"ბაიას" შემადგენლობა თვალსა და ხელს შუა ძლიერდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა აქტიურად იმუშავა და მომავალ სეზონს "ბაია" არაერთი ახალი ცნობილი ფეხბურთელით დაიწყებს...
"ბაიას" შემადგენლობა თვალსა და ხელს შუა ძლიერდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა აქტიურად იმუშავა და მომავალ სეზონს "ბაია" არაერთი ახალი ცნობილი ფეხბურთელით დაიწყებს. მართალია, ჯერ არც ერთ მათგანს "ბაიასთან" კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ ამას წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს.

გამოცდილ ახალწვეულთა სია მართლაც შთამბეჭდავია: ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჩხეტიანი და გიორგი მეგრელაძე. შეგახსენებთ, გოგობერიშვილი ბოლოს ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა, ჭიჭვეიშვილი აზერბაიჯანულ "სტანდარდში" ასპარეზობდა, ჩხეტიანი ასევე აზერბაიჯანულ "სიმურგში", ხოლო მეგრელაძე – უზბეკურ "შურტანში" თამაშობდა. ოთხივე მათგანი "ბაიას" შემადგენლობაში უკვე ინტენსიურად ვარჯიშობს და მწვრთნელთა მოწონებასაც იმსახურებს. ზუგდიდელთა კიდევ ერთ ახალწვეილ გიორგი ნოდარის ძე ჭელიძეს კი ვეტერანობამდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ თუ ფორმაში დროულად შევა, "ბაიას" ისიც დიდ სარგებლობას მოუტანს.

მათ გარდა, "ბაიას" შემადგენლობაში ვარჯიშობენ და იქ დარჩენის კარგი შანსი აქვთ ყოფილ სპარტაკელ ივანე კანდელაკსა და დათა რიგვავას, რომელიც ბოლოს კვიპროსულ "ანორთოსისში" ირიცხებოდა. "ბაიაში" ისინჯებოდა დავით ხანიშვილიც, მაგრამ მან გუნდი უკვე დატოვა.

რაც შეეხება გუნდიდან წასულებს: "ბაია" დატოვა გოგი ფიფიამ, რომელიც კარიერას "ზესტაფონში" აგრძელებს; უკვე ძველი ამბავია ზამბიელი ჩისამბა ლუნგუს რუსულ "ეკატერინბურგში" თვითნებურად წასვლა; მამუკა ჭკადუა ბელარუსში ცდილობს კლუბის მოძებნას, პაატა ბაკარანძე კი "სამტრედიას" დაუბრუნდა.

შეგახსენებთ "ბაიას" სამწვრთნელო შტაბში მომხდარ ერთ მნიშვნელოვან სიახლესაც: გუნდის კონსულტანტად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია დაინიშნა, "ბაიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას კი კვლავინდებურად, ელგუჯა ქომეთიანი განაგრძობს.

ეს რაც შეეხებოდა საკადრო საკითხებს, მომავალი სეზონისთვის მზადებას კი "ბაია" უკვე კარგა ხანია, რაც შეუდგა და პირველი შეკრებაც მოილია. გუნდი 1-დან 8 ივლისამდე ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც ფიზიკური კონდიციების აღდგენაზე იმუშავა, დღეისათვის კი "ბაია" ზუგდიდშია და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს.

დღეს ზუგდიდშივე ქომეთიანისა და გაბელიას გუნდი ამხანაგურად ხობის "კოლხეთს" შეხვდება, 16 ივლისს კი "სამტრედიას" უმასპინძლებს. 18 ივლისს "ბაია" დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრება თურქეთში, სამთო კურორტ ბოლუში. იქ ზუგდიდელები ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ – "ანკარაგიუჯუსთან", "ადანასპორთან" და ორ ნიგერიულ კლუბთან.

მომავალი სეზონისთვის "ბაიას" კონკრეტული გეგმა დასახული არა აქვს. ბუნებრივია, პროგრამა მინიმუმი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ზუგდიდელებმა ამაზე გაცილებით მაღალი მიზნებისთვისაც შეძლონ ბრძოლა.

"ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ და მთავარი ისაა, რომ "ბაიას" განვითარება სწორი გზით მიმდინარეობს. გასულმა სეზონმა გვიჩვენა, რომ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად, წარმატების მისაღწევად გამოცდილი ფეხბურთელებიცაა საჭირო. მათგან ჩვენი ჭაბუკები ძალიან ბევრს ისწავლიან. გუნდის ბირთვი შევინარჩუნეთ, არაერთი ძლიერი ფეხბურთელიც დავიმატეთ და სრული საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ სერიოზული ამოცანები დავისახოთ. სეზონის მსვლელობა კი უფრო ზუსტად გვიჩვენებს, როგორი მიზნების განხორციელება შეეძლება ჩვენს გუნდს", - გვითხრა ქომეთიანმა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა