იტალიის კურორტ ბორმიოში "სითიზენის" ეგიდით სამთომოთხილამურეთა ოთხი ტურნირი გაიმართა

საქართველოს ნაკრების სამთომოთხილამურეთაგან სეზონში ყველაზე გვიან ლიდერი, იასონ აბრამაშვილი ჩაერთო. იასონისთვის სეზონი მხოლოდ 9 დეკემბერს დაიწყო იტალიის კურორტ ბორმიოში. პირველ დღეს ქართველმა გიგანტურ სლალომში წარმატებით ისრიალა. ორი ცდა სულ 98-მა სპორტსმენმა ჩაამთავრა და მათ შორის ჩვენიანმა მე-4 ადგილი დაიკავა (1 წუთი 51,21 წამი). 22 წლის ქართველი წამ-ნახევრით ჩამორჩა იტალიელ ივან კოდეგას.

კარგად იასპარეზა 17 წლის ჯაბა გელაშვილმა, რომელმაც მე-15 ადგილი დაიკავა. მეორე დღის გიგანტური სლალომი წარმატებული მხოლოდ გელაშვილისთვის გამოდგა, რომელმაც მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო იასონმა პირველი ცდა ვერ ჩაამთავრა.

11-12 დეკემბერს ბორმიოში ორი სლალომი გაიმართა, პირველში იყოჩაღა გელაშვილმა, რომელმაც მე-6 შედეგი აჩვენა, აბრამაშვილმა კი კარი გამოტოვა და დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მეორე დღეს ჩვენი ნაკრების ლიდერმა ბრწყინვალედ ისრიალა და 1 წუთი 23,41 წამი შედეგით მეორე ადგილი დაიკავა. იასონს სლალომის მოგებამდე წამზე ნაკლები დააკლდა ორი ცდის ჯამში. გელაშვილს ამჯერად მეორე ცდა გაუცუდდა. ბორმიოს ოთხივე ტურნირი "სითიზენის" ეგიდით გაიმართა.

გელაშვილმა ავსტრიაში გადაინაცვლა, სადაც სუპერ კომბინაციაში 33-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სუპერ გიგანტში - 61-ე.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა