რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, "დინამოს" ისევ კახა კაჭარავა გაწვრთნის, დუბლებში კი "ოლიმპიდან" წამოსული მუმლაძე იმუშავებს

დღეს თბილისის "დინამო" ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს - ერთთვიანი პაუზის შემდეგ კახა კაჭარავა პოსტზე ბრუნდება. ასეთია "დინამოს" ახალი მეპატრონის, რომან ფიფიას გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს კლუბის გადაფორმებაზე დაელაპარაკა.

კაჭარავა კლუბში 2002 წლიდან მუშაობს: 2002-03 წლებში "დინამოს" აკადემიაში მომავალ თაობებს ზრდიდა. ერთი წლის შემდეგ (2003-2004 წლებში თბილისის "ლოკომოტივს" წვრთნიდა), 2004 წელს "დინამო 2" ჩაიბარა, სადაც 2006-მდე მუშაობდა, სანამ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის დუშან უჰრინის ასისტენტად არ დაინიშნა. ამავე როლში ეხმარებოდა რაინერ ცობელს. 2009 წლის მარტში გერმანელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ კაჭარავა "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

2010 წლის 10 ნოემბერს კაჭარავამ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა "დინამოში" საქმიანობა სპორტულ კოორდინატორად განაგრძო და "დინამოს" ყველა გუნდის ზედამხედველობა დაევალა. ამავდროულად, ნაკრები გუნდების გაერთიანებულ შტაბში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ინიციატივით მიიწვიეს.

დღეს, 12 საათზე დიღმის ბაზაზე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და კაჭარავას მთავარ მწვრთნელად წარადგენენ. თუმცა ეს ამბავი გულშემატკივრისთვის სიახლე არ იქნება. ჩვენ კი სხვა, უცნობი ამბები შევიტყვეთ, გადავამოწმეთ და დადასტურებულს გაგაცნობთ.

კლუბში დაბრუნება რომ გადაწყვიტა, კაჭარავამ დუბლების მწვრთნელობა რუსთავის "ოლიმპიდან" მცირე ხნის წინ გათავისუფლებულ რამაზ მუმლაძეს შესთავაზა. მუმლაძეს რუსთავში თამაში არ ჰქონდა წაგებული და აუხსნელი მიზეზის გამო დაითხოვეს. თუმცა მისი პროფესიონალიზმი დაუფასებელი არ დარჩა და "დინამოს" ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. წლების წინ მუმლაძე სწორედ "დინამოს" დუბლშემადგენლობას ავარჯიშებდა, შემდეგ კი - ამ გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბებულ "თბილისს", რომელმაც უმაღლეს ლიგაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი წარმოაჩინა.

ამდენად, მუმლაძემ წლეულს თავისდა უნებურად სამწვრთნელო რეკორდი დაამყარა - 2010 წლის განმავლობაში მეოთხე კლუბში იმუშავებს. თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" წამოსულმა წელი რეგიონალლიგის "ავაზა-ვისოლის" მთავარ მწვრთნელად დაიწყო, 2 ივნისს ქუთაისის "ტორპედოში" წარადგინეს, რომელიც 24 სექტემბერს საკუთარი ნებით დატოვა, 10 ოქტომბერს კი რუსთავის "ოლიმპი" ჩააბარეს, საიდანაც რვამატჩიანი წაუგებელი სერიისთვის "მადლობა" 7 დეკემბერს გათავისუფლებით გადაუხადეს. ერთ წელიწადში ამდენი კლუბი მსოფლიოში ბევრ მწვრთნელს არ შეუცვლია.

მოსალოდნელია ცვლილებები "დინამოს" მმართველ გუნდშიც - გვითხრეს, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლში ორი კანდიდატურა განიხილება. გვარების დაუკონკრეტებლად გაგვიმხილეს, რომ ორივე წარსულში ცნობილი ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრებში უთამაშიათ, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და აქედან გამომდინარე, დაკონკრეტებას უახლოეს დღეებში შეგვპირდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა