სუპერთასის მატჩის შემდეგ, რუსთავის "ოლიმპის" პრეზიდენტმა ჯოზეფ კეიმ მედიასთან მოულოდნელი განცხადება გააკეთა

სუპერთასის მატჩის შემდეგ, რუსთავის "ოლიმპის" პრეზიდენტმა ჯოზეფ კეიმ მედიასთან განცხადება გააკეთა. სიმართლე ითქვას, გვეგონა, საფეხბურთო თემებზე ილაპარაკებდა, მან კი სიტყვა მოულოდნელად სხვა მიმართულებით წაიყვანა:

- ძალიან გახარებული ვარ ამ წარმატებით. მომავალი წლისთვის გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება. მინდა, ყველას ვახარო, რომ რუსთავის "ოლიმპს" მალე დაუბრუნდება ძველი სახელი - "მეტალურგი" და კიდევ მინდა, დღეს მთელი რუსთავის მეტალურგების სახელით მივულოცოთ ჩვენს ბატონ პრეზიდენტს ეს დიდი გამარჯვება (ალბათ, "ოლიმპის" გამარჯვება იგულისხმა - ავტ.) და დაბადების დღე. ჩვენს ბატონ პრეზიდენტს და მთელ საქართველოს სულ გამარჯვებული ევლოთ, როგორც დღეს არის რუსთავის "ოლიმპი".

- კონკრეტულად რა ცვლილება მოხდება რუსთავის "ოლიმპში"?

- ძალიან ბევრ ცვლილებას ველოდებით. ქართული ფეხბურთი იქნება აბსოლუტურად განახლებული და ბევრ ადამიანს განაცვიფრებს. რუსთავული კლუბი ამის პირობას გაძლევთ.

გუნდის მეპტარონის საქმეა, სუპერთასის მოპოვებისას ფეხბურთზე ილაპარაკებს თუ დაბადების დღეს მიულოცავს პრეზიდენტს, შვილს ლამაზ სახელს დაარქმევს თუ ლენსტანბერს. ჩვენ კი იმის უფლება მაინც გვაქვს, "ოლიმპის" სახელის გადარქმევა გავიკვირვოთ და გავაპროტესტოთ - დროა, საქართველო საბჭოთა კავშირისა და მისი სიმბოლოებისგან გათავისუფლდეს.

21-ე საუკუნეში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია და ახალ სიმბოლოებს ქმნის, საბჭოური "მეტალურგი", "ტორპედო", "ხის გადამამუშავებელი კომბინატი", "რუსთავცემენტი", "მექათმე", "მეშაქრე", "მაღაროელი", "მეშახტე", "მოტორი", "ტრაქტორი", "აგრომრეწვმშენი" და მსგავსი შედევრი-სახელები ანაქრონიზმია. საეჭვოა, ეს მოსალოცი ამბავი იყოს და ამის გაგონებაზე რუსთაველებმა მეორე ეტაპზე სტადიონი შეავსონ. ან რა აუცილებლობაა სახელის გადარქმევა? სხვა თუ არაფერი, მეტალურგიულ კომბინატს "რუსთავის ფოლადი" ჰქვია და გუნდისთვის "ფოლადი" მაინც დაერქმიათ?!

alex
თუ ასე მივუდგებით,მაშინ დინამოსაც უნდა გადაარქვან სახელი და ტორპედოსაც.
zura0415
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვიდრე ამისთანა ბნელ ხალხს ექნებათ ფული და გავლენა, მანამ მოგვიწევს ასეთი უმსგავსო ჟღერადობის მოსმენა, ამათთვის ხო ეროვნული არაფერი არ არსებობს. მარტო ერთი რამ აინტერესებთ.... ეს არამარტო მაგას ეხება, ყველას, ყველას, ყველას,... ვინც ვერ ელევა "დინამო-ტორპედო-სპარტაკ-ლოკომოტივს" და "დიად საბჭოეთს". ცოტა თვალები გაახილეთ და თავები გაარხიეთ, იქნებ რამეს მიხვდეთ......
dato
კიდევ კარგი გაჯის მწარმოებელი კომპანია არ აფინანსებს გუნდს, თორე ხო წარმოგიგენიათ რას დაარქმევდნენ:D:D:D
dato
ქართულ გუნდებს ქართული სახელი უნდა ერქვას! ასე ძნელია ამის გაგება? რატო გიჭირთ ქართულ სახელებთან შეგუება. დინამო,ტორპედო,სპარტაკი, ლოკომოტივი,მეშახტე,პეტროვიჩი და მსგავსი საზიზღრობები უნდა გაქრეს.
zurabi
რატომ გვეჩხუბებით გორდას მომხრეებს? მე ვიყავი მაგ კომენტარის პირველი ავტორი და განსხვავებული აზრისებმა დაასაბუტეტ აბა მილანი, ინტერი, ლივერპული, არსენალი, ტოტენჰემი, ფულემი, ლაციო, იუვენტუსი, ამათგან რომელია პირდაპირ კავშირში ფეხბურთთან. რას ქვია არა საფეხბურთო სახელი? აიტანეთ ხალხნო განსხვავებული აზრები, რა დაგმართნიათ? საოცარია პირდაპირ!
mentalitet
"intereli და გორდა რუსული სიტყვააა???" მერე რომელი "ჟამი" დგას? ყველაფერს რომ თავი დაანებო, "გორდა " არა-საფეხბურთო სახელია! გორდა არა "ხანჯლური" კიდე. რუსთავი არის მეტალურგების და მეტალისტების ქალაქი, ინდუსტრიის მამა! გესმით? და გუნდს სახელიც შესაბამისი უნდა ქონდეს რამე, თან კარგად უნდა ჟღერდეს. მეტალურგი უნდა ერქვას მაგ გუნდს.
tabali
ისე რა გვიკვირს:იბერია,ცხუმი,ოდიში-ისევ დინამოდ გვიქციეს; ლიახვი-სპარტაკი გახდა...კიდევ:კეტბურთი-ისევ ბეისბოლი. ამათი ნება რომ ყოფილიყო დღეს ფეხბურთი-ფუტბოლი, კალათბურთი-ბასკეტბოლიგახდებოდა.განსაკუთრებული ენთუზიაზმით ხელბურთის სახელს მიხედავდნენ(განბოლი), სეხნიობისა(განდონი)გამო.
tabali
გორდა გერქვას და მეტალურგი დაირქვა-იგივეა:კაცი იყო და ყ-ე გახდე!
intereli
mentalitet და გორდა რუსული სიტყვააა???
mentalitet
აი "დინამოს" "დინამო" რატო ქვია "სუკა ბლიად" ა?! ხო მუდამ ერქმევა? ასევე ტორპედო!!!! და მეტალურგმა რა დააშავა, თან რუსული სიტყვა კი არაა ეს, ,მეტალისტურია !!!!
mentalitet
აი ეგრე შენ გენაცვალე სამართალმა პური ჭამა!!! მეტალისტების ქალაქი ვართ და გუნდიც ეგეთი მეტალისტი უნდა იყოს !!! მეტალურგი საბჭოთა დროინდელი კია, მარა ეგ რუსული სიტყვა არაა! მეტალისტურია!! აი "გორდა", კი მართლა რომელი "ჟამი" დგას :D ნახ** "ოლიმპები" და "ოლიმპიაკოსები" !!! რუსთავს გუნდი დაუბრუნდა აი ეხლა დავუწყებ გულშემტაკივრობას!! მეტალისტები მოვდივაააართ!!
dato
ყველა გუნდმა უნდა შეიცვალოს სახელი რომელიც საბჭოთა გადმონაშთი სახელებით თამაშობს დღემდე. (დინამო, ტორპედო, ლოკომოტივი, განსაკუთრებით სპარტაკი)
dato
ოლიმპი ნამდვილად შესაცვლელია.კაი იქნება თუ გორდა დაერქმევა გუნდს. რა დროს მეტალურგია ოეეეეეეეეეეე, რომელი საუკუნეა.
intereli
გორდა მაინც დაუბრუნონ
zurabi
თუ სახელის დაბრუნებაზეა საუბარი, გორდა მაინც დაერქმიატ. ყველაზე ცარმატებული გირდა იყო. ტუმც ის სულ სხვა გუნდი იყო, ეს კი სხვაა
Georgian Fan
ეს კაცი არ წერს, რომ გუნდი არ შექმნაო. მართალია, რა "მეტალურგი", რომელი საუკუნეა? სახელს მნიშვნელობა როგორ არ აქვს? კარგ საქმეს რომ აკეთებ, მარილიც მოაყარე და ეს საბჭოთა სახელები დავივიწყოთ, რა ჩემ ფეხებად გვინდა!
nukri
მეტალურგი კიარა რაცგინდა ის დაურქმევიათ ამას რამნიშვნელობაა აქვს?მთავარია გუნდი შექმნან იოსეთი რომ ევროპაში თავის სათქმელი თქვას.........მე ასე მირჩევნია ვიდრე რუსთავის რუსთავი ერქვას და ევროპაში პირველივე ეტაპიდან ვარდებოდეს
gugs
ბატონო მერაბ! საინტერესოა "დინამო" რატომ გამოგრჩათ?! ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის