უიმბლდონის შემდეგ ლიდერებმა პაუზის აღება გადაწყვიტეს.

უიმბლდონის შემდეგ ლიდერებმა პაუზის აღება გადაწყვიტეს. გოგონები თიხნარს დაუბრუნდნენ და ტიტულები გაითამაშეს ბუდაპეშტსა და ბაშტადში, მამაკაცებმა ნიუპორტში დაასრულეს ბალახის სეზონი.

ქალების ორივე ტურნირის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარი იყო. ბუდაპეშტში განთესვის პირველი ნომერი რუს ალისა კლეიბანოვას ჰქონდა, მაგრამ მეორე რაუნდში შარშანდელ ფინალისტ პატი შნიდერთან წააგო - 4:6, 3:6.

განთესვის მეშვიდე ნომრის მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მასპინძელი აგნეს შავაი მიიჩნეოდა - ის ტურნირის მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობდა. პირველ სამ წრეში შავაიმ სეტის წაუგებლად ითამაშა, სამაგიეროდ ნახევარფინალში სამი საათი ებრძოლა რუმინელ დულგერუს და სამ სეტში გაიმარჯვა - 6:1, 5:7, 7:5.

ბადის ზედა მხარეს შნიდერს ორი სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუხდა ფინალში გასასვლელად. ნახევარფინალში მას მოულოდნელად ჩეხი ზუზანა ონდრაშკოვა შეხვდა. 30 წლის ჩოგბურთელს ბოლო ხუთი წელია შედეგი არ ჰქონია, მაგრამ უნგრეთში საუკეთესო ოთხეულში შეღწევა შეძლო, თუმცა უფრო შორს ვერ წავიდა.

საბოლოოდ, განმეორდა შარშანდელი ფინალი - ერთი წლის წინ შავაიმ შნიდერს სამ სეტში მოუგო, ამჯერად კი უფრო იოლად მიაღწია წარმატებას. აგნესმა თანაბარ მეორე სეტში მაინც გატეხა შვეიცარიელის წინააღმდეგობა და ტიტული დაიცვა - 6:2, 6:4.

შვედეთის ბაშტადში მთავარ ფავორიტად იტალიელ ფლავია პენეტას ასახელებდნენ, რომელმაც შარშან აქ ნახევარფინალს მიაღწია. წელს პენეტამ ნახევარფინალამდე ჯამში მხოლოდ 12 გეიმი წააგო, მაგრამ ფინალში გასასვლელი მატჩი პირწმინდად დათმო არგენტინელ ხისელა დულკოსთან - 3:6, 1:6.

ბადის ქვედა ნაწილიდან დამაჯერებლად მიიწევდა წინ არავან რეზაი. ფრანგმა გადამწყვეტ მატჩამდე ერთი სეტიც კი არ დათმო, თანაც ერთ პარტიაში ოთხზე მეტი გეიმი წაუგია. ნახევარფინალში მან 6:3, 6:3 დაამარცხა ლუსი საფაროვა.

ფინალმა გაამართლა მოლოდინი: თამაში სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა. ორივე ჩოგბურთელი არასტაბილურად თამაშობდა. გადამწყვეტ პარტიაში არავანი 4:0 დაწინაურდა, მაგრამ დულკოს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. თუმცა ფრანგმა მეათე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და წელს მეორე, კარიერაში კი მეოთხე ტურნირი მოიგო - 6:3, 4:6, 6:4.

მამაკაცებში მთელი ყურადღება დევისის თასისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ ერთი ტურნირი მაინც გაიმართა - ამერიკის ქალაქ ნიუპორტში ტრადიციულად დაიხურა ბალახის სეზონი.

165 სანტიმეტრი სიმაღლის ოლივიე როხუსს ბალახზე კარგად გამოსდის თამაში. შარშან მან ჰალესა და ნიუპორტში ნახევარფინალს მიაღწია, წელს კი უიმბლდონზე კინაღამ სენსაცია მოახდინა, როცა პირველ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩთან სეტებში 2:1 დაწინაურდა. ნიუპორტში ბელგიელმა მთელი დისტანცია დამაჯერებლად გაიარა და მხოლოდ ერთხელ მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში. ნახევარფინალში მან არგენტინელი ბრიან დაბული დაამარცხა - 6:3, 6:2.

ასევე იოლად დაიწყო ტურნირი ამერიკელმა მარდი ფიშმა, მაგრამ შემდეგ კანადელ ფრანკო დანჩევივს მხოლოდ სამ სეტში აჯობა. ნახევარფინალში მისი მეტოქე რიჩარდ ბლუმფილდი იყო, რომელიც თითქმის არ თამაშობს ATP-ის ტურნირებში, ასე რომ მისი ნახევარფინალში გასვლა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. მისი წარმატებული სვლა ფიშის შემტევმა ჩოგბურთმა დაასრულა - 7:6(5), 6:4.

ფინალური მატჩი კარგი სანახავი გამოდგა. ფიში თითქმის ყოველი მოწოდების შემდეგ ბადესთან გადიოდა, ამიტომაც ყველა გათამაშება მოკლე, თუმცა ეფექტური იყო. პირველი პარტიის ბოლოს მარდიმ საკუთარი მოწოდება მსაჯის შეცდომის გამო დათმო. ამერიკელმა ბევრი იკამათა, მაგრამ ვერას გახდა. სამაგიეროდ მომდევნო ორ პარტიაში ფიშმა აღარ დათმო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, თავად კი თითო სეტში თითო ბრეიკი მოიპოვა და ამან კარიერაში მეოთხე ტიტული მოუტანა - 5:7, 6:3, 6:4. "აქამდე რამდენიმე ფინალი წავაგე, ასე რომ განსაკუთრებით სასიამოვნოა ბალახზე პირველი გამარჯვების მოპოვება", - განაცხადა ფიშმა.

ATP

Hall of Fame Championships

ნიუპორტი (აშშ). ბალახი

საპრიზო ფონდი: 442 000 დოლარი

ფინალი

მარდი ფიში (აშშ, 5)-ოლივიე როხუსი (ბელ, 4) 5:7, 6:3, 6:4.

WTA

Swedish Open

ბაშტადი (შვედეთი). თიხნარი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

არავან რეზაი (საფ, 2)-ხისელა დულკო (არგ, 4) 6:3, 4:6, 6:4.

SUEZ Grand Prix

ბუდაპეშტი (უნგრეთი). თიხნარი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

აგნეშ შავაი (უნგ, 7)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:2, 6:4.

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი