წლევანდელ ტურ დე ფრანსზე პირველი ნამდვილი სამთო ეტაპი შვეიცარიელმა ანდი შლეკმა მოიგო

წლევანდელ ტურ დე ფრანსზე პირველი ნამდვილი სამთო ეტაპი შვეიცარიელმა ანდი შლეკმა მოიგო, ლიდერის ყვითელი მაისურა კეიდელ ევანსმა მოირგო, მაგრამ მთავარი მოვლენა ლეგენდარული ლენს არმსტრონგის კრახი გახდა.

როგორც იქნა, მიმდინარე ტურზე მთავარი ფავორიტები გამოვიდნენ სცენაზე. შემთხვევითი არ იყო მოქმედი ჩემპიონის ალბერტო კონტადორის განცხადება იმაზე, რომ ძალთა რეალური თანაფარდობა სწორედ მერვე ეტაპზე გამოჩნდებოდა.

მაყურებელს ყველაზე საინტერესო დისტანციის ბოლო 50 კილომეტრზე ელოდა, კერძოდ პირველი კატეგორიის მთის - ლა რამას აღმართზე, აგრეთვე 10 კილომეტრიან სამთო ფინიშზე. ეტაპი კი რამდენიმე ველომრბოლის დაცემით დაიწყო, რომელშიც ლენს არმსტრონგი, კეიდელ ევანსი და "მთის მეფე" ჟერომ პინოც მოხვდნენ.

არაფავორიტ მრბოლელებს გაქცევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ და ბოლოს ეს შვიდ სპორტსმენს გამოუვიდა - ხუთ ფრანგს კრისტოფ რიბლონის მეთაურობით, ჰოლანდიელ კოს მურენჰუტსა და ბელგიელ პეტერ არტსს. მათი უპირატესობა მალე ოთხ წუთამდე გაიზარდა, თუმცა პელოტონის აქტიურობის გამო დაწინაურებულებმა უფრო შორს წასვლა ვერ შეძლეს.

ერთ-ერთ მოსახვევში მეორედ დაეცა ტრასაზე არმსტრონგი და ოდნავ კოჭლობა დაიწყო. მაშინ ამას ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან "რადიოშეკმა" თავის ლიდერს უშველა და პელოტონში დააბრუნა. ამასობაში, ლა რამას აღმართზე თანდათან გამოეთიშნენ ბრძოლას წინა ეტაპის გმირები - ჟერომ პინო, სებასტიან ფიოკლერი და დამიან კუნეგო. დაწინაურებულთა რიგებშიც მოხვდა ცვლილებები - პირველობისთვის ბრძოლას მხოლოდ სამი მრბოლელი შემორჩა - მურენჰაუტი, არტსი და ამაელ მუანარი.

დისტანციის გართულებასთან ერთად პელოტონთან კავშირი დაკარგა ყვითელი მაისურის მფლობელმა სილვენ შავანელმა. მაგრამ ყველაზე დიდი კატასტროფა "რადიოშეკმა" განიცადა. ძირითადი ჯგუფიდან ამოვარდა ლენს არმსტრონგი და მისმა ვარსკვლავმა გრეგარებმაც ვერ შეძლეს კიდევ ერთხელ კაპიტნის ძირითად ჯგუფში დაბრუნება. მით უმეტეს, რომ წინ შესანიშნავი ტემპი აკრიფა ყაზახურმა "ასტანამ".

პელოტონის სათავეში ამ გუნდის წევრები - ალექსანდრ ვინოკუროვი და დავიდ ნავარო ერთმანეთს ცვლიდნენ და სულ უფრო შორდებოდნენ არმსტრონგს. "რადიოშეკიდან" ბრძოლას მხოლოდ ლევი ლაიპჰაიმერი და ანდრეას კლიოდენი აგრძელებდნენ. ამას ისიც დაემატა, რომ არმსტრონგი მესამედ დაეცა, როცა "ეუსკატელის" რომელიღაც წევრი ჩაუვარდა ბორბლებში.

ფინიშამდე შვიდი კილომეტრით ადრე ცხადი გახდა, რომ გაქცეულები ვერ შეძლებდნენ ლიდერობის შენარჩუნებას. ნამდვილი შეტევა ბოლო სამ კილომეტრზე დაიწყო. კონტადორი მხოლოდ თავს იცავდა - როგორც ჩანს, ესპანელი შემდეგი ეტაპებისთვის ზოგავს ძალებს ან ფორმის პიკზე ჯერ არ არის გასული. ბოლო კილომეტრზე მცირე ჰანდიკაპის შექმნა შეძლეს ანდი შლეკმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამუელ სანჩესმა. ესპანელი საფინიშო სპურტზე პირველი გავიდა, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო ახალგაზრდა მეტოქესთან.

არმსტრონგი 12 წუთის შემდეგ მივიდა ფინიშთან. ახლა ტურის შვიდგზის ჩემპიონს ლევი ლაიპჰაიმერის გრეგარის როლით მოუწევს დაკმაყოფილება.

VIII ეტაპი

სტასიონ დე რუსი-მორზინი (189 კმ)

1. ანდი შლეკი (შვეიც, Team SaxoBank) - 4.54,11; 2. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - იგივე დრო; 3. რობერტ ჰესინკი (ლუქს, Rabobank) - +0,10; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - იგივე დრო; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - იგივე დრო; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო... 8. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, Radioshack) - იგივე დრო; 9. ივან ბასო (იტა, Liquigas) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - 37.57,09; 2. ანდი შლეკი (შვეიც, Team SaxoBank) - +0,20; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - +1,01; 4. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - +1,03; 5. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - +1,10; 6. რაიდერ ჰეშედალი (კან, Garmin) - +1,11; 7. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - +1,45; 8. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RadioShack) - +2,14; 9. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - +2,15; 10. მაიკლ როჯერსი (ავსტრა, HTC – Columbia) - +2,31; 11. რობერტ ჰესინკი (ლუქს, Rabobank) - +2,37; 12. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +2,40; 13. ივან ბასო (იტა, Liquigas) - +2,41; 14. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, Sky) - +2,45; 15. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +3,05... 39. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - +13,26...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა