საფეხბურთო ბიზნესი

ყატარელი ინვესტორები მსოფლიო ფეხბურთში ძალაუფლების გაფართოებას ცდილობენ. როგორც ბრიტანული პრესა წერს, ამისათვის მათ „ნიუკასლ იუნაიტედის“ ყიდვა გადაუწყვეტიათ. სულ ერთი კვირაა გასული მას მერე, რაც „ყატარ ფაუნდეიშენმა“ „ბარსელონასთან“ მრავალმილიონიანი სპონსორული კონტრაქტი გააფორმა და აი, ნავთობით მდიდარი ქვეყნის სხვა მსხვილმა კომპანიებმა პრემიერლიგისკენაც გაიხედეს. „დეილი მეილისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მათი მთავარი სამიზნე სწორედ „ნიუკასლია“, გუნდი, რომელმაც სულ ერთი კვირაა რაც მწვრთნელი შეცვალა – კრის ჰიუტონის ნაცვლად ალან პერდიუ დანიშნა.

მოგეხსენებათ, დღეს „კაჭკაჭთა“ მეპატრონე ახირებული ქცევით ცნობილი მაიკ ეშლია, რომელიც ნიუკასლელ ფანებს მაინცდამაინც არ უყვართ. ეშლის თავადაც სურდა კლუბის გაყიდვა – რაც „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ მივიდა 300 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა. მართალია, ბიზნესმენმა ორი წლის წინ „ნიუკასლ იუნაიტედი“ „დახლიდან ჩამოიღო“, მაგრამ ინგლისში ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ ვინმე 200 მილიონს შესთავაზებს უარს არ ეტყვის.

ყატარელებს კი, მოგეხსენებათ, ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროშო ლიდერთა შორის დამკვიდრება მოუნდათ – აკი, 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაც მათ მოიპოვეს. როგორ შეხვდა მსოფლიო ამ ამბავს? დიდი ეჭვით, რადგან ჯერ ერთი, ზაფხულობით ამ ქვეყანაში აუტანელი სიცხეა. ვაზუსტებთ: ყატარული სიცხე გაცილებით მეტია ვიდრე, ვთქვათ, მექსიკური ან ესპანური, რომელსაც ასე უჩივიან ხოლმე ევროპული გუნდები. და მეორე – ადამიანის უფლებათა დამცველებს ყატარში თავიანთი პროფილით შექმნილი მდგომარეობა არ მოსწონთ. თუმცა, ქვეყნის სამეფო ოჯახი და მსხვილი კომპანიები ამას არ დაგიდევენ.

იმისათვის, რომ ცხადი წარმოდგენა შეგვექმნას ზემოხსენებული „ყატარ ფაუნდეიშენის“ მაგალითი მოვიყვანოთ: ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომლის მიზანი ფულის მოგება არ არის. მას სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და, ძირითადად, შუა აღმოსავლეთში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. მისი თავმჯდომერე ემირის მეუღლე მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედია. სწორედ იგი ხელმძღვანელობდა პროექტს, რომელმაც ფიფაში გაიმარჯვა და ქვეყანას 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობა მოუტანა.

ეშლი კი, როგორც მოგახსენეთ, ორი წლის წინ ანუ სანამ „ნიუკასლი“ პრემიერლიგიდან გავარდებოდა, კლუბის გაყიდვას ცდილობდა და მყიდველიც თითქმის უკვე შერჩეული ჰყავდა – ლაპარაკი იყო ბრიტაელ ბიზნესმენ ბერი მორტზე – მაგრამ, გარიგება ბოლოწამს ჩაიშალა.

ზევით ისიც გითხარით, რომ ეშლიმ „ნიუკასლში“ თავისი ჯიბიდან დაახლოებით 300 მილიონი ჩადო, მაგრამ ამის მიუხედავად გულშემატკივრებს ის არ უყვართ. რატომ? აი, თუნდაც გასული კვირაში დატრიალებული ამბის მსგავსი ამბების გამო: მესაკუთრეს მოეპრიანა და ერთ მშვენიერ დღეს ხალხისა და ფეხბურთელების საყვარელი მწვრთნელი კრის ჰიუტონი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნა. მის ნაცვლად დანიშნულმა ალან პერდიუმ განაცხადა, რომ მიზნად ადილობრივი სკოლის მოსწავლებზე დაყრდნობა აქვს გადაწყვეტილი. მას სურს კლუბის ახალ პოლიტიკას აჰყვეს და მომავალში ჯოი ბარტონისა და ფაბიო კოლოჩინის ტიპის უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებში კი არ იხადოს ფული, არამედ თავად აღზარდოს ნიუკასლელი ბავშვები. სხვათაშორის, ხალხი ჰიუტონის მოხსნაზე არანაკლებ პერდიუს კონტრაქტის ხანგრძლივობამ გააკვირვა: ეშლიმ ახალ მწვრთნელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. და რაკიღა „ნიუკასლ იუნაიტედზე“ ლაპარაკმა ასე ჩაგვითრია, იმასაც ვიტყვით, რომ „სანდერლენდის“ თავდამსხმელმა დარენ ბენტმა, რომელიც პერდიუს ხელმძღვანელობით „ჩარლტონ ატლეტიკში“ თამაშობდა და მისგან კაპიტობაც მიიღო, ნიუკასლელები დაამშვიდა, თქვენთან ისეთი კაცი მოვიდა, ჰიუტონის საქმეს განაგრძობს და გააუმჯობესებსო.

„მე რომ „ჩარლტონში“ ვთამაშობდი, გუნდს ძალიან უჭირდა, ყველა შეჯიბრებაში ერთად 10 თამაშიდან მხოლოდ ერთი გვქონდა მოგებული, მაგრამ მოვიდა პერდიუ და მდგომარეობა გამოსწორდა. ის ფეხბურთელებს ისე მოგვეპყრო, რომ ჩვენ კვლავ ერთ მუშტად შეკრულ გუნდად ვიგრძენით თავი. გამოსწორდა შედეგებიც. პერდიუ განსაკუთრებით ადამიანებთან ურთიერთობაშია ნიჭიერი. მან დაძაბულობა მოგვიხსნა და ნამდვილი ფეხბურთი გვათამაშა“...

და ეს ბენტის ნათქვამის მხოლოდ ნაწილია. ფორვარდმა თავისი ყოფილი მწვრთნელი კიდევ უფრო მეტად აქო და მის სიტყვებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მაგრამ... „ჩარლტონისაგან“ განსხვავებით, ჰიუტონის ხელში „ნიუკასლს“ რომ არაფერი უჭირდა?...

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე