ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ოქლენდში სეზონი შეაჯამა
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ოქლენდში სეზონი შეაჯამა. საოცარია, მაგრამ ახალზელანდიელებმა წლის საუკეთესო მოთამაშედ მესამეხაზელი, რვა ნომერი კირან რიდი დაასახელეს. უცნაური კი ისაა, რომ ახალზელანდიელებმა ის IRB-ს მიერ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეზე რიჩი მაკქოუზე წინ დააყენეს.

25 წლის რიდს, რომელმაც წლევანდელი სეზონი მართლაც შესანიშნავად ჩაატარა, გამოკითხვაში კონკურენციას სწორედ მაკქოუ და მეორეხაზელი ბრედ თორნი უწევდნენ.

საუკეთესო ქალი მორაგბის ნომინაციაში ახალზელანდიელთა და IRB-ს ვერსიები დაემთხვა. კარლა ჰოჰეპას კონკურენტი არ ჰყავდა.

საკმაოდ უცნაური ჩანს საუკეთესო მწვრთნელად გორდონ თითჯენსის არჩევაც, რომელმაც ახალი ზელანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრებს კეთილი ნების თამაშები მოაგებინა. თითჯენსი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ გრემ ჰენრის ამჯობინეს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ოლ ბლექსმა" ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ ლიაკი მოლი დაასახელეს, კურტ ბეიკერი კი ყველაზე ძლიერ მეშვიდკაცედ აღიარეს. ახალზელანდიური რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური ჯილდო გადასცეს მხცოვან ტელეკომენტატორ ქის ქვინანს.

დაჯილდოებისას არ დავიწყებიათ რიჩი მაკქოუსა და მალილი მულიაინას მიერ დამყარებული რეკორდიც. მათ ეროვნულ ნაკრებში 94-94 კეპი დაუგროვდათ.

ზე 14-ის გათამაშების საუკეთესო ახალზელანდიელ მორაგბედ ცხრა ნომერი ელბი მეთიუსონი აღიარეს. მაორებს შორის კი პირველობა არავის დაუთმო ჰოსე გეარმა. ყველაზე ობიექტურ არბიტრად ბრაის ლოურენსი დაასახელეს.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა