რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სპორტული ორთაბრძოლების, ძიუდოს და სამბოს გუნდებთან ერთად ივარჯიშა
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სანკტ-პეტერბურგში ფიზკულტურულ გამაჯანსაღებელ კომპლექს "მასკოვსკის" ესტუმრა. კომპლექსის დათვალიერების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ კიმონო ჩაიცვა და სპორტული ორთაბრძოლების, ძიუდოს და სამბოს გუნდების ერთობლივ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონებთან ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად. მთავრობის თავმჯდომარე გარბენში მონაწილეობს და წრეებს ურტყამს მიმდინარე წელს ძიუდოს მსოფლიო პირველობის გამარჯვებულებთან - არსენ გალსტიანთან, კირილ დენისოვთან და თეა დონღუზაშვილითან ერთად. მაგრამ რუსეთის სპორტული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი პუტინს სიტყვას აწევს, რომ ნახევარსაათიანი გახურებით საქმე არ მთავრდება.

პუტინის სპარინგ-პარტნიორები ამჯერად ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები ევგენი სტანევი და არსენ გალსტიანი გახდნენ. სპორტკომპლექს "მასკოვსკიში" ერთდროულად რამდენიმე სახეობის ორთაბრძოლის - თავისუფალი სტილით ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის, ძიუდოს და სამბოს რუსეთის ნაკრებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

"აქ ნამდვილი ინტერნაციონალი გვაქვს - ქართველები, აფხაზები, ოსები, ციმბირელები, პეტერბურგელები, სმოლენსკელები. ყველა ერთად ერთი მიზნისთვის მუშაობს. ეს რუსეთის ინტერესებისთვის ხდება, თქვენ ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, ჩვენ გგულშემატკივრობთ და ყოველთვის გვაქვს თქვენი გამარჯვების იმედი", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

სპორტის ოსტატ პუტინის მეტოქე ვარჯიშზე რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი იტალიელი ენცო გამბა გახდა. ის უახლოეს ოლიმპიადაზე, 2012 წელს, გუნდთან ერთად 4-5 საპრიზო ადგილის მოპოვებას გეგმავს.

"ლონდონი ახლოვდება. საჭიროა საწვრთნელი ბაზა, მატერიალური და სამედიცინო უზრუნველყოფა... ვიცით, რაც არის თანამედროვე სპორტი, აქ ყველა ამ კომპონენტის სრულყოფა აუცილებელია", - აღნიშნა პუტინმა.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე