ხვალ ამსტერდამში "აიაქსი" როტერდამის "ფეიენოორდს" მასპინძლობს, ეს კი ჰოლანდიური დაპირისპირების კლასიკაა

"დე კლასიეკერი" ანუ "კლასიკო" ამჯერად ჰოლანდიაში გველის - ამ თამაშზე მეტი სატურნირო დატვირთვა ერედივიზიეში, თუნდაც "ეინდჰოვენისა" და "როდას" წყვილს აქვს, მაგრამ მხოლოდ ჰოლანდიურ ფეხბურთთან (და ზოგადად ფეხბურთთანაც) შორს მყოფმა შეიძლება გაიკვირვოს, რატომ გამოვარჩიეთ ევროპის ხუთ ჩემპიონატში სწორედ ეს დაპირისპირება: ხვალ ამსტერდამში "აიაქსი" როტერდამის "ფეიენოორდს" მასპინძლობს, ეს კი ჰოლანდიური დაპირისპირების კლასიკაა.

1997 წლიდან მოყოლებული ამ ორი გუნდის ჯახი განსაკუთრებით საშიში გახდა გულშემატკივართა უსაფრთხოებისთვის. მაშინ ბევერვიკში "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" გულშემატკივართა ორმა დიდმა დაჯგუფებამ იჩხუბა, რის გამოც ამსტერდამელთა ერთ-ერთი ფანი გარდაიცვალა. 2009 წლის შეთანხმებით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში "დე კლასიეკერზე" სტუმართა გუნდის ფანები არ ივლიან, რათა თავიდან დიდი დაპირისპირებები აიცილონ. 163 მატჩიდან "აიაქსმა" 72 მოიგო, "ფეიენოორდმა" - 53, 38 შეხვედრა ფრედ დასრულდა. I წრეში როტერდამში ამსტერდამელებმა 2:1 იმარჯვეს.

დღეს ამ ორ გუნდს სულ სხვადასხვა ამოცანები აქვს გადასაჭრელი. მართალია, არც "აიაქსს" ულხინს (მხოლოდ მე-4 ადგილზეა, თუმცა ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება), მაგრამ "ფეიენოორდის" მდგომარეობას კატასტროფული ეთქმის - როტერდამელებს 20 ქულით მე-13 ადგილი უკავიათ. "გოდენზონენი" (ასე უწოდებენ "აიაქსს" ჰოლანდიაში) პირველ "კლასიკოს" ითამაშებს ფრანკ დე ბურის თავკაცობით. 10 დღეზე მეტი არაა, რაც ფრანკმა მარტინ იოლისგან რთული მემკვიდრეობა მიიღო, თუმცა ხელი უკვე დაატყო "აიაქსს". მან შანსი ახალგაზრდებს მისცა და მათაც გაუმართლეს. განსაკუთრებით, ეს დანიის ნაკრების წევრ კრისტიან ერიქსენზე (18 წლის) ითქმის. სათამაშო დრო ლორენცო ებეკილიომ (18 წლის) და არას იოზბილიზმაც (20 წლის) მიიღეს. "აიაქსი" ვერ დაუშვებს ქულების დაკარგვას "ფეიენოორდთან".

როტერდამელებმა სეზონის წინ გამოცდილ ფეხბურთელთა მთელი კოჰორტა (მაკაი, ვან ბრონკჰორსტი, ლანდზაატი, ჰოფლანდი) დაკარგა. ამ გუნდისგან საჩემპიონო ამბიციას არ ელოდნენ, მაგრამ - არც ასეთ ჩავარდნას. ფაქტობრივად, "ფეიენოორდს" 18 წლის ლუკ კასტენიუსი "ქაჩავს", ფრანგული წარმოშობის ფორვარდი, რომელსაც უკვე უწოდეს "ახალი ანრი".

დე ბურის ამოცანას ართულებს ტრავმიანობა, კვირას ვერ ითამაშებენ კენეტ ვერმეერი, ფლორიან იოზეფზოონი და ნიკოლას ლოდეირო. გუნდის ბომბარდირი მუნირ ელ ჰამდაუი გრიპს ებრძვის და მისი თამაშიც საეჭვოა, მეორე ფორვარდი ლუის სუარესი კი დისკვალიფიცირებულია. პრობლემების ნაკლებობას არც "მარიოდონა", ანუ მარიო ბეენი უჩივის - "ფეიენოორდის" თავკაცს არ ეყოლება: იონ დალ ტომასონი, სეკუ სისე, დანი ფერნანდესი, ბარტ სხენკეველდი და კამო მოკოტჯო.

ჰოლანდია. ერედივიზიე. XIX ტურის წინ

დღეს

ჰერენვეენი-დე გრაფსხააპი 21:45

ბრედა-ვიტესი 22:45

ექსელსიორი-გრონინგენი 22:45

დენ ჰააგი-ვილემ II 23:45

ხვალ

აიაქსი-ფეიენოორდი 15:30

ალკმაარი-ნიიმეგენი 17:30

პსვ-როდა 17:30

ვენლო-უტრეხტი 17:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსვ 18 11 5 2 50-18 38

2. ტვენტე 18 11 4 3 35-21 37

3. გრონინგენი 18 11 3 4 35-22 36

4. აიაქსი 18 10 5 3 37-17 35

5. როდა 18 8 8 2 31-21 32

6. ალკმაარი 18 9 5 4 25-18 32

7. ბრედა 18 9 2 7 28-27 28

8. ჰერენვეენი 18 7 6 5 36-26 27

9. უტრეხტი 18 8 2 8 30-26 26

10. დენ ჰააგი 18 7 5 6 29-29 26

11. ნიიმეგენი 18 6 5 7 31-33 23

12. დე გრააფსხაპი 18 5 6 7 21-33 21

13. ფეიენოორდი 18 5 5 8 23-33 20

14. ჰერაკლესი 18 5 4 9 30-34 19

15. ვიტესი 18 4 5 9 20-32 17

16. ექსელსიორი 18 4 3 11 20-34 15

17. ვენლო 18 3 1 14 17-40 10

18. ვილემ II 18 0 4 14 15-49 4

ბომბარდირები: 13 - ვლემინქსი (ნიიმეგენი); 11 - ელ ჰამდაუი (აიაქსი), ტოივონენი (პსვ), ვან ვოლფსვინკელი (უტრეხტი), ბულიკინი (დენ ჰააგი); 10 - მატავჟი (გრონინგენი).

ბელგია. ჟუპილერლიგა. XX ტურის წინ

დღეს

ვეპენი-შარლერუა 23:00

ლიერსი-გენკი 23:00

ლოკერენი-სერკლი 23:00

სენტ ტრუიდენი-მეხელენი 23:00

ვარეგემი-ვესტერლო 23:00

ხვალ

ბრიუგე-ანდერლეხტი 16:00

ჟერმინალი-გენტი 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. გენკი 19 13 3 3 50-18 42

2. ანდერლეხტი 19 12 5 2 38-14 41

3. გენტი 19 12 2 5 39-28 38

4. სტანდარდი 19 10 3 6 37-24 33

5. ლოკერენი 18 9 6 3 28-22 33

6. ბრიუგე 19 9 3 7 38-27 30

7 კორტრიიკი 18 8 3 7 22-19 27

8. მეხელენი 17 7 5 5 22-21 26

9. სერკლი 18 7 5 6 21-25 26

10. ვესტერლო 19 6 7 6 25-26 25

11. ვარეგემი 19 5 9 5 28-24 24

12. სტანდარდი 19 6 2 11 14-35 20

13. ჟერმინალი 19 3 6 10 12-28 15

14. ვეპენი 18 3 3 12 21-37 12

15. ლიერსი 18 1 6 11 14-37 9

16. შარლერუა 18 1 4 13 12-36 7

ბომბარდირები: 16 - ვოსენი (გენკი); 12 - ვარგასი (ბრიუგე); 9 - კარსელა გონსალესი (სტანდარდი).

პორტუგალია. ლიგა საგრეში. XIV ტურის წინ

დღეს

ბენფიკა-რიუ ავე 21:00

ბეირა მარი-გიმარაეში 23:15

ხვალ

მარიტიმუ-პორტიმონენშე 20:00

ნავალი-ლეირია 20:00

ოლანენშე-ნასიონალი 22:00

ფერეირა-პორტუ 00:15

ზეგ

სეტუბალი-სპორტინგი 23:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 13 11 2 0 29-5 35

2. ბენფიკა 13 9 0 4 22-12 27

3. სპორტიგი 13 6 4 3 17-13 22

4. გიმარაეში 13 6 4 3 17-14 22

5. ლეირია 13 6 3 4 14-14 21

6. ნასიონალი 13 6 2 5 14-15 20

7. აკადემიკა 13 5 3 5 20-20 18

8. ბრაგა 13 5 2 6 20-19 17

9. ბეირა მარი 13 3 7 3 14-16 16

10. მარიტიმუ 13 3 6 4 12-9 15

11. ოლანენშე 13 3 6 4 11-13 15

12. ფერეირა 13 3 6 4 12-15 15

13. რიუ ავე 13 3 5 5 13-15 14

14. სეტუბალი 13 3 4 6 8-14 13

15. პორტიმონენშე 13 2 2 9 12-24 8

16. ნავალი 13 1 2 10 7-24 5

ბომბარდირები: 12 - ჰალკი (პორტუ); 8 - კარლაუ (ლეირია); 7 - მ. ფიდალგო (აკადემიკა), ჟ. ტომაში (რიუ ავე), ფალკაო (პორტუ).

თურქეთი. სუპერლიგა. XVII ტურის წინ

დღეს

კაისერი-ბუკა 16:00

გენჩლერბირლიგი-ბურსა 18:00

ანთალია-ანკარაგიუჯუ 19:00

ფენერბაჰჩე-სივასი 21:00

ხვალ

მანიშა-ბუიუქშეჰირი 16:00

კონია-გალათასარაი 18:00

კასიმფაშა-ესკიშეჰირი 19:00

ბეშიქთაში-გაზიანთეპი 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ტრაბზონი 16 12 3 1 37-10 39

2. ბურსა 16 10 4 2 27-11 34

3. ფენერბაჰჩე 16 9 3 4 39-21 30

4. კაისერი 16 8 5 3 20-12 29

5. ბეშიქთაში 16 8 3 5 24-17 27

6. კარაბიუკი 16 7 3 6 28-24 24

7. ბუიუქშეჰირი 16 7 2 7 20-17 23

8. გაზიანთეპი 16 6 5 5 14-14 23

9. ანთალია 16 6 4 6 17-20 22

10. გალათასარაი 16 6 2 8 18-21 20

11. ანკარაგიუჯუ 16 5 5 6 22-27 20

12. ესკიშეჰირი 16 4 7 5 15-17 19

13. მანიშა 16 6 1 9 21-25 19

14. გენჩლერბირლ. 16 4 5 7 15-23 17

15. სივასი 16 3 6 7 17-31 15

16. კონია 16 3 5 8 17-26 14

17. ბუკა 16 2 6 8 9-21 12

18. კასიმფაშა 16 1 5 10 14-37 8

ბომბარდირები: 12 - ემენიკე (კარაბიუკი); 11 - ალექსი (ფენერბაჰჩე); 9 - ნიანგი (ფენერბაჰჩე).

საბერძნეთი. სუპერლიგა. XV ტურის წინ

დღეს

ერგოტელისი-პანსერაიკოსი 19:15

კავალა-ატრომიტოსი 19:15

პანიონიოსი-ასტერასი 19:15

პანათინაიკოსი-ვოლოსი 21:30

ხვალ

არისი-ქსანთი 17:00

კერკირა-პაოკ 17:00

ირაკლისი-აეკ 19:15

ლარისა-ოლიმპიაკოსი 21:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ოლიმპიაკოსი 14 11 0 3 28-7 33

2. პანათინაიკოსი 14 9 4 1 23-10 31

3. პაოკ 14 7 2 5 15-14 23

4. აეკ 14 7 2 5 23-14 23

5. არისი 14 6 2 6 10-11 20

6. კავალა 14 5 5 4 14-12 20

7. ქსანთი 14 4 6 4 13-16 18

8. ერგოტელისი 14 5 2 7 14-19 17

9. ვოლოსი 14 3 8 3 15-15 17

10. ირაკლისი 14 3 7 4 11-13 16

11. კერკირა 14 4 4 6 12-17 16

12. ატრომიტოსი 14 3 6 5 13-17 15

13. პანსერაიკოსი 14 4 3 7 12-18 15

14. ასტერასი 14 3 6 5 10-14 15

15. პანიონიოსი 14 4 2 8 9-18 14

16. ლარისა 14 2 5 7 10-17 11

ბომბარდირები: 13 - ჯ. სისე (პანათინაიკოსი); 8 - ონვუაჩი (კავალა), მირალიაში (ოლიმპიაკოსი).

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა