"ვესტ ჰემი" იანვარში ემანუელ ადებაირის შეძენას აპირებს
"ვესტ ჰემი" იანვარში ემანუელ ადებაირის შეძენას აპირებს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ "ჩაქუჩები" ტოგოელი თავდამსხმელის დაქირევებას ფიქრობენ – ადებაიორს, მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიდან" წასვლა სურს. "ვესტ ჰემის" მეპატრონეები დევიდ გოლდი და დევიდ სალივანი თავის დროზე ლონდონიდან (ოღონდ "არსენალიდან") გაქცეულ ფეხბურთელს ისევ დედაქალაქში დაბრუნებას უფინანსებენ.

"ვესტ ჰემთან" დაკავშირებულმა მავანმა ადამიანმა ინგლისურ ტაბლოიდებს უთხრა: "საიდუმლო არ არის, რომ ადებაიორი მანჩესტერში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ჩვენ ამით სარგებლობა გადავწყვიტეთ. რასაკვირველია, ზაფხულზე ამ თავდამსხმელს უკვე დიდი კლუბები დაესევიან, მაგრამ ზაფხულამდე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრით სარგებლობა ნამდვილად შეიძლება".

ადებაიორის აყვანა "ვესტ ჰემის" მწვრთნელის ავრამ გრანტის მხრიდან აუტსაიდერი გუნდის ხსნის განწირულ მცდელობას ჰგავს, თუმცა რამდენად უშველის ეს თავად გუნდს ან პირადად მწვრთნელს, კაცმა არ იცის. გოლდმა და სალივანმა გრანტს ოთხთამაშიანი ვადა მისცეს. მოთხოვნა ასეთია: საახალწლო მიყოლებულ შეხვედრებში "ჩაქუჩებმა" 6 ქულა მაინც უნდა აიღონ. ლონდონელთა მეტოქეები არიან: "ფულჰემი", "ევერტონი", "ვულვზი" და "ნიუკასლი".

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე