ვან ნისტელროი გაქცევას არ აპირებს

შვებულებაში გასვლამდე, რომლის გატარებას გრან კანარიაზე აპირებს, „ჰამბურგის“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ბოლო მოუღო მის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციების იმის შესახებ, თითქოს იანვარში ჩრდილოგერმანული კლუბის დატოვებას აპირებდეს – რუუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ ამ სეზონს აუცილებლად „ჰამბურგში“ ჩაამთავრებს.

„წყალი არ გაუვა იმას, რომ ზაფხულამდე აუცილებლად „ჰამბურგში“ ვითამაშებ,“ - უთხრა 34 წლის თავდამსხმელმა „ბილდს“ და იქვე დასძინა, - „რას ვიზამ ზაფხულში, ეს კი აღარ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.“

თუმცა ვან ნისტელროიმ ხსენებულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისი ჰამბურგული კარიერით უკმაყოფილოა და რომ გაცილებით მეტს ელოდა. „აქ იმისათვის ჩამოვედი, რომ ბევრი გოლი გამეტანა და „ჰამბურგთან“ ერთად უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლა. ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის, რაც ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად ამისა, „ჰამბურგში“ გადმოსვლა არასდროს მინანია,“ - აღნიშნა რუუდმა.

ზამერი მენეჯერად?

ზოგადად, იანვარში „ჰამბურგში“ დიდი გადაადგილებებია მოსალოდნელი. ამჯერად ყველაზე აქტუალური მთავარი მწვრთნელის საკითხია. დარჩება თუ არა არმინ ფეე თანამდებობაზე, ეს 2 იანვარს გადაწყდება. უახლესი ინფორმაციით კი, დიდი შანსია, ჩრდილოგერმანული კლუბის მენეჯერად მათიას ზამერი დაინიშნოს.

გოტფრიდ ლენცი

ტუხელი მაინცს შეცვლის

„მაინცმა“ ბუნდესლიგის პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა. კარნავალელები 17 ტურის შემდეგ, „ლევერკუზენთან“ ერთად, მეორე მესამე ადგილებს იყოფენ, რაც ამ გუნდისთვის უდავოდ ფანტასტიკური მიღწევაა. მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი მიიჩნევს, რომ „მაინცში“ ბევრი რამ შესაცვლელია. ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იანვარში ოთხი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ 28-კაციანი განაცხადი „მაინცისთვის“ ნამეტანია. უკვე გადაწყვეტილია, რომ თავდამსხმელი ფელიქს ბორხა მექსიკაში წავა. მის გარდა, ტუხელს აღარც არუნა ბაბანგიდა, იან შიმაკი და მორტენ რასმუსენი სჭირდება. სამაგიეროდ, ტუხელმა „მაინცის“ ორი ახალწვეული შეაქო.

„ძალიან მიხარია, რომ მარკო კალიჯურიმ და სამი ალაგუიმ ჩემი იმედები გაამართლეს,“ - აცხადებს ტუხელი ფეხბურთელებზე, რომლებიც „მაინცმა“ ზაფხულში მეორე ბუნდესლიგელი „ფიურტიდან“ გადაიბირა.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე