სერია A მომავალი წლის 6 იანვრამდე დაგვემშიდობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატის განახლებამდე მოსაწყენად გვექნება საქმე

სერია A მომავალი წლის 6 იანვრამდე დაგვემშიდობა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონატის განახლებამდე მოსაწყენად გვექნება საქმე. გუშინ არაერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელთა შორის უდავოდ რაფაელ ბენიტესის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება უნდა გამოვარჩიოთ. ქვემოთ, ყველა იმ თემაზე ვისაუბრებთ, რომლებიც იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად განიხილება.

რაფამ ჩემოდნები ჩაალაგა

რაფაელ ბენიტესის მილანური კარიერა მეტად ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა. მართალია, ესპანელის თავკაცობით "ნერაძური" საკლუბო მუნდიალის გამარჯვებული გახდა, მაგრამ ეს ტურნირი ევროპული საფეხბურთო სამყაროსთვის არასდროს ყოფილა პრესტიჟული და განსაკუთრებულად საინტერესო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფინალურ მატჩში ლომბარდიელებმა არც მეტი, არც ნაკლები, "მაზემბე" დაამარცხეს. სწორედ ამ ტურნირში გამარჯვების შემდეგ შეუთვალა "ინტერის" მესვეურებს ბენიტესმა: ან პატივი მეცით, ან კონტრაქტი გავწყვიტოთო. თუ რატომ გააკეთა რაფამ ასეთი განცხადება, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ შეთავაზებული ორი ვარიანტიდან მასიმო მორატიმ მისი გათავისუფლება აირჩია. დიახ, ბენიტესი "ინტერის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის - შეუძლია ჩაალაგოს ჩემოდნები და ახალი წინადადებების განხილვას შეუდგეს.

რაც შეეხება "ინტერს", დღის წესრიგში ბენიტესის შემცვლელის პოვნაა. ჟურნალისტებმა ყველა ღონე იხმარეს საიმისოდ, რომ მორატისთვის საინტერესო ინფორმაცია გამოეტყუათ, მაგრამ მხოლოდ ამას გამორჩნენ: "მშვიდად, მშვიდად - ამდენ კითხვას ერთად ნამდვილად ვერ ვუპასუხებ. და საერთოდაც, რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება. მეტიც, დღეს ლაპარაკს საერთოდ არ ვაპირებ, ასე რომ, კარგად იყავით".

აი, ასეთი "მრავლისმთქმელი" კომენტარი გააკეთა მორატიმ, თუმცა ჟურნალისტები არ დანებდნენ და გარკვეული ინფორმაციები მაინც მოიპოვეს. ალბათ არ გიკვირთ, რომ ბენიტესის შესაძლო შემცვლელთა შორის ფავორიტად ლუჩანო სპალეტის კანდიდატურა მოიაზრება. ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა იტალიელმა სპეციალისტმა "ზენიტს" რუსეთის ჩემპიონატი მოაგებინა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ კვალიფიკაცია არ დაეწუნება. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, მორატი უკვე დაუკავშირდა სპალეტის და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ავტორეტეტული გამოცემის მტკიცებით, ლუჩანომ მიიღო შეთავაზება და უახლოეს დღეებში "ინტერის" პრეზიდენტთან საქმიან შეხვედრას გამართავს. დრო არ ითმენს, ჩემპიონატში გამოცხადებული შესვენება მალე გაირბენს და "ინტერის" მესვეურებმა უნდა იჩქარონ. ამიტომ, მორატი-სპალეტის შეხვედრა წესით ძალიან მალე უნდა შედგეს.

მასიმო მორატი სატრანსფერო საკითხებზეც აქტიურად მუშაობს და გუშინ, კიდევ ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. დიდი ხანია ვიცით, რომ "ინტერის" მესვეურებს "ჯენოას" მცველის, ანდრეა რანოკიას გადაბირება სურთ. რაც მთავარია, თავად ფეხბურთელსაც ძალიან უნდა მილანურ გრანდში გადაბარგება და ამის შესახებ უკვე არაერთხელ განაცხადა. და აი, მხარეები ძალიან ახლოს არიან საწადელთან, რადგან "ჯენოას" მესვეურებმა ფეხბურთელის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღეს. "გაძეტას" ცნობით, შეთანხმება უკვე შედგა და იანვრიდან რანოკია "ინტერის" მაისურს მოირგებს. რას მიიღებს სანაცვლოდ "ჯენოა"? - 8 მილიონ ევროს და ნიჭიერ ახალგაზრდა მცველ ნატალინოს. აქვე ვთქვათ, რომ ნატალინო ფლანგის მოთამაშეა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ეს ამბავი იმადაც გახლავთ საინტერესო, რომ გენუურ გუნდში ქართველი მცველი კახა კალაძე ასპარეზობს. რანოკიას "ინტერში" გადასვლამ წესით კახას წისქვილზე უნდა დაასხას წყალი, რადგან ანდრეა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.

მილანი, კასანო და 5 მილიონი ევრო

ანტონიო კასანოს "მილანში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით იტალიურ პრესაში სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება. ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა შეთანხმებით დასრულდეს, ამას აღარავინ უარყოფს, მათ შორის არც თავად ფეხბურთელი. აქვე, "სამპდორიას" პრეზიდენტის რიკარდო გარონეს კომენტარს გაგაცნობთ: "მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღეს არ ვიცი გადავა თუ არა კასანო "მილანში". საქმე ძალიან მარტივად არის - "რეალთან' ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ანტონიოს გასხვისების შემთხვევაში 5 მილიონი ევრო სამეფო კლუბმაც უნდა მიიღოს. ჩვენი სურვილია, რომ კასანოში 10 მილიონი ევრო ავიღოთ და ამ თანხიდან ნამდვილად არ ვაპირებთ ესპანელთა დაკმაყოფილებას. ანუ, ფეხბურთელი მსურველს 15 მილიონი დაუჯდება. თუ "მილანი" ამ თანხის გადახდისთვის მზად არის, ვფიქრობ, გარიგება შედგება".

თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, "მილანი" მზად არის კასანოში მაქსიმუმ ათი მილიონი ევრო გადაიხადოს და დარჩენილი ხუთი მილიონის გადახდას თავად ფეხბურთელს სთავაზობს. ანუ, თუ კასანოს უნდა, რომ ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდში გააგრძელოს კარიერა, ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევს. თუმცა, თავად კასანოს სხვა მოსაზრება აქვს - ანტონიოს თქმით, "სამპას" არ აქვს უფლება მასში თანხა მოითხოვოს და ასეთ შემთხვევაში, "მილანს" მხოლოდ "რეალის" ბიუჯეტში მოუწევს 5 მილიონის გადარიცხვა. მოკლედ, ეს საკითხიც გასარკვევია და შესაბამისად, ჯერაც სრულიად გაუგებარია, სად გააგრძელებს კარიერას ანტონიო კასანო - "სამპდორიაში" დარჩება თუ "მილანში" გადაბარგდება.

აქვე, კიდევ ერთი ინფორმაცია "მილანთან" დაკავშირებით. "რომასთან" მატჩი ლომბარდიული გრანდისთვის ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა - გარდა იმისა, რომ "როსონერიმ" მარცხი იწვნია, ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეა პირლომ. შეხვედრის 22-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ფეხში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პირლოს კუნთი აქვს დაზიანებული და ერთი თვით მოუწევს უქმობა. ექიმთა რჩევით, ანდრეა გუნდთან ერთად დუბაიში დაგეგმილ შეკრებაზე გაემგზავრება, თუმცა თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თბილ კლიმატში ტრავმის მოშუშების პროცესი დაჩქარდეს.

ბოლონიას პატრონი გამოუჩნდა

დიახ, ასეთი საკითხები არამარტო საქართველოში, იტალიაშიც აქტუალურია. სერჯო პორჩედას პრეზიდენტობის პერიოდში "ბოლონია" ფინანსურ კრიზისში გახლდათ, რამაც იქამდე მიიყვანა საქმე, რომ სერია A-ს მიმდნარე გათამაშებაში "ფედერკალჩომ" გუნდს ერთი ქულა ჩამოაკლო. ამასთან, სადისციპლინო კომიტეტმა პორჩედას კლუბში მისვლის პროცედურის და ზოგადად, საქმიანობის შესწავლა დაიწყო, შედეგად, უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. პორჩედა იძულებული გახდა "ბოლონია" გაესხვისებინა და კლუბი გასაყიდად გაიტანა.

დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ საფეხბურთო კლუბ "ბოლონიას" საკალათბურთო გუნდის "ვირტუსის" მფლობელი კლაუდიო საბატინი შეიძენდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. "როსობლუს" ახალი მფლობელები ჰყავს: ჯოვანი კონსორტე და მასიმო ძანეტი - ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც სწორედ ბოლონიიდან არიან და ყავის მწარმოებელ კომპანიას: "სეგაფრედოს" ფლობენ. მოვლენათა ასეთ განვითარებას "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი ალბერტო მალეზანი დიდი სიხარულით შეხვდა:

"როგორც იქნა, "ბოლონიას" ისეთი პატრონი გამოუჩნდა, რომელსაც კლუბის განვითარების ახალ ეტაპზე აყვანა შეუძლია. საიმედო ხელში ვართ, რაც ძალიან მახარებს. პორჩედა გონიერი ადამიანია, მასთან საუბარი ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქმეებს თავი კარგად ვერ გაართვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა მინდა გადავუხადო, რომ კლუბი საიმედო ხალხს გადააბარა".

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა