხაელ ბალაკი იყო გერმანიის სუპერვარსკვლავი, ახლა კი ეს სტატუსი ულაპარაკოდ 26 წლის შვაინშტაიგერისაა, რომელსაც ბალაკი ვეღარ უწევს კონკურენციას (თანაც, მიხაელი ტრავმირებულია). პოპულარობით, შვაინშტაიგერთან ახლოს მხოლოდ მესუთ იოზილია. ისიც, მეტწილად იმიტომ, რომ ახლა უკვე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია.

წინა კვირაში შვაინშტაიგერმა „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და თავისი ბედი რეკორდმაისტერს 2016 წლამდე დაუკავშირა მისი კონტრაქტი მთავარი დეტალი, ხელფასი, საუკეთესო დადასტურებაა იმისა, რომ ბასტიანს გერმანიაში ბადალი არ ჰყავს: „ბაიერნი“ მას წელიწადში 9 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა თავად შვაინშტაიგერი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ დიდი ფეხბურთელები აქტიურ სპორტულ კარიერას ერთ დროს ძალიან მოკრძალებულად იწყებდნენ.

გუშინ შვაინი გადაცემა „აუდი სტარ თოლქში“ გახლდათ მიწვეული, სადაც ძალიან საინტერესო რამე-რუმეები მოყვა. მაგალითად ის, თუ როგორ გაიცნო ოლივერ კანი და ფელიქს მაგათი. გასაოცარი, უფრო კი კომიკური უნდა ეწოდოს იმ ურთიერთობას, რაც შვაინშტაიგერს თავიდან კანთან ჰქონდა.

„ოლივერი პირველად 2002 წლის ნოემბერში გავიცანი. ისე მოხდა, რომ ჯერ გასახდელში, მერე კი ავტობუსში, მის გვერდით ვიჯექი. ხაზს ვუსვამ, ეს 2002 წელს მოხდა. და იცით, როდის დამელაპარაკა ოლი პირველად? 2005-ში! ანუ, სამი წლის მერე,“ - გაიხსენა შვაინშტაიგერმა და ჩვენ იმასაც შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ბასტიანი უკვე გერმანიის ნაკრების ნაკრების ფეხბურთელი იყო...

...მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! აი, რა მოყვა კიდევ შვაინიმ: „მერე სულ სხვა პრობლემა შეიქმნა. გასახდელში ყველა ფეხბურთელისთვის თითო პირსახოცია ხოლმე გათვალისწინებული. ერთადერთი მე ვიყავი, ვისაც პირსახოცი ადგილზე არასდროს ხვდებოდა. ამიტომ, მომსახურე პერსონალისთვის სპეციალურად მიწევდა გამორთმევა. ორი-სამი ასეთი შემთხვევის შემდეგ შევამჩნიე: ოლივერ კანი სარკესთან იდგა, თმებს ისწორებდა და გვერდით ორი ნახმარი პირსახოცი ედო.“

როცა ბასტიანი სერიოზულ კარიერას იწყებდა, კანი კარიერის ზენიტში იყო, მას ზედიზედ სამჯერ ჰქონდა მსოფლიოში საუკეთესო მეკარის წოდება მოპოვებული და რა გასაკვირია, რომ შვაინის ოლის დიდი რიდი და შიში ჰქონდა. შვაინშტაიგერი: „მაშინ ვერაფრით გავბედე, ოლისთვის მეთქვა „ჩემს პირსახოცს ხელი აღარ მოკიდო!“ ისევ პერსონალთან მივდიოდი და მათ ახალ პირსახოცს ვართმევდი.“

ბასტიანმა „აუდი სპორტ თოლქში“ ფელიქს მაგათთან თავდაპირველ ურთიერთობაზეც გულახდილად ისაუბრა. შვაინშტაიგერის თქმით, ისევე, როგორც ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობას, „დესპოტ ფელიქსთან“ საერთო ენის გამონახვა მასაც ძალიან გაუჭირდა. როგორც იცით, მაგათი „ბაიერნს“ 2007 წლამდე წვრთნიდა. შვაინი 2004 წლის ზაფხულში მომხდარ ამბავს იხსენებს: „მინდოდა, ფელიქსს მივსალმებოდი და უცებ კითხვა მომახალა, თქვენ ვინ ხართო. მეც გავბრაზდი და უკმეხად ვუპასუხე: ბასტიან შვაინშტაიგერი.“

ბასტიანის გაბრაზება იმან გამოიწვია, რომ იმ დროს 20 წლის შვაინი ევროპის ჩემპიონატიდან ახალი დაბრუნებული იყო. ევრო 2004-ზე კი საკმაოდ კარგად იასპარეზა და მთელი გერმანია მასზე ლაპარაკობდა. როგორც ჩანს ფელიქსს მისი ცნობა არ უნდოდა.

შვაინშტაიგერი: „მეორე დღეს მთელი გუნდი მაინცში წასასვლელად ემზადებოდა, რადგან იქ თამაში გვქონდა. მაგათმა თქვა, მაინცში მთელი გუნდი უნდა წამოვიდესო. მე კი ტრავმირებული ვიყავი და ათდღიანი პაუზა მქონდა გამოწერილი, მაგრამ რაკი თქვა, მთელი გუნდიო, ავდექი და ვკითხე, მეც უნდა წამოვიდე-მეთქი, რაზეც მისთვის დამახასიათებელი ორაზროვანი ღიმილით მომიგო: აჰ, თქვენ ვინ ხართ, საერთოდ?“

გაგრძელება არ გაინტერესებთ? 2004/2005 წლების სეზონის პირველ სამ ტურში ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, „ბაიერნის“ განაცხადში არ ყოფილა. მაგათი შვაინის რეგიონალლიგაში, მოყვარულთა რიგებში ათამაშებდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მას მერე შვაინშტაიგერს მოყვარულთა გუნდში არასდროს უთამაშია. მაგათმაც მალე იგუმანა, რომ ბასტიანის სახით ძალიან მაგარი ფეხბურთელი ჰყავდა, ძირითად გუნდში გადაიყვანა, მუდმივად ათამაშებდა და მასთან ერთად, „ბაიერნს“ ზედიზედ ორჯერ შეასრულებინა დუბლი.

ოლივერ კანი და ფელიქს მაგათი კი ორი გიგანტია, რომლებიც დღეს შვაინშტაიგერს გაცილებით მეტ პატივს სცემენ, ვიდრე მაშინ, როცა ბასტიანი პირველ კარიერულ ნაბიჯებს დგამდა.

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან

"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა