დიტერ ჰიონესი ხმაურიან ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დიდია იმის შანსი, რომ „ბაიერნის“ ჰოლანდიელი კაპიტანი მარკ ვან ბომელი იანვარში „ვოლფსბურგში“ გადავიდეს. „ბილდი“ გუშინდელ ნომერში წერდა, რომ „მგლების“ ბოსმა დიტერ ჰიონესმა 33 წლის საყრდენ ნახევარმცველს მისთვის ძალიან საინტერესო პირობები შესთავაზა და მოსაფიქრებლად დრო მისცა. შეგახსენებთ, რომ ჰიონესს მანამდე ჯერ „ბაიერნის“ მეორე, სათადარიგო საყრდენი ნახევარმცველის, ანატოლი ტიმოშჩუკის შეძენა სცადა, მერე კი „შალკეს“ ჩამშლელ ჯერმეინ ჯონსის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ჰოლანდიელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და თუ „ბაიერნმა“ მასთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მარკი ივნისში მიუნხენიდან უფასოდ წავა. იანვარში კი ბავარიელებს ვან ბომელის ტრანსფერისგან ფინანსური სარგებლის ნახვა შეუძლიათ. მიუნხენელები ვან ბომელთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს კი აწარმოებენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის და სწორედ ამიტომ, „ბილდისა“ და „კიკერის“ ცნობით, „ბაიერნმა“ ჰოფენჰაიმელ ლუის გუსტავოს (23 წლის, კონტრაქტი 2014 წლამდე) დაადგა თვალი.

„ვოლფსბურგი“ ძალიან კარგი გუნდია და არ მიკვირს, რომ სპეკულაციები დაიწყო. მეტს არაფერს ვიტყვი,“ - განუცხადა ვან ბომელმა „ბილდს“.

ხსენებული გამოცემისვე ინფორმაციით, „ვოლფსბურგი“ „ჰამბურგის“ ჰოლანდიელ გარემარბს, 23 წლის ელჯერო ელიასაც უმიზნებს. „მგლებს“ ახალგაზრდა დრიბლიორის ყიდვა ზაფხულშიც უნდოდათ და ტრანსფერი იმიტომ არ განხორციელდა, რომ „ჰამბურგის“ მიერ მოთხოვნილი თანხა, 18 მილიონი ევრო ეძვირათ. მას მერე ელია გაიაფდა...

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე