ზაზა ადეიშვილი ("სამტრედიას" პრეზიდენტი): "აშკარად ვიღაცამ ბატონი ზვიადი შეცდომაში შეიყვანა"

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გუშინწინდელი სხდომის შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მედიასთან კლუბების სავალალო მდგომარეობაზე ილაპარაკა. მან ''სამტრედიაში'' შექმნილი მძიმე მდგომარეობა არასწორ მენეჯმენტს, ჩასული ფეხბურთელების დიდ რაოდენობასა და მაღალ ხელფასებს დააბრალა.

''პრობლემები მხოლოდ ''სამტრედიასა" და ''ბაიაშია". შევეცდები, მეორე წრის დაწყებამდე, ანუ 12 თებერვლამდე სპონსორი მათაც მოვუძებნო. ამ კლუბების პრობლემა მენეჯმენტია. 14 ფეხბურთელი რომ ჩაგყავს, დავიჯერო, ადგილობრივი სათადარიგოებშიც ვერ ხვდება? ან უმაღლესში გადასვლამდე არ უნდა იცოდე, რა ბიუჯეტი გაგაჩნია? ''სამტრედიაში" ჩასულებს 1000-1200 ლარს შეჰპირდნენ. არ სჯობს, ამდენი ადგილობრივს მისცე, რომელმაც ბოლო ტურში ორი გოლი გაიტანა?!'' - განაცხადა სიჭინავამ.

სტატისტიკას გადავხედეთ და ბოლო ორ ტურში ორი გოლი არა ადგილობრივმა, არამედ თბილისელმა ლაშა ქებაძემ გაიტანა.

გელა სანაია, ''სამტრედიას'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი: ''სამტრედიელი ფეხბურთელების მოყვანა მინდოდა, მაგრამ უმაღლესში გამოსადეგი ათი ფეხბურთელი ვერ მოვძებნე. სამი ბათუმის ''დინამოშია'' და კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, ორიც ქუთაისის ''ტორპედოშია'' და არც მათ გამოუშვებდნენ. ''სამტრედიას'' უმაღლესში ათი წელი არ უთამაშია და ეს დიდი წყვეტა ადგილობრივ კადრებზე და საფეხბურთო სკოლების მუშაობაზეც აისახა. ასე რომ, ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ იყო დამოკიდებული.''

გუშინ რედაქციაში ''სამტრედიას'' პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილიც დაგვიკავშირდა: ''გავეცანი პრესკონფერენციაზე ბატონი ზვიადის ნათქვამს და აშკარაა, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. სიჭინავასთან პოლემიკა არ მინდა, რადგან გაჭირვების დროს შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა, მაგრამ არასწორი ფაქტები მოიხმო: ''სამტრედიაში'' 1200 ლარს არათუ ჩამოყვანილი, საერთოდ არავინ არ იღებს. ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს 1000 ლარს ვუხდიდით, ოთხს - 700-700 ლარს, დანარჩენებს კი - 600, 500, 400, 300 და რამდენიმეს 100 ლარსაც კი.

რაც შეეხება ხელმძღვანელის დიდი ხელფას - მე 500 ლარს ვიღებ. სულ სახელფასო ფონდი 23500 ლარია, საიდანაც 4700 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით ვიხდით. არა მგონია, ეს დიდი სახელფასო ფონდი და ხელფასები იყოს. ამის დამადასტურებელ უწყისს რედაქციაში აუცილებლად გამოგიგზავნით, გულშემატკივარი ჩემს სიმართლეში რომ დარწმუნდეს.

ჩამოსულებს რაც შეეხებათ: ასეთი 12 ფეხბურთელი გვყავს, უფრო ნაკლები, ვიდრე ''ზესტაფონს'', მაგრამ რომელი ქართული კლუბი იტყვის უარს ამ კლუბის არაზესტაფონელ მოთამაშეებზე? მეც მირჩევნია სამტრედიელი ფეხბურთელები ვათამაშოთ, მაგრამ 1000 და 700 ლარით ''ტორპედოდან'' თოდუასა და მიგინეიშვილს, ''ჯენოდან'' კი კალაძეს ნაღდად ვერ ჩამოვიყვან.

და რაც მთავარია: ''სამტრედიამ'' პირველ ლიგაში ბევრად მდიდარ კლუბებს სწორედ გამართული მენეჯმენტის წყალობით ვაჯობეთ და უმაღლესში ამის წყალობით გადავედით. იქ კი პირველივე სეზონში მეექვსე ადგილი დავიკავეთ, როდესაც ჩვენ ყველაზე მწირი ბიუჯეტი, სულ რაღაც 341 ათასი ლარი გვქონდა. არა მგონია, ეს არასწორი მენეჯმენტის შედეგი ყოფილიყო''.

japaneze
ორი სეზონის წინ, ზვიად სიჭინავა პირველ ლიგის "ბაიას" პრეზიდენტი იყო. იმავე ლიგაში გამოდიოდა "სამტრედია", რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით იმდენი იყო (175 ათასი ლარი), რამდენსაც ზუგდიდური კლუბის პრეზიდენტი სიჭინავა "ბაიას" მაშინდელი მთავარ მწვრთნელ გერმანელ ცანკერს უხდიდა - თვეში 8 ათასი ევროს, ანუ წელიწადში 96 ათასს, რაც იმ დროსითვის დაახლოებით 180 ათასი ლარი იყო. ცხადია, ზუგდიდელთა ბიუჯეტი,"სამტრედიისას" ბევრად აღემატებოდა. მაშინ "ბაია" პირველ ლიგაში ჩარჩა, "სამტრედია" კი, რომლის პრეზიდენტიც მასინ იგივე ადეიშვილი გახლდათ, უმაღლესში გადავიდა. ამ ყველაფრის შემდეგ სიჭინავამ ადეიშვილის მენეჯმენტზე არ უნდა ილაპარაკოს.
baraka
რა არასწორ მენეჯმენტზეა ლაპარაკი??? სადაც ფული არაა იქ რა მენეჯმენტზეა საუბარი. 1200 ლარს რო დიდ თანხას ეძახიან ნეტა მაგას და მის მოადგილეებს რამდენი აქვთ ხელფასი???
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა