ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თოვლით დაფარული კალჩო

თოვლით დაფარული კალჩო

სერია A: უამინდობის გამო იტალიაში აეროპორტები გაჩერებულია და გუნდებს ავტობუსებით უწევთ გადაადგილება

XVII ტურით სერია A 2010 წელს გამოეთხოვება და 6 იანვრამდე შესვენებაზე გავა. თავშივე ვთქვათ, რომ "ინტერი" ამჯერადაც გამოტოვებს თავის პაექრობას - მილანური გრანდი საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობს, სადაც პირველი ეტაპი უპრობლემოდ გადალახა. "ინტერს" "ფიორენტინასთან" უწევდა გასვლითი პაექრობა, ასე რომ, წელი ფლორენციელებისთვისაც დასრულებულად უნდა გამოვაცხადოთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა იტალიაში გადაუღებლად თოვს, რაც შესაძლოა თამაშების გადადების მიზეზი გახდეს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, "ინტერის" და "ფიორენტინას" ბედი სხვა გუნდებმაც გაიზიარონ. უამინდობის გამო ლომბარდიის, პიემონტის, ტოსკანის და რომის აეროპორტები გაჩერებულია და გუნდებს ავტობუსებით უწევთ გადაადგილება. ტრადიციულად, დაგეგმილი ტურის წინასიტყვაობას შემოგთავაზებთ და თუ რომელიმე, ან სულაც რამდენიმე შეხვედრა გადაიდო, არც ეს გამოგვრჩება.

ცენტრალური მატჩი

ტურის ცენტრალური პაექრობა "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "რომას" უმასპინძლებს. გუნდები დანაკლისით ხვდებიან თამაშს, განსაკუთრებით ეს მილანურ გრანდზე ითქმის. მასიმილიანო ალეგრის ძირითადი შემადგენლობის ოთხი-ხუთი ფეხბურთელის გარეშე უწევს ფონს გასვლა. მართალია, "მილანის" დარ გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი პირობითი ცნებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ალეშანდრე პატოს, ჯანლუკა ძამბროტას, ტიაგო სილვას და მატიო ფლამინის გარეშე უფრო რთულია დასახული ამოცანების მიღწევა. ამოცანა კი "მილანს" მაქსიმალური აქვს: ზოგადად სკუდეტო, "რომასთან" პაექრობაში კი სამი ქულა. ალეგრის თქმით, უკვე მიეჩვია წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ასპარეზობას და მათ გარეშე შეეცდება წარმატების მიღწევას.

პრესასთან აქტიურად ურთიერთობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც საშობაოდ სამი სურვილი ჩაუთქვა. თუ რა სურვილებზეა საუბარი, ამას მისი კომენტარიდან შეიტყობთ: "აქამდე არ მითქვამს და უნდა ვაღიარო, რომ არსად ისე კარგად არ მიგრძვნია თავი, როგორც "მილანში". შესანიშნავ ატმოსფეროში მიწევს ვარჯიში და მსურს, აქ რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე. სამი საშობაო სურვილი? ერთი აუცილებლად ჩემპიონთა თასი, მეორე სკუდეტო და მესამე იტალიის თასი - აი, ეს სამი სურვილი მაქვს".

"რომას" ბანაკში ერთი სურვილი აქვთ: იქნებ თამაშამდე მირკო ვუჩინიჩი მომჯობინდეს. ბოლო ინფორმაციით, ჩერნოგორიელი ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას და შესაბამისად, "მილანის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მიუხედავად ამისა, კლაუდიო რანიერი დარწმუნებულია, რომ "სან სიროდან" ხელცარიელი არ დაბრუნდება.

რანიერი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, მარკო ბორიელოს გაამწესებს. თავდამსხმელთა უკან ჟერემი მენეზი ითამაშებს. "რომას" დანიელე დე როსი უბრუნდება და მოკლედ, თუ ვუჩინიჩის ტრავმას არ ჩავთვლით, დედაქალაქელები ლომბარდიაში ოპტიმალური შემადგენლობით ჩადიან. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

30-ქულიანები

ისე მოხდა, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე მყოფ გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ. საინტერესოა, ვინ რომელ ადგილზე შეხვდება შობა-ახალწელიწადს.

"იუვენტუსს" ვერონაში უწევს ჩასვლა, სადაც კერკეტ "კიევოს" შეეტოქება". "ლაციოსთან" გამარჯვების შემდეგ, ლუიჯი დელ ნერი შესანიშნავ განწყობაზეა და მიიჩნევს, რომ სამი ქულა ვერონაშიც მის გუნდს დარჩება. არადა, ტურინულ გრანდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: დაშავებულ ფეხბურთელებს დისკვალიფიცირებული ფელიპე მელოც დაემატა. შეტევის წინა ხაზზე ალესანდრო დელ პიეროს ვიხილავთ, ვისაც ფაბიო კვალიარელა შეუწყვილდება. დანაკლისი "კიევოსაც" აქვს, თუმცა ვერონელები იმუქრებიან, "იუვეს" კუდით ქვას ვასროლინებთო. ვნახოთ.

ტურინში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, "ლაციო" "უდინეზესთან" აპირებს გულის მოოხებას. ედუარდო რეია მთავარ დამრტყმელ ძალას, სერჯო ფლოკარის მოისაკლისებს, ვის ნაცვლადაც ძირითად შემადგენლობაში ტომაზო როკი მოიაზრება. ვეტერან ფორვარდს ერნანესი, მაურო სარატე და სტეფანო მაური მოამარაგებენ გადაცემებით. "უდინეზე" შესანიშნავ ფორმაშია, რაც გასულ ტურში "ფიორენტინას" დამარცხებით დაამტკიცა. სეზონის სტარტზე ანტონიო დი ნატალე მოიკოჭლებდა, თუმცა შემდეგ გაიხსნა, ჩვეულად ათამაშდა და ეს გუნდის შედეგებსაც დაეტყო. წესით, "უდინეზემ" "ლაციოსაც" დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

"ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" მიიღებს. ფავორიტი ვალტერ მაძარის სამწყსოა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს - ერთი, რომ "ნაპოლია" შესანიშნავ ფორმაში და მეორე, "ლეჩე" არ ვარგა არაფრად. თუმცა, ნეაპოლელთა თავკაცი ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - დისკვალიფიკაციის გამო, ძირითადი შემადგენლობის სამ მცველს ვერ დაიხმარს: არონიკას, კამპანიაროს და კანავაროს. ვნახოთ, რა გამოსავალს მოძებნის მაძარი.

გენუური დერბი

ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დერბი არა მარტო იტალიაში, მთელი ევროპის მასშტაბით. "სტადიო მარასი" აუცილებლად გაივსება და ტრიბუნებზე დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს. ორივე გუნდი ცხრილის შუაგულშია მოქცეული, თუმცა ასეთ თამაშებში სატურნირო მდგომარეობას დიდი მნიშშვნელობა არ ენიჭება. სამწუხაროდ, დერბის გამოტოვება მოუწევს კახა კალაძეს, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმირებულია და მომდევნო წლიდან დაუბრუნდება მოედანს. "ჯენოას" თავკაცი დავიდე ბალარდინი 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ლუკა ტონის გაამწესებს.

დიდი სამზადისია "სამპდორიას" ბანაკშიც. გავრცელებული ინფორმაცია ანტონიო კასანოს გუნდში დაბრუნების შესახებ ჯერჯერობით საქმედ არ ქცეულა - კასანო განაცხადში არ შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წლამდე მოედანზე ვეღარც ვიხილავთ. ჯამპაოლო პაცინის კვლავაც მარილუნგო შეუწყვილდება და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს.

დღეს:

ჩეზენა-კალიარი 21.00

დისკვალიფიკაცია: ნენე (კალიარი).

ტრავმა: პიანჯერელი (ჩეზენა).

მილანი-რომა 23.45

ტრავმა: პატო, ინძაგი, ოდუამანდი, ფლამინი, ტიაგო სილვა, ძამბროტა – ვუჩინიჩი, ლობონტი.

ხვალ:

ლაციო-უდინეზე 15.30

დისკვალიფიკაცია: ბროკი (ლაციო).

ტრავმა: ფლოკარი, მეგნი, გარიდო, რადუ – ფერონეტი, ბასტა.

ბარი-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: კამოციერი (პალერმო).

ტრავმა: ჟილე, გეზალი, ს. მაზიელო, კასტილო, ალკმირონი, ალვარესი – ერნანდესი, დარმიანი, მილიაჩო.

კიევო-იუვენტუსი 18.00

დისკვალიფიკაცია: რიგონი – ფელიპე მელო.

ტრავმა: თერეუ, მორერო – ბუფონი, მოტა, რინაუდო, დე ჩელიე, მარტინესი, ამაური.

კატანია-ბრეშა 18.00

დისკვალიფიკაცია: მორიმოტო, მარტინიო – ძებინა.

ტრავმა: აუგუსტინი, მასკარა, სპოლი, ლიამა, ალვარესი, ბიაჯანტი – კარაჩოლო, კორდოვა.

ნაპოლი-ლეჩე 18.00

დისკვალიფიკაცია: კამპანიარო, არონიკა, კანავარო, პაციენცა – ჩევანტონი.

ტრავმა: ჯანელო, ლუკარელი, ლავეცი – მუნარი, ჯულიატო, ფერარიო, რეგინიუსენი, დი მიკელე.

პარმა-ბოლონია 18.00

დისკვალიფიკაცია: მუდინგაი (ბოლონია).

ტრავმა: მარკესი, პალოსკი, გალოპა, ანტონელი – პერესი, მუტარელი.

სამპდორია-ჯენოა 18.00

ტრავმა: გასტალდელო, ძაური, სემიოლი, ობიანგი – სკული, კალაძე, პალასიო.

ფიორენტინა-ინტერი გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 16 11 3 2 29-12 36

2. იუვენტუსი 16 8 6 2 31-16 30

3. ნაპოლი 16 9 3 4 25-17 30

4. ლაციო 16 9 3 4 21-14 30

5. პალერმო 16 8 2 6 28-21 26

6. რომა 16 7 5 4 21-20 26

7. ინტერი 15 6 5 4 20-14 23

8. სამპდორია 16 5 8 3 18-13 23

9. უდინეზე 16 7 2 7 19-18 23

10. ჯენოა 16 6 3 7 13-15 21

11. კალიარი 16 5 5 6 19-15 20

12. კიევო 16 5 5 6 18-18 20

13. ფიორენტინა 16 5 4 7 16-17 19

14. ბოლონია 16 5 5 6 16-23 19

15. კატანია 16 4 6 6 13-18 18

16. პარმა 16 4 6 6 14-20 18

17. ბრეშა 16 4 3 9 12-19 15

18. ლეჩე 16 4 3 9 16-33 15

19. ჩეზენა 15 3 3 9 10-20 12

20. ბარი 16 2 4 10 10-25 10

ბომბარდირები: 10 – დი ნატალე; 9 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი; 8 - მატრი (კალიარი), დი ვაიო (ბოლონია), კვალიარელა (იუვენტუსი).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა