ლეგენდარულ იტალიელ არბიტრს გული წყდება, რომ მარადონას მონაწილეობით მატჩში ვერ იმსაჯა
ამ დღეებში მოსკოვს უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეგენდარული არბიტრი პიერლუიჯი კოლინა სტუმრობდა და რუს ჟურნალისტებს მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაუშვიათ. ინტერვიუში ექსტრავაგანტურმა კოლინამ უკრაინაში მუშაობაზე, მსაჯთა შეცდომებზე, სერია A-ს საყვარელ გუნდსა და სხვა საინტერესო ამბებზე ისაუბრა.

- პიერლუიჯი, დასანანია, რომ აღარ მსაჯობთ. უთქვენოდ ფეხბურთი, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გახდა. საინტერესოა, მას შემდეგ, რაც ასაკი იტალიაში არბიტრობის ნებას აღარ გაძლევდათ, სხვა ქვეყნის ჩემპიონატში, მაგალითად ინგლისში, რატომ არ გააგრძელეთ კარიერა. ეს ხომ შესაძლებელი იყო?

- ეს იმიტომ, რომ იტალია - უმშვენიერესი ქვეყანაა. ვხუმრობ. უფრო სწორედ, არ ვხუმრობ და მართლა ძალიან მიყვარს იტალია და ვამაყობ იმით, რომ იტალიელი ვარ. სხვა ქვეყნებში კარიერის გაგრძელებაზე წინადადებები მქონდა, მაგრამ დგება ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც რაღაცის შეცვლა, ახლის დაწყება გსურს. თამაშებს 17 წლიდან ვმსაჯობ, ანუ 28 წელი ამ საქმეს ვემსახურე და ცხოვრების უდიდესი ნაწილი დავუთმე. რთული იყო იმის გააზრება, რომ მოედანზე აღარ გავიდოდი. ახლაც კი, ხუთი წლის შემდეგ, როდესაც სხვა საქმეს ვაკეთებ, სტადიონზე მატჩის საყურებლად მისული ზოგჯერ გავიფიქრებ ხოლმე: "ჯანდაბას, აქეთ გადავიხდიდი ფულს, ოღონდ მოედანზე ვიყო".

- მართლა?

- დიახ, გულწრფელად ვამბობ. როდესაც გიყვარს ის საქმე, რასაც ემსახურები, ყოველთვის გიჩნდება სურვილი, გააგრძელო ამ საქმის კეთება, მაგრამ ეს შეუძლებელია.

- ახლა უკრაინაში ახალ პროექტზე მუშაობთ...

- მსაჯის კარიერის დასრულების შემდეგ იტალიის ფეხბურთის ასოციაციასა და უეფაში ვსაქმიანობ. ივლისიდან უკრაინულ ფეხბურთის ასოციაციასთანაც მსაჯობის საკითხებში ვთანამშრომლობ.

- სიმართლე გვითხარით, რამდენად კორუმპირებულია მსაჯობა უკრაინაში?

- ცნობისთვის, ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ვლაპარაკობ! რაც შეეხება მსაჯთა კორპუსს, აქ პრობლემა უფრო კარგი მომზადების, პროფესიონალიზმისა და მსოფლიოს სტანდარტების სისტემის საჭოროებაშია. სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობ უეფაში.

- და როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- საჭიროა ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება და თანამედროვე მეთოდებით მსაჯთა მომზადება. აქ არამხოლოდ მომზადება იგულისხმება, არამედ მათი მოტივაციაც. ეს უნივერსალური სისტემაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას წაადგება.

- ერთ რეკლამაში გიხილეთ, სადაც თავით გოლი გაგაქვთ. თავად თუ გიყვართ თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში?

- ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობდი. შემდეგ, როდესაც მსაჯი გავხდი, კოლეგებთან ერთად ცნობილ ადამიანებს (მომღერლებს, მსახიობებს) საქველმოქმედო მატჩებში ვეთამაშებოდი. სხვათა შორის, ჩვენ თამაშებს 35 ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა.

- რომელ პოზიციაზე გიყვართ თამაში?

- თამაში ლიბეროს პოზიციაზე მიყვარს. სამწუხაროდ თანამედროვე ფეხბურთში ასეთი პოზიცია აღარ არსებობს, ანუ - ცენტრალური მცველის ადგილზე.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენს ქცევებზე რამდენად აისახა ის, რომ 30 წელი საფეხბურთო არბიტრი იყავით?

- შეუძლებელია მოედანზე იყოთ ისეთი, როგორიც ცხოვრებაში ხართ ან პირიქით - შეუძლებელია "ითამაშოთ" მსაჯი, როგორც მსახიობის როლი. თუმცა, რა თქმა უნდა, მსაჯს განსაკუთრებული უნარ-ჩვევების გამომუშავება სჭირდება, რათა წარმატებული იყოს. შემდეგ ამ უნარ-ჩვევების გამოყენება ცხოვრებაშიც ხდება. მაგალითად, მსაჯმა უნდა შეძლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წამზე ნაკლებ დროში მიღება. ამას კი კარგი მომზადება სჭირდება.

- ყოველდღიურობაში არ გეუფლებათ სურვილი, ჩვეულების გამო, ვინმე ყვითელი ბარათით დასაჯოთ?

- პირიქით, ვცდილობ უფრო მეტად საკუთარი თავი განვსაჯო. თვითკრიტიკულობა ძალიან სასარგებლო თვისებაა. საკუთარი შეცდომების გაანალიზების გარეშე სრულყოფისკენ სწრაფვა შეუძლებელია.

- ხომ არ გახსენდებათ მოედანზე დაშვებული შეცდომა, რომლის გამო სინდისი ძილშიც კი გქეჯნიდათ?

- ჯერ ერთი, შეცდომა ნებისმიერი ადამიანისთვის ნორმალურია, ისევე, როგორც თვით საუკეთესო არბიტრისთვის. მაგრამ, როცა ასეთ პროფესიას ირჩევთ, საკუთარ თავში აბსოლუტურად დაჯერებული უნდა იყოთ. სხვაგვარად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ. და თუკი მაინც დაუშვებთ შეცდომას, ის მოგვიანებით კარგად უნდა გააანალიზოთ, რათა აღარ გაიმეოროთ და შემდეგ სამუდამოდ დაივიწყოთ. მსაჯს, რომელსაც თავისი შეცდომები გამუდმებით ახსენდება, კარგი მსაჯი ვერ იქნება.

- ვიდეოგამეორებები რამდენად დაეხმარება არბიტრებს უშეცდომოდ მსაჯობაში?

- ამ საკითხით ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოა (IFAB) დაკავებული. ახლა ორი დამხმარე მსაჯის ექსპერიმენტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლებიც პირით ხაზს უკან დგანან. ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის მატჩების გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებულია და არბიტრებს ძალიან უადვილებს საქმეს.

- ნუთუ არ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ გინატრიათ, ნეტავ ახლა ვიდეოგამეორებისთვის შემახედაო?

- ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო და არც ვოცნებობდი ამაზე. საერთოდ კი, არ შეიძლება მსაჯს პასუხი მოვთხოვით იმის ვერდანახვისთვის, რასაც კამერის მეშვეობით ვხედავთ.

- როდესაც მსაჯი მოედანზე მატჩს სჯის, თამაშისგან ესთეტიკურ სიამოვნებას იღებს?

- ეს ძალიან რთულია. თუკი მსაჯი ხართ, მთლიანად თამაშზე უნდა იყოთ კონცენტრირებული და ვალდებული ხართ, მოედნის კონკრეტულ მონაკვეთზე გეჭიროთ თვალყური. ამ შემთხვევაში შეიძლება ვერცკი გაიხსენოთ, გოლი ვინ გაიტა, ან სულაც, რა ანგარიშია! თამაშის ყურებით სიამოვნების მიღებისთვის მსაჯებს მატჩის შემდეგ DVD გვაქვს.

- ცნობილია, რომ ბავშვობაში "ლაციოს" ქომაგობდით.

- როცა 13 წლის ვიყავი და სულ არ ვფიქრობდი მსაჯობაზე, როგრც ყველა იტალიელ მოზარდს, მეც მყავდა საყვარელი გუნდი. ამის შესახებ ერთხელ პარმაში, უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას მკითხეს და მაშინ ვაღიარე, რომ ბავშვობაში "ლაციოს" ვქომაგობდი, მაგრამ როცა პროფესიონალი ხდები, შეუძლებელია რომელიმე გუნდი გამოარჩიო.

- საყვარელი ფეხბურთელი არ გყოლიათ?

- ასეთი ძალიან მრავლად იყო: რონალდინიო, ბაჯო, კაკა, ზიდანი, მესი, ბექჰემი, კრიშტიანო რონალდო, მალდინი. გამიჭირდება ამათგან ვინმეს გამორჩევა და ეს ალბათ იმიტომ რომ არასდროს მიმსაჯია მატჩში მარადონას მონაწილეობით. რას ვიზამთ, არ გამიმართლა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა