საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს დღეებში ანტონიო კასანო იფიციალურად გახდება "მილანის" ფეხბურთელი

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს დღეებში ანტონიო კასანო იფიციალურად გახდება "მილანის" ფეხბურთელი. ამის შესახებ ყოველდღიურად ახალი ინფორმაციები ვრცელდება და საინტერესო კომენტარები ქვეყნდება. "როსონერის" პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და მას აქვე გაგაცნობთ:

"კასანოს აუცილებლად დავიმატებთ და უახლოეს დღეებში ყველა ფორმალობას მოვაგვარებთ. ანტონიო ბრწყინვალე მოთამაშეა და რაც მთავარია, უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა. ფლანგზეც შეუძლია თამაში, თავდამსხმელის პოზიციაზეც და გამთამაშებლადაც. ტექნიკური არსენალი აქვს ძალიან მდიდარი, რასაც ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი. რონალდინიო? - მისი გასხვისების სურვილი არ მაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ გუნდს ჯერჯერობით ვერაფრით ეხმარება. ვარჯიშებზეც არ არის ისეთი მონდომებული, როგორც გასული სეზონის მსვლელობისას. ვერ გეტყვით ეს რამ განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას არ იმსახურებს".

აი, ასეთი განცხადება გააკეთა სილვიო ბერლუსკონიმ - როგორც ჩანს, თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, კასანო მართლაც "მილანში" გააგრძელებს კარიერას. ამასთან, სულ უფრო და უფრო რეალური ხდება რონალდინიოს სხვაგან გადაბარგების პერსპექტივა. აქამდე გაუჩოს პრეზიდენტი უჭერდა მხარს აქტიურად და როგორც ვხედავთ, მისგანაც დაკარგა მხარდაჭერა. მით უმეტეს, ძალიან გააქტიურდა "გრემიო", რომლის მესვეურებსაც რონის სამშობლოში დაბრუნება და ამ გუნდში ჩაირცხვა აქვთ გადაწყვეტილი - ამის შესახებ კლუბის დირექტორი აურელიო ოდონე საუბრობს: "რონალდინიოს გადაბირება დიდი ხანია გვინდა და ვფიქრობ, მიზანთან ახლოს ვართ. გაუჩო არ არის წინააღმდეგი, რომ "გრემიოში" გააგრძელოს კარიერა, თუმცა სეზონის ბოლომდე "მილანში" სურს დარჩენა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ლომბარდიული გრანდი ყველა ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და დიდია შანსი, ტიტულები მოიპოვოს. შესაბამისად, რონის სურს, ამ წარმატებებში თავისი, თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს. მიუხედავად ამისა, რონალდინიოსთან მოლაპარაკებებს აქტიურად ვაწარმოებთ და ვცდილობთ, სამშობლოში ამ ზამთარსვე დავაბრუნოთ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა