ბოლნისის "სიონის" თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე სეზონის მეორე ნახევარს ქუთათურების გუნდში გააგრძელებს

სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და გუნდებიც შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას შეუდგნენ. უმაღლესში დაბრუნებულმა ქუთაისის "ტორპედომ" ერთი ფეხბურთელი უკვე დაიბევა - ბოლნისის "სიონის" თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე სეზონს ქუთათურების გუნდში განაახლებს.

"ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ყველაფერზე შევუთანხმდი. კონტრაქტს ამ დღეებში გავაფორმებ და სეზონს ახალ გუნდში ჩავამთავრებ, მერე კი ვნახოთ. "ტორპედო" ამბიციური გუნდია და მინდა, ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ჩემი წვლილიც შევიტანო", - გვითხრა რევაზ გოცირიძემ.

გავიგეთ ისიც, რომ იმერული კლუბის მესვეურებს თავდასხმის გარდა, სხვა პოზიციებზეც სურთ გუნდის გაძლიერება. კერძოდ, ნახევარდაცვაში "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილის დამატება უნდათ. დაცვის დასამატებლად კი ასევე "ვეტერინართა" კლუბის ორ ფეხბურთელს, ცენტრალურ მცველ გურამ ადამაძესა და მარჯვენაფლანგელ დავით ხურცილავას დაადგეს თვალი. ეგაა, კლიმიაშვილს გალეგიონერება აქვს გადაწყვეტილი და ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, უკრაინულ ან ბელგიურ კლუბში ვიხილოთ. თუმცა, თუ ქუთაისელები გააქტიურდნენ, არ არის გამორიცხული, ირაკლიმ "ტორპედოს" მაისური მოირგოს.

"ვიტ ჯორჯია" ვახსენეთ და, ამ კლუბის მიერ შეგულებულ ერთ ფეხბურთელზეც გეტყვით. "ვეტერინარებს" პირველი ლიგის ლიდერი მარტვილის "მერანის" ტანმაღალი ფორვარდი ლაშა კუჭუხიძე აინტერესებთ. ზოგი ვერსიის თანახმად, 18 წლის კუჭუხიძესთან "ვიტ ჯორჯიამ" უკვე გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ კლუბის სპორტულმა დირექტორმა დავით თავართქილაძემ გვითხრა, რომ მარტვილელთა თავდამსხმელთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

gabro
კლიმიაშვილი გვინდააააააა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა