მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ვალენსიას" თავკაცმა უნაი ემერიმ ჟოზე მოურინიოს "მჩხავანა ბავშვი" უწოდა

"ეს საღამო ძალიან მძიმე იქნებოდა მათთვის, ვისაც სურდა ახალ წელს "რეალი" "ბარსელონას" 4 ან 5-ქულიანი ჩამორჩენით შეხვედროდა. მე მათ ვუთანაგრძნობ", - ასეთი სკანდალური ფრაზით დაიწყო "სევილიასთან" მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ჟოზე მოურინიომ. შეგახსენებთ, რომ კვირას "რეალმა" რის ვაივაგლახით, ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა "სევილია".

"რეფერიმ მატჩში 13 სერიოზული შეცდომა დაუშვა", - გააგრძელა "განსაკუთრებულმა", რომელსაც სკურპულოზულობით დაუთვლია მსაჯის შეცდომები: "ჩემი გუნდი ამქვეყნიური არაა, "რეალი" ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურის გარეშეც წინ მიიწევს. დღეს კი ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, შეუძლებელი შეძლო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს ვხელმძღვანელობ. სირცხვილია, რომ ოთხშაბათს კიდევ გვათამაშებენ, ნუთუ ამდენი თვის გარჯის შემდეგ ნორმალური არდადეგები არ გვეკუთვნის? მშვიდად იმიტომ ვარ, რომ ჩემმა ბიჭებმა დიდებულად იმუშავეს "სევილიასთან".

არადა ისე წარიმართა ბრძოლა, როგორც "ბარსელონას" სურდა. თან ჩვენ ორი ფეხბურთელი - ჩაბი ალონსო და მარსელო - გვაკლდა დისკვალიფიკაციის გამო. არადა პრაქტიკულად მათ არაფერი დაუშავებიათ "სარაგოსასთან" მატჩში. ყველა და ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ გავუძელით და ქულები არ დავკარგეთ. ასე რომ გვექცევიან, უფრო ვძლიერდებით მენტალურად. ჩემი საქმე, წვრთნა და გუნდის მომზადება, არასოდეს მომწყინდება და არ დავიღლები, მაგრამ გუნდიც რამენაირად უნდა დავიცვა, როცა რეფერი 13 უხეშ შეცდომას უშვებს. მართლაც კარგი გუნდია "რეალი", ექვსი თვეა ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა - ბიჭები მოედანზე და მის გარეთ ძალიან კარგები არიან. ამდენი ხანი ვთამაშობთ და მხოლოდ ერთი ცუდი მატჩი გვქონდა".

მოურინიო "ინტერის" ბოლო წარმატებასაც შეეხო და არცთუ კარგად მოიხსენია კოლეგა: "ძალიან მიხარია, "ინტერმა" საკლუბო ჩემპიონატი რომ მოიგო. ვფიქრობ, რაფა ბენიტესი მე უნდა მიმადლოდეს ამას, მე ხომ ფაქტობრივად ვაჩუქე ტიტული, თუმცა "ინტერის" ნამდვილმა გულშემატკივრებმა ისედაც იციან ეს".

აი, ასეთი სკანდალური იყო მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია. ერთი რაც პორტუგალიელს შევამჩნიეთ, "კლასიკოს" შემდეგ გაცილებით გაღიზიანებული ჩანს და ერთ ფრაზაში, ორი-სამი ადამიანის გულის ტკენას ახერხებს. სხვათა შორის, გუშინვე მოურინიოს "ვალენსიას" ბასკმა თავკაცმა უნაი ემერიმ "მჩხავანა ბავშვი" უწოდა.

გუშინ "რეალმა" შეკრება განაახლა, მოურინიოს სხვა გზა არც აქვს - ოთხშაბათს "სამეფო თასზე" "ლევანტესთან" მატჩი ელის. გუშინდელი ვარჯიში პორტუგალიელმა დახურა და მედია საშუალებები "ვალდებებასის" ბაზას ახლოს არ გააკარა.

madridista
ბაჩანა "ბარსას" არც ვედრები და არც მინდა ჩემი საყვარელი კლუბი მაგას ედრებოდეს. ეგ ჩვენი ეტალონი და საზომი მოწყობილობა არაა!! ჯერ 9-ჯერ მოიგოს ჩემიონთა ლიგა და მერე ვნახოთ!! უბრალოდ, აქ საუბარია ჟურნალისტური ობიექტურობის დაცვაზე!!! თუკი თამაში ნახე, "ვაი-ვაგლახისა" რა შეატყვე "რეალს"? თავზე ვასხედით და 10 კაცითაც რო დავრჩიტ მაინც 11-ვე ფეხბურთელი საჯარიმოში ეწყო და არ შედიოდა ეს ბურთი!! თანაც, სამჯერ 1-1-ზე გასული გაგვაჩერეს და ეხლა ეგეც ხოკეი ხო არაა ცენტრიდან გაიტანო?????? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საუბარია არა იმაზე ვინ ჯობია, არამედ რეალობის ასახვაზე ჟურნალისტების მხრიდან!! მე რო მიკერძოებული ვარ, არც სტატიებს ვწერ და არც საფეხბურთო გადაცემები მიმყავს!! და როცა კომენტატორი იმას იძახი "ვაი ვაგლახით" მოიგოო, მაშინ ისიცა თქვი დი მარიამ "ახოხა"მეკარე მოედანზეო!! ეგაა!! ხოდა, "ბარსას" თუ ჩაგრავენ გადახედე ლა ლიგაში მაგათ გოლებს (განსაკუთრებით 0-0-ზე რო გააქვთ ხოლმე) და მერე ნახავ სადაა ოფსაიდი და სად არა!!!! პ.ს. მაგ ორი გუნდის ყველა თამაშს მუდმივად ვუყურებ და მიტო გეუბნები!! ობიექტურად, წელს, ესპანეთში მსაჯობა "რეალს" ყველანაირად ჩაგრავს!! მაგრამ არაფერი გაუვათ!!!
bachanach
"ტყუილად რო დაგვტოვეს 10", "გადავუარეთ "სევილიას"" - რაც რეალურად იყო მაგი დაწერა (მართლაც ვაი-ვაგლახით მოიგეს), შენ ძმაო გულშემატკივარი ხარ და გინდა რეალზე კარგად რომ დაიწეროს! ათწლეულების განმავლობაში მსაჯები თუ ვინმეს ჩაგრავდნენ ბარსა იყო, რეალმა იმ დღეს ყველაფერი გააკეთა (იკადრა) რომ მოეგო. და ბოლოს ნუ ადარებ დღევანდელ ბარსას იგივე რეალს, დღეს ეგენი სულ სხვადასხვა დონის ფეხბურთს თამაშობენ (ეტყობა ანგარიშსაც 5:0)
intereli
madridista ყველაფერში გეთანხმები თითქმის..... აქ კი არა თითქმის ყველა ქართულ სატებში და გაზეთებში იწერება არაობიექტურად....
madridista
ისე, ეს ქართველი ჟურნალისტები ძაან ტენდენციურები ხართ "რეალის" მიმართ! ჯერ არის და "რეალის" თამაშების კომენტირებისას ქართველი კომენტატორები ყველანაირად აქილიკებენ "ბლანკოსის" თამაშს! თანაც ვითომ ძაან ტონკად და ვითომ ძაან ობიექტურად, მაგრამ სინამდვილეში აშკარად არღვევენ ეთიკის წესებს!!! მეორეც, რატო მოიგო "რის ვაი ვაგლახით"?? ამის დამწერმა თამაში ნახაა?? დამიჯდეს და განმიცილოს თამაში რატო იყო ეს "ვაი ვაგლახი"??? ტყუილად რო დაგვტოვეს 10 კაცით იმიტო?? 3-ჯერ 1-1-ზე რო გადიდოდა "რეალის" ფეხბურთელი მეკარესთან და მსაჯებმა არარსებული ოფსაიდი მოიგონეს იმიტო?? ან, იმიტო ხო არა რომ კაპიტანს ყვითელი აუფრიალეს მხოლოდ იმის გამო რო საკუთარი ფეხბურთელი დაიცვა?? ეგეთს პუიოლს გაუბედავენ?? კარგით რაა!! იყავით ვისიც გინდათ იმისი გულშემატკივრები, მაგრამ თუკი ჟურნალისტები ხართ ობიექტურობა დაიცავით! "ვაი-ვაგლახით" კი არა თავზეც გადავუარეთ "სევილიას" და მარტო ბურთის ფლობას გადაავლეთ თვალი და თამაშს უყურეთ რა!!! რასაც ქვია კბილებით იჭერდა მსაჯი "რეალს" და მაინც მოვიგეთ!! ეგეთი "ბარსას" მიმართ რო გააკეთოს მსაჯობამ დადგებით და მილიონ სტატიას დაწერთ თუ როგორ ჩაგრავენ თურმე "ბარსას" და "რეალზე" იგივეს დროდ კი ჩუმდებით!! არავის არ ჭირდება თქვენი დაცვა, მაგრამ მკითხველი მაინც ნუ შეგყავთ შეცდომაში!! პატივისცემით!!
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა