„ასტონ ვილას“ თავკაცმა ჟერარ ულიემ განაცხადა, რომ მომავალში მხოლოდ იმ ფეხბურთელებს იყიდის, რომლებიც ბირმინგემში დასახლდებიან

„ასტონ ვილას“ თავკაცმა ჟერარ ულიემ განაცხადა, რომ მომავალში მხოლოდ იმ ფეხბურთელებს იყიდის, რომლებიც ბირმინგემში დასახლდებიან. მისი დაკვირვებით, მოთამაშეებს, რომლებიც „ვილა პარკზე“ შორიდან მიდი-მოდიან თავდადება აკლიათ.

ფრანგ სპეციალისტს მაგალითიც მზად აქვს. სტივენ აირლენდი „მანჩესტერ სიტიდან“ „ვილაში“ გასულ ზაფხულს 8 მილიონ ფუნტად გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. ულიეს რწმენით ეს სწორედ იმის ბრალია, რომ ნახევარმცველი ბირმინგემში არ დასახლდა. ახლა აირლენდს გუნდიდან წასვლა სურს, რასაც მწვრთნელი არ ეწინააღმდეგება. სხვა საქმეა, რომ დიდი შანსია ფეხბურთელმა კვირაში 65 ათასი ფუნტის ტოლი ჯამაგირი სხვაგან ვერ იშოვნოს.

„რასაკვირველია, პრობლემა საცხოვრებელ ადგილშია. აირლენდს ბირმინგემში არ აქვს ბინა“ - თქვა ულიემ, ხოლო, როდესაც ჟურნალისტები კიდევ უფრო ჩაეძიენ, თემა განავრცო – ჩემთვის ფეხბურთელის საცხოვრებელი ადგილი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამწუხაროდ, „ასტონ ვილას“ მწვრთნელად მუშაობა გვიან, სექტემბერში დავიწყე, თორემ ამ საკითხს უყურადღებოდ არ დავტოვებდი. ბევრი რამ მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე“.

ულიემ თქვა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელებმა დროის უკმარისობის გამო დაიჩივლეს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მათი აქეთ-იქით მოგზაურობის ბრალი იყო. ზოგადად, ინგლისურ ფეხბურთში არსებობს რეკომენდაცია, რომ ფეხბურთელი თავისი გუნდის სტადიონიდან 25 მილის რადიუსში ცხოვრობდეს. ეს ჩვენებურად დაახლოებით 31 კილომეტრის ტოლია, თუმცა „ასტონ ვილაში“ სექტემბერში მისულ ულიეს გაცილებით დიდ ფართობზე გაფანტულ მოთამაშეთა ჯგუფი დახვდა. ლუკ იანგი, მაგალითად სამხრეთ ლონდონში ცხოვრობს, სტივენ უორნოკმა კი ის სახლი დაიტოვა, რომელიც გასულ სეზონში „ბლექბერნ როვერსში“ თამაშის დროს ჰქონდა და ამიტომ ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში დარჩა.

აი, რობერ პირესს კი ლონდონიდან სიარულის ნება პირადად ულიემ დართო. მეტიც, ვეტერან ფრანგს „ბოდიმურ ჰითის“ საწვრთნელ ცენტრში მანქანა თავად არ დაჰყავს – მძღოლი დაუქირავეს. თუმცა, როგორც „ლივერპულში“ ასევე „ვილაში“ ულიე ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ თუკი ფეხბურთელს მწვერვალების დაპყრობა სურს, მსხვერპლიც აუცილებლად უნდა გაიღოს.

„ჩვენ აქ, „ასტონ ვილაში“ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ – თქვა კაცმა, რომელმაც „ლივერპულს“ 2001 წელს უეფას თასი მოაგებინა – შეიძლება, ამის გამო ბევრმა წუწუნი დაიწყოს, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ ბედმა გაუღიმა – აქ ხალხს ძალიან კარგი სამსახური აქვს. ჩვენს ფეხბურთელებს დიდი ხელფასები აქვთ და თავიანთ საყვარელ საქმეს აკეთებენ.

ამ კვირაში ჩვენ სამ დღეს ვისვენებთ, რადგან შობის შემდეგ გადატვირთული გრაფიკი გველის. თუმცა, ვატყობ, ხანდახან მოთამაშეებს ავიწყდებათ, რისთვის უხდიან დიდძალ ფულს და დასვენებას ბოროტად იყნებენ“.

სხვათა შორის, შაბათს „უიგანთან“ თამაშის გადადება ულიესა და მის ფეხბურთელებს მაინცდამაინც არ წყენიათ, რადგან დასვენება ამ შემთხვევაში ტრავმების მოშუშებას ნიშნავს. არ არის გამორიცხული „ბოქსინგ დეისთვის“ ბულგარელი სტილიან პეტროვი და ნაიჯელ რიო-კოერი დაუბრუნდნენ მოედანს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა