ნასრი აღარ ხუმრობს

სამირ ნასრიმ თანაგუნდელებს შეუძახა, დროა გაპრანჭულ თამაშს თავი დავანებოთ და ულამაზო მოგებებზე გადავიდეთო. „არსენალის“ ვარსკვლავი, რომელიც ბოლო დროს საუცხოო ფორაშია და სამშობლოში, საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს, არ მალავს, რომ ზოგ „მეთოფეს“ მიგებაზე მეტად ლამაზად თამაშის სურვილს ამჩნევს. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა 23 წლის ალჟირელმა ხმის ამაღლება და უშნო, მაგრამ პროდუქტიული ფეხბურთისკენ მოწოდება.

ნასრიმ, რომელიც ბოლო ტურში, „ოლდ ტრეფორდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:0 წაგებულ შეხვედრაში მონაწილეობდა, თქვა:

„ლამაზი გოლების გატანა და თვალსასეირო ფეხბურთის თამაში ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა მთავარი ეს კი არ არის, არამედ ისაა თუ რომელ ადგილზე გავა ჩემი გუნდი სეზონის ბოლოს. ხანდახან საჭიროა მოდური ტანსაცმელი გაიხადო, მუშური ჩაიცვა და საქმეს მიხედო. აი, „იუნაიტედთან“ წავაგეთ... ეს უფრო ტაქტიკური თამაში იყო, რომელშიც თავის კარგად დაცვა წყვეტდა ყველაფერს. მეტოქე გუნდში პატრის ევრა თამაშობდა შესანიშნავად და პარკ ჯი-სუნთან სწრაფ კომბინაციებს ათამაშებდა.

მეორე ტაიმში ჩვენ უფრო საინტერესოდ დავიწყეთ თამაში, რადგან მასპინძლებმა გაგვიტანეს და გათანაბრება გვჭირდებოდა. მანამდე კი, პირველ ნახევარში, დაცვაში ვისხედით და „იუნაიტედის“ ინიციატივას ველოდით. ჩვენ, მოედანზე გაშლას ვერიდებოდით, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ ის გუნდია, რომელიც ასეთ დროს სივრცეებს იოლად პოულობს და ამ სივრცეებით სარგებლობს. სწორედ ამიტომ ვაპირებდით ზურგის ჯგუფურად გამაგრებას და სანამ შესვენებამდე 4 წუთით ადრე გოლი არ გავუშვით ამას ვახერხებდით კიდეც.

შესვენების შემდეგ მოედანს უკვე სხვა განწყობითა და გეგმით დავუბრუნდით და ერთი-ორი მომენტიც შევქმენით, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად ეს საკმარისი არ გამოდგა“.

კიდევ, ნასრიმ თქვა, რომ თამაშის დაწყებამდე ელაპარაკა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავსა და საფრანგეთის ნაკრებში მის თანაგუნდელს, ზემოთ უკვე ნახსენებ პატრის ევრას, რომელმაც ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში „არსენალს“ კბილი გაჰკრა.

„საერთოდ, კონფლიქტური კაცი არ ვარ და დაპირსპირება არავისთან მსურს, მაგრამ პატრისს ვუთხარი, რომ „არსენალზე“ ლაპარაკი მისი საქმე არ არის და თუ ჩვენთან ჯიბრი სურდა, ყველაფერს აჯობებდა თავისი უპირატესობა მოედანზე დაემტკიცებინა. ამ დღეს ცუდად არც ჩვენ ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ და ამიტომ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა იქნება მაისში, ვინ უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა