გასულ ტურში ჟოზე მოურინიოს გამონაქთვამმა ძაღლებსა და კატებზე ესპანურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

გასულ ტურში ესპანურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჟოზე მოურინიოს გამონაქთვამმა ძაღლებსა და კატებზე. პორტუგალიელი თავკაცის ნათქვამი ყველამ თავისებურად გაიგო - ბევრმა ის ტაქტიკას დაუკავშირა - ძაღლები - 4-3-3, კატები - 4-4-2, ზოგმა კი მიიჩნია, რომ "განსაკუთრებულმა" იგუაინი მოიხსენია ძაღლად, ხოლო ბენზემა - კატად, აქა-იქ ცხოველთა დამცველებიც აღშფოთდნენ. "რეალის" თავკაცმა კი ეს თქვა: "ყველაფერს წყვეტს ტაქტიკა და არა ფეხბურთელი. სანადიროდ თუ ძაღლებით წახვალ მოინადირებ კიდეც. თუკი სანადიროდ კატებით წახვალ, ნანადირევი ნაკლები იქნება". თუმცა მოურინიოს კატებზე და ძაღლებზე მეტად კონკრეტულ თამაშზე მოუწევს ფიქრი - კვირას "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს და პრობლემებიც საკმაოდ დაუხვავდა,

გუშინ "სამეფო კლუბმა" ვარჯიში განაახლა, მაგრამ მოედანზე კრიშტიანო რონალდოს ვერ ნახავდით. პორტუგალიელმა ვარსკლავმა ტრენაჟორების დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. ჯერ უცნობია რით იყო ეს განპირობებული. სავარაუდოდ, "რეალის" ლიდერი "სევილიას" წინააღმდეგ ჩვეულებრივად ითამაშებს. მოურინიოსთვის ყველაზე სასიხარულო სიახლე სამი ხედირას გამოჯანმრთელებაა. ხედირა წინა ტურს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა, მაგრამ მაინც ვერ ითამაშებდა, კუნთის პრობლემის გამო. ახლა კი ხედირას გამოჩენა ორმაგად მნიშვნელოვანია - "სარაგოსასთან" ყვითელი ბარათი ჩაბი ალონსომ მიიღო და ის, როგორც მარსელო, ანდალუსიელებთან დაპირისპირებას გამოტოვებს.

გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშეს რაულ ალბიოლმა და მაჰამადუ დიარამაც, თუმცა მათ ტრავმები არ აქვთ - უბრალოდ, წინა დღით რონალდოსა და ზიდანის მეგობრების ნაკრებში ითამაშეს ათენში საქველმოქმედო მატჩში. შეგახსენებთ, რომ იგუაინი, დუდეკი, გაგო, რამოსი და კაკა ტრავმირებულნი არიან და მათი იმედი ჟოზეს არ უნდა ჰქონდეს. თავსატეხი გააჩინა მარსელოს დისკვალიფიკაციამაც. რეალურად "რეალს" სამი განაპირა მცველი ჰყავს, სერხიო რამოსი ტრავმირებულია, ალვარო არბელოას კი შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, მაგრამ არა ერთდროულად. "დიარიო ასი" მიიჩნევს, რომ ლასანა დიარას თავისუფლად შეუძლია მარჯვენა მცველად თამაში, ამ შემთხვევაში არბელოა მარცხნივ გადავა, ხედირას კი შუახაზში მაჰამადუ დიარა შეუწყვილდება.

ვარჯიში იმით დაიწყო, რომ კასილიასმა ბაზაზე მუნდიალის "ოქროს ხელთათმანი" მიიტანა და თანაგუნდელებმა იკერს ეს აღიარება კიდევ ერთხელ მიულოცეს. ჟოზემ სარეზერვო გუნდიდან "სევილიასთან" მატჩისთვის მეკარე ფერნანდო პაჩეკო, ალექს ფერნანდესი, პაბლო სარაბია, ხუანფრანი და ალვარო მორატა გადაიყვანა. აქედან ბოლო ორს თითქმის ას-პროცენტიანი შანსი აქვს "სევილიასთან" მატჩის განაცხადში მოხვედრის. ხუანფრანს მარსელოს სავარაუდო შემცვლელადაც კი განიხილავენ.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე