საქართველოს ნაკრების ყოფილი კანდიდატი ნანობს, ზაფხულში იენის "კარლ ცაისში" რომ არ დარჩა

გიორგი სეთურიძე აზერბაიჯანიდან წამოსვლას აპირებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კანდიდატი ბოლო ორი წელია, ჩვენი მეზობლების პირველობაზე თამაშობს, გასულ წელს "სტანდარდში" გამოდიოდა, წლეუს კი - "განჯაში", რომელიც ამჟამად მერვე ადგილზეა და ფინალურ ექვსეულში მოხვედრის შანსი გადაეწურა.

სპორტული და სხვა სახის მოტივაციათა დაკარგვის გამო გიორგიმ "განჯას" დატოვება გადაწყვიტა და ნანობს, ზაფხულში იენის "კარლ ცაისში" რომ არ დარჩა. გიორგის მეუღლე გერმანელია, ცოლ-შვილთან ხანგრძლივი განშორება კი დისკომფორტს უქმნის და ისედაც ცხადია, გერმანიაში თამაში ურჩევნია.

ამის შანსი ზაფხულში ჰქონდა კიდეც: სეთურიძე იენაში ორი წლის წინ ჩაირიცხა, შემდეგ რუსთავის "ოლიმპში" ითამაშა და აზერბაიჯანს მიაშურა. "კარლ ცაისში" წლეულსაც მიიწვიეს, მესამელიგელთა რიგებში ხუთი ტესტ-მატჩი ჩაატარა და მთავარ მწვრთნელ ვოლფგანგ ფრანკს თავიც მოაწონა, მაგრამ გერმანელებმა დაბალი ანაზღაურება შესთავაზეს და დარჩენა არ ისურვა. "განჯაში" ამის შემდეგ მოხვდა და კონტრაქტი გააფორმა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა, გიორგის კი აზერბაიჯანში გაჩერება კატეგორიულად აღარ სურს. თავდაპირველად ძირითადში უპრობლემოდ ხვდებოდა, მაგრამ ბოლო დროს მთავარი მწვრთნელი ფუად ისმაილოვი ადგილობრივს ენდობა და ამან სეთურიძის მოთმინების ფიალა აავსო.

მართალია, კონტრაქტის ვადა არ გასრულებია, მაგრამ ეტაპის ჩამთავრების შემდეგ, გიორგი კლუბის პრეზიდენტთან გათავისუფლების მოთხოვნით დალაპარაკებას აპირებს. სეთურიძეს გერმანიაშიც აქვს ვარიანტი და საქართველოშიც. შევიტყვეთ, რომ მას ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლას სთავაზობენ. ქუთაისელები 24 წლის ნახევარმცველს კარგი პირობებითა და ამბიციური მიზნებით იზიდავენ - მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" ევროსაგზურისთვის ბრძოლა სურს, საამისოდ კი კლუბის ხელმძღვანელები გაძლიერებას აპირებენ.

ერთი თვის წინ გიორგის მიწვევა რუსთავის "ოლიმპსაც" სურდა, მაგრამ ფეხბურთელი ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძეს მოელაპარაკა, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჯოზეფ კეისთან უთანხმოების გამო დატოვა. ამდენად, ამ მოლაპარაკებამ ძალა დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ "განჯაში" კიდევ ორი ქართველი თამაშობს - ნახევარმცველი ზურაბ ძამსაშვილი და თავდამსხმელი ლევან მდივნიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე