ევროპის კონტინენტის თვის სიმბოლურ ნაკრებში "ბარსელონას" ხუთი ფეხბურთელი მოხვდა

ევროპის სპორტულ ჟურნალთა (ესმ) ასოციაციამ გასულ კვირაში დაასახელა კონტინენტის ნოემბრის თვის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ესპანურ ლა ლიგას ჰყავს - 5. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ - "ბარსელონას". თვის რჩეულთა შორის ოთხი ფეხბურთელი ინგლისური პრემიერლიგიდან მოხვდა, თითო სერია ა და ბუნდესლიგიდან. შეგახსენებთ, რომ ესმ-ში გაერთიანებულნი არიან ევროპის ყველაზე ავტორიტეტული სპორტული ჟურნალები: "ა ბოლა" (პორტუგალია), "დონ ბალონი" (ესპანეთი), "კიკერი" (გერმანია), "ლა გაძეტა დელო სპორტი" (იტალია), "ფანატიკი" (თურქეთი), "სპორტ ექსპრესი" (რუსეთი), "ვორლდ სოკერი" (დიდი ბრიტანეთი) და სხვები.

თვის გუნდის გამოკითხვაში 11-მა გამოცემამ მიიღო მონაწილეობა და 11-ვემ ლეო მესი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. არგენტინელი, ისევე როგორც ოქტომბერში, ევროპის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 10-მა გამოცემამ სიმბოლურში მესის თანაგუნდელი ჩავი ერნანდესი შეიყვანა, 7-მა ეს პატივი წილად "ტოტენჰემის" მცველ გარეთ ბეილს არგუნა.

მოკლედ, ნოემბრის თვის ნაკრები ასე გამოიყურება:

რომან ვაიდენფელერი ("დორტმუნდი", ბუნდესლიგა, გერმანია) - დანი ალვეში ("ბარსელონა", ლა ლიგა, ბრაზილია), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), ნემანია ვიდიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, სერბეთი), პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, საფრანგეთი) - ჩავი ერნანდესი ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ლა ლიგა, ესპანეთი), გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი", პრემიერლიგა, უელსი) - დიმიტარ ბერბატოვი ("მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, ბულგარეთი), ლიონელ მესი ("ბარსელონა", ლა ლიგა, არგენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი", სერია ა, შვედეთი).

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე