საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კოჭის ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და "ვირტუსის" მწვრთნელს მისი იმედი აქვს

კოჭის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ თითქმის ერთი თვე დაისვენა. მან ვარჯიში ამ კვირას განაახლა და "ვირტუსის" მწვრთნელს, ლარდო ლინოს იმედი აქვს, რომ კვირას იტალიის ჩემპიონატის მატჩშიც დაეხმარება. 19 დეკემბერს ბოლონიელებს საპასუხისმგებლო შეხვედრა ელით - ვიცე-ჩემპიონ "მილანს" უმასპინძლებენ.

გუშინ სანიკიძეს გაზეთ "ბასკეტნეტის" ჟურნალისტი ესაუბრა. ვფიქრობთ, ინტერვიუ ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

- ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

- ყველაფერი წესრიგშია, თუმცა ჯერ ყველა ვარჯიშს ვერ ვასრულებ. დღითი დღე მეტად ვიტვირთები... ტკივილს არ ვგრძნობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. სათამაშოდაც მზად ვარ, კვირას "მილანის" წინააღმდეგ მოედანზე მიხილავთ.

- სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით მეტოქე თქვენზე ძლიერია.

- რთული მატჩი გველის. "ვირტუსი" ახალგაზრდა გუნდია, "მილანი" კი ევროლიგაზეც წარმატებით თამაშობს და სათადარიგოთა გრძელი სკამიც აქვს. მას ერთი კაცის გამოკლება ნამდვილად არ დაეტყობა. ვთქვი, რომ მატჩისთვის მზად ვარ, მაგრამ ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რით დავეხმარები გუნდს. ცხადია, თითოეული ჩემი თანაგუნდელი მოედანზე გამარჯვებისთვის გავა.

- ერთი თვეა, რაც მკურნალობთ. ამ დროში "ვირტუსმა" 3 მატჩი წააგო და ერთი მოიგო. გუნდს რა აკლია?

- ტრავმირებული კალათბურთელები. ჩემს გარდა ვერ თამაშობს უინსტონი, რომელიც "ვირტუსისთვის" დიდი ძალაა. წაგების გასამართლებლად ტრავმირებულების ჩამოთვლა არ გამოდგება, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ერთიანი ორგანიზმია და თითოეული კალათბურთელი გუნდისთვის ღირებულია.

- ბოლო ტურში "ვირტუსმა" "სისარი" სტუმრად დაამარცხა.

- ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, ნებისმიერი კალათბურთელი გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას. "სისარისთან" მატჩისთვის გუნდმა სათანადოდ კონცენტრირება მოახერხა და დაცვაში კარგი თამაშის წყალობით გაიმარჯვა კიდეც. ბოლო მატჩში ამოროზოსა და ჰოუმანს გამოვარჩევდი.

- ჰოუმანი ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

- იგი კარგი კალათბურთელია. საკუთარი ფიზიკური სიძლიერის გამოყენება ბევრ მოთამაშეზე უკეთესად შეუძლია. მან "სისარიში" 21 ქულა ჩააგდო. ამით ყველაფერი ნათქვამია.

შეგახსენებთ, რომ ჰოუმანს ბულგარეთის მოქალაქეობა აქვს, ამ ზაფხულს ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა ბულგარელთა თავკაცი როსენ ბარჩოვსკი უპირატესობას მეორე ნატურალიზებულს, ერლ კალუეის ანიჭებდა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა