ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლიდერი რომამ შეაჩერა

ლიდერი რომამ შეაჩერა

სერია A. XVII ტური: თამაშამდე კლაუდიო რანიერი იმუქრებოდა, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა დავამარცხო "მილანიო"

XVII ტურის ცენტრალური პაექრობა "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "რომას" უმასპინძლა და მარცხი იწვნია. დიახ, ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი და ლიდერი "ჯალოროსიმ" შეაჩერა, გუნდმა, რომელიც სკუდეტოსთვის აპირებს ბრძოლას და ამაზე დედაქალაქელები უკვე ღიად საუბრობენ. თამაშამდე კლაუდიო რანიერი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმუქრებოდა, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა დავამარცხო "მილანიო". მართლაც ცოდნია - მარკო ბორიელოს მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და "რომამ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. სიმბოლურია, რომ შედეგიანი დარტყმის ავტორი ბორიელო გახლავთ, ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში "მილანში" ასპარეზობდა. მარკო ცენტერფორვარდი იყო, გოლებიც გაჰქონდა, თუმცა მისი ზლატან იბრაჰიმოვიჩით ჩანაცვლება გულშემატკივრებმა და თუნდაც ჟურნალისტებმა ცალსახად დადებითად შეაფასეს. პრინციპში, ეს ასეც გახლავთ, რადგან ზლატანს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ გუნდი ჩემპიონატის ლიდერია და გაცილებით უფრო წარმატებით ასპარეზობს, ვიდრე გასულ სეზონში. თუმცა, კონკრეტულად შაბათის პაექრობაში ფორტუნამ ბორიელოს და მის "რომას" გაუღიმა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. მილანელებმა 14-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, მაშინ როდესაც რომაელებმა მხოლოდ ექვსჯერ სცადეს ბედი. ლომბარდიელებს პირველივე წუთებზე შეეძლოთ გოლის გატანა - რობინიო მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, კარგად აუარა გვერდი ორ მცველს და შორეულ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა სტუმართა კარის ჩარჩოს. გატანა შეეძლო ჯენარო გატუზოსაც, მრავალსვლიანი კომბინაციის ბოლო აკორდი სწორედ რინოსთვის დასარტყმელად დაგორებული პასი და მისი უზუსტო მცდელობა გახლდათ. რომაელთა კიპერი ანდრეა პირლომაც შეაწუხა, მისი დარტყმული ზუსტი კი გამოდგა, მაგრამ ნაკლებად სახიფათო. აქვე ვთქვათ, რომ პირლო პირველივე ტაიმში დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში კლარენს ზეედორფი ჩაერთო. თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა - თავისი შანსი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გაუშვა ხელიდან და ამოქმედდა პრინციპი: ვერ გაიტან, გაგიტანენ - რომაელთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ჟერემი მენეზმა მეტოქე გუნდის მარჯვენა ფრთა გაარღვია და საჯარიმოში სახიფათო დაბალი გადაცემა გააკეთა, რასაც მილანელთა საჯარიმოში დიდი არეულობა მოჰყვა - ყველაზე უკეთ ვითარებაში მარკო ბორიელო გაერკვა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

მასიმილიანო ალეგრის ისღა დარჩენოდა, რომ რონალდინიო ჩაერთო თამაშში, თუმცა წახდენილ საქმეს ვერც ბრაზილიელმა უშველა. ერთხელ კი ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, საჯარიმოში მყოფმა ბურთი აკენწლა და ვარდნაში ეფექტურად დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ყველაზე კარგი შანსი კი იბრაჰიმოვიჩმა გაატანა ქარს - სიღრმიდან გაკეთებული ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, შვედი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მისთვის უჩვეულოდ, ბურთი კარს ზემოდან გადაატარა. ეს იყო და ეს, რომაელებმა სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და შობა-ახალწელიწადს შესანიშნავ განწყობაზე შეხვდებიან.

იტალიელმა ჟურნალისტებმა "მილანი" გვარიანად გააკრიტიკეს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საკუთარ მოედანზე "იუვენტუსთანაც" წააგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილანელებს დიდი თამაშების მაღალ დონეზე ჩატარება უჭირთ. თავად ალეგრის შემდეგი პოზიცია აქვს: "დიახ, საკუთარ კედლებში "იუვესთანაც" დავმარცხდით და "რომასთანაც", მაგრამ ვფიქრობ, რომ სეზონის პირველი ნახევარი მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და კონკურენტებს მინიმუმ სამი ქულით ვუსწრებთ. რაც შეეხება "რომასთან" პაექრობას, სრულ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა არ გაგვიმართლა და ერთადერთი გოლი ჩვენს კარში გავიდა. ყურადღებით უნდა გავარჩიოთ ეს თამაში, რათა დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. იბრამ ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო პაექრობის გამოტოვება მოუწევს. არადა, სარდინიაში "კალიარის" წინააღმდეგ რთული ბრძოლის გადატანა მოგვიწევს".

კმაყოფილებას ვერ მალავდა რანიერი, რომელმაც შეგირდებიდან ადრიანო გამოყო და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "ლიდერის მისსავე მოედანზე დამარცხება ბევრს ნიშნავს და სიმართლე გითხრათ, უზომოდ გახარებული ვარ. გეთანხმებით, რომ ძირითადად თავდაცვით ვიყავით დაკავებულნი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ "მილანთან" გვქონდა ჯახი, გუნდთან, რომელიც სრულიად დამსახურებულად იმყოფება ცხრილის სათავეში. ამ გამარჯვებით კიდევ უფრო დავუახლოვდით ლიდერებს და ვფიქრობ, სკუდეტოსთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. მინდა ადრიანო შევაქო, რომელიც შესანიშნავად აკონტროლებდა ბურთს და თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა. ვფიქრობ, ახალი წლიდან ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება გუნდისთვის და მოედანზე გაცილებით მეტ დროს დაჰყოფს".

"მილანის" წაფორხიალებით "იუვენტუსმა" ვერ ისარგებლა და "კიევოსთან" გასვლით პაექობაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. ლუიჯი დელ ნერიმ გადაწყვიტა, რომ ორიგინალური გადაწყვეტილება მიეღო, ყველა უნდა გაეკვირვებინა და ძირითად შემადგენლობაში ვინმე ჯანდომატო გაამწესა. ახალგაზრდა ფეხბურთელს თავი არ დაუზოგავს, ძალიან მონდომებული იყო და მეორე ტაიმის სტარტზე წითელ ბარათსაც გამოჰკრა ხელი. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და თამაშმა ტურინელთა მხარეს გადაინაცვლა, რამაც შედეგი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გამოიღო.

სანამ "კიევოს" გოლზე ვიტყოდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ანგარიში ფაბიო კვალიარელამ ვარდნაში, ულამაზესი დარტყმით გახსნა. რაც შეეხება საპასუხო გოლს, ვერონელებმა ორჯერ მოიგეს მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა, რის შემდეგაც ბურთი სერჯო პელისიერს მიუგორდა და მანაც ზუსტი დარტყმით შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა. ბუნებრივია, ვერონელები ცას ეწიენ სიხარულისგან, ლუიჯი დელ ნერის კი მატჩის შემდგომ დანა პირს არ უხსნიდა.

სამაგიეროდ, "ლაციომ" და "ნაპოლიმ" მოახერხეს სამ-სამი ქულის მოპოვება და ლიდერთან მიახლოვება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ორივე გუნდმა მატჩის უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის წყალობით მიაღწია საწადელს. "ლაციო" მალევე დაწინაურდა "უინეზესთან" შეხვედრაში და თითქოს იოლად უნდა მოეგო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - ფრიულელებმა ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში და ქულის მოპოვებასთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ მათივე მცველის დაუდევრობის გამო, სამივე ქულა რომში დატოვეს. 88-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რომაელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს - საჯარიმოში ჩაკიდულ ბურთს ზაპატამ დაჰკრა თავური და საკუთარი კიპერი უშანსოდ დატოვა.

რაც შეეხება "ნაპოლის" - ედისონ კავანის გულშემატკივრებისგან ძეგლი თუ არა, ერთი პატარა ბიუსტი ნამდვილად ეკუთვნის. ურუგვაელმა ფორვარდმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე "ლეჩეს" გამარჯვების გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისმა შედეგიანმა დარტყმამ გაიყვანა ნეაპოლური გუნდი ევროპის ლიგის პლეიოფში. "სტიაუასთან" მატჩის უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ედისონმა რუმინელებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და აი, ზუსტად იგივე გაიმეორა "ლეჩესთან" პაექრობაში. ბრავო კავანი, "ნაპოლი" კი 2011 წელს მეორე ადგილზე შეხვდება.

მომდევნო ტური:

6 იანვარი: იუვენტუსი-პარმა, ბრეშა-ჩეზენა, კალიარი-მილანი, ჯენოა-ლაციო, ლეჩე-ბარი, რომა-კატანია, უდინეზე-კიევო, ბოლონია-ფიორენტინა, პალერმო-სამპდორია, ინტერი-ნაპოლი.

ჩეზენა-კალიარი 1:0

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ლაურო, პელეგრინო, ფონ ბერგენი, ნაგატომო - პაროლო, კოლუჩი, კაზერტა - ჯაკერინი, ბოგდანი (46. ბუდანი), ხიმენესი (89. შელოტო).

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (74. პერიკო), კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი (65. ლაძარი), ნაინგოლანი – კოსუ (78. რაგაცუ) – აკვაფრესკა, მატრი.

გოლი: 1:0 ხიმენესი (18).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(3)-8(0); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 16 000

მილანი-რომა 0:1

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ბონერა, ანტონი – გატუზო, პირლო (22. ზეედორფი), ამბროზინი – ბოატენგი (86. რონალდინიო) - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

რომა (4-3-1-2): დონი - ნ. ბურდისო, ჟუანი, მექსე, რიისე - დე როსი, სიმპილისიო, ბრიგი – მენეზი (81. ტადეი) – ადრიანო (87. როზი), ბორიელო (89. ოკაკა).

გოლი: 0:1 ბორიელო (69).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 2-3; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 12-3; კარში დარტყმა: 14(4)-6(2); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 64 000

ლაციო-უდინეზე 3:2

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა – ლიხტშტაინერი, დიასი, ბიავა, დიაკიტე – ლედესმა, მათუზალემი (90. ბრეშიანო) – მაური, ერნანესი, სარატე (71. კოზაკი) – როკი (90. გონსალესი).

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, კოდა - ისლა (90. კორადი), ინლერი, ასამოა (60. დენისი), პინცი – არმერო (79. დომიცი) - დი ნატალე, სანჩესი.

გოლები: 1:0 ერნანესი (2), 1:1 სანჩესი (49), 2:1 ბიავა (52), 2:2 დენისი (61), 3:2 ზაპატა (88-საკ. კარში).

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 18(8)-14(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 25 000

ბარი-პალერმო 1:1

ბარი (4-4-2): პადელი - ა. მაზიელო, ბელმონტე, რაჯი, როსი – რივასი (73. რომერო), გაცი, დონატი, ალვარესი – ბარეტო (37. რინალდი), კუტუზოვი (51. კაპუტო).

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ – კასანი, ბოვო, გოიანი, ბალცარეტი – მილიაჩო, ბასინოვიჩი (77. ლივერანი), ნოჩერინო – პასტორე (78. კასამი), ილიჩიჩი – მიკოლი (46. მაკარონე).

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (45), 1:1 ა. მაზიელო (47).

გაძევება: როსი (32).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 4(3)-16(6); ბურთის ფლობა: 34%-66%.

მაყურებელი: 25 000

კატანია-ბრეშა 1:0

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი – ალვარესი, სილვესტრი, ბელუში, კაპუანო – გომესი (90. დელ ვეკიო), კარბონი, რიკიუტი (68. ისკო) – ლედესმა – მაქსი ლოპესი, პეშე (66. ლიამა).

ბრეშა (4-3-3): სერენი - მარეკო, ბეგა, ძამბელი, ვიდალი (71. დაპრელა) – ბაიოკო, ჰეტემაი (71. ტადეი), ბუდელი – დიამანტი, ედერი (52. ფეშეზინი), პოსანცინი.

გოლი: 1:0 მაქსი ლოპესი (33).

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12(8)-7(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 15 000

კიევო-იუვენტუსი 1:1

კიევო (4-3-1-2): სორენტინო (71. სკუიცი) - სარდო, მანდელი, ცეზარი, მანტოვანი - ფერნანდესი (79. ბოლიაჩინო), გუანა, მარკოლინი (62. გრანოჩე) – კონსტანტი - პელისიერი, მოსკარდელი.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი – სორენსენი, ბონუჩი, კიელინი, გროსო – კრასიჩი (88. ლეგროტალიე), ჯანდონატო, აკვილანი, პეპე (90. ტრაორე) – იაკვინტა, კვალიარელა (60. სალიჰამიჯიჩი).

გოლები: 0:1 კვალიარელა (31), 1:1 პელისიერი (90).

გაძევება: ჯანდონატო (52).

გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15(5)-7(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 12 000

ნაპოლი-ლეჩე 1:0

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - სანტაკროჩე (67. დუმიტრუ), გრავა, კრიბარი - მაჯო, გარგანო, იებდა, დოსენა – ჰამშიკი, ცუნიგა (52. სოსა) - კავანი.

ლეჩე (4-3-1-2): როზატი - დონატი, გუსტავო, ფაბიანო, ბრივიო – გროსმიულერი (71. რისპოლი), ვივესი (84. კოპოლა), ოლივერა – პიატი (80. კორვია) - მესბაჰი, ოფერე.

გოლი: 1:0 კავანი (90).

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 13-2; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 10(5)-4(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 40 000

პარმა-ბოლონია 0:0

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი – მორონე, ვალიანი, კანდრევა - ანჯელო (81. ბოჟინოვი), კრესპო, ჯოვინკო.

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - ესპოზიტო, ბრიტოსი, მორასი, მორლეო - კაზარინი, ეკდალი, დელა როკა – მეჯორინი (71. ბუშე), დი ვაიო, რამირესი (87. ხიმენესი).

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 20-25; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 7(2)-4(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 16 000

სამპდორია-ჯენოა გადაიდო

ფიორენტინა-ინტერი გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 17 11 3 3 29-13 36

2. ნაპოლი 17 10 3 4 26-17 33

3. ლაციო 17 10 3 4 24-16 33

4. იუვენტუსი 17 8 7 2 32-17 31

5. რომა 17 8 5 4 22-20 29

6. პალერმო 17 8 3 6 29-22 27

7. ინტერი 15 6 5 4 20-14 23

8. სამპდორია 16 5 8 3 18-13 23

9. უდინეზე 17 7 2 8 21-21 23

10. კიევო 17 5 6 6 19-19 21

11. ჯენოა 16 6 3 7 13-15 21

12. კატანია 17 5 6 6 14-18 21

13. კალიარი 17 5 5 7 19-16 20

14. ბოლონია 17 5 6 6 16-23 20

15. ფიორენტინა 16 5 4 7 16-17 19

16. პარმა 17 4 7 6 14-20 19

17. ბრეშა 17 4 3 10 12-20 15

18. ჩეზენა 16 4 3 9 11-20 15

19. ლეჩე 17 4 3 10 16-34 15

20. ბარი 17 2 5 10 11-26 11

ბოლონიას დაკლებული აქვს 1 ქულა

ბომბარდირები: 10 – დი ნატალე (უდინეზე); 9 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი; 8 - მატრი (კალიარი), დი ვაიო (ბოლონია), კვალიარელა (იუვენტუსი).

სერია B. XX ტური

ნოვარა-პესკარა 1:1

გოლები: 1:0 პორკარი (14), 1:1 მანიერო (61).

ასკოლი-რეჯინა 2:1

გოლები: 0:1 მისიროლი (6), 1:1 ლუპოლი (53-პენ.), 2:1 ჯორჯი (88).

ჩიტადელა-ატალანტა 0:1

გოლი: 0:1 ბონავენტურა (74).

გროსეტო-კროტონე 2:2

გოლები: 0:1 კუტოლო (6), 1:1 მორა (12), 1:2 ჯინესტრა (69-პენ.), 2:2 კარიდი (89-პენ.).

პორტოგრუარო-მოდენა 1:1

გოლები: 0:1 მაცარინი (74), 1:1 ჯერარდი (80).

სასუოლო-ფროზინონე 5:3

გოლები: 1:0 მარტინეტი (17), 1:1 სტელონე (23), 2:1 მარტინეტი (25), 3:1 მარტინეტი (40), 4:1 ნოზელი (70), 4:2 სენსონე (74), 5:2 მარტინეტი (76), 5:3 სანტორუვო (90).

ტორინო-ემპოლი 2:1

გოლები: 1:0 იუნკო (48), 2:0 პელიკორი (53), 2:1 მარძორატი (75).

ვარეზე-სიენა 1:0

გოლი: 1:0 ებაგუა (14).

ვიჩენცა-ტრიესტინა 2:0

გოლები: 1:0 აბრუსკატო (13), 2:0 ბოტა (16).

ლივორნო-პადოვა გადაიდო

ალბინოლეფე-პიაჩენცა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 20 12 6 2 39-15 42

2. ატალანტა 20 12 3 5 27-17 39

3. სიენა 20 10 7 3 33-19 37

4. ვარეზე 20 9 8 3 23-13 35

5. ტორინო 20 9 5 6 25-23 32

6. ლივორნო 19 8 7 4 28-20 31

7. რეჯინა 20 9 4 7 26-23 31

8. ვიჩენცა 20 9 2 9 24-26 29

9. პესკარა 20 7 7 6 24-23 28

10. პადოვა 19 7 6 6 30-23 27

11. ემპოლი 20 5 10 5 22-19 25

12. კროტონე 20 5 9 6 20-24 24

13. ჩიტადელა 20 6 5 9 24-27 23

14. გროსეტო 20 5 7 8 22-26 22

15. ალბინოლეფე 19 6 4 9 23-31 22

16. მოდენა 20 4 8 7 20-29 21

17. სასუოლო 20 5 5 10 23-27 20

18. ასკოლი 20 6 7 7 21-25 20

19. ფროზინონე 20 4 7 9 21-31 19

20. პორტოგრუარო 20 4 6 10 19-33 18

21. პიაჩენცა 19 3 8 8 21-28 17

22. ტრიესტინა 20 3 8 9 14-27 17

ასკოლის დაკლებული აქვს 5 ქულა

ბომბარდირები: 15 - სუჩი (პადოვა); 11 - ბერტანი (ნოვარა); გონსალესი (ნოვარა); 10 - ბონაცოლი (რეჯინა), კორალი (ემპოლი), კაჩა (პიაჩენცა);

ლეგა პრო 1 A

ალესანდრია-სპეცია 3:1, გუბიო-კრემონეზე 1:0, პავია-ლუმეცანე 1:4, რავენა-კომო 1:1, რეჯანა-სუდტიროლი 2:2, სალერნიტანა-სორენტო 1:4, სპალ-ბასანო 1:0, პერგოკრემა-მონცა გადაიდო, ვერონა-პაგანეზე დღეს.

ლეგა პრო 1 B

ატლეტიკო-სირაკუზა 2:1, ბარლეტა-ლუკეზე 1:0, ფოჯა-კავეზე 2:1, ჯელა-ბემევენტო 0:1, იუვე სტაბია-კოზენცა 2:1, ნოჩერინა-პიზა 3:2, ტერნანა-ტარანტო 3:3, ვიარეჯო-ანდრია 2:0, ლანჩანო-ფოლინო 2:1.

[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა