ქართველი მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით მდიდარი აზერბაიჯანის პრემიერლიგა 12 თებერვლამდე შეისვენებს

აზერბაიჯანის პრემიერლიგა, სადაც 12 გუნდიდან ორს ქართველი წვრთნის და ყველაზე მეტი ჩვენებური თამაშობს, 12 თებერვლამდე შეისვენებს. გუშინ წლის ბოლო ტური გაიმართა, თუმცა პირველი ეტაპის 3 ტურს გუნდები თებერვალში დაასრულებენ და მოწინავე ექვსეულის ვინაობას გაარკვევენ. გასარკვევიც ბევრი არაფერია, მთავარი ისაა, შეძლებს თუ არა ვინი შეფერის "ბაქი" ჩამორჩენის აღმოფხვრას. I ეტაპის შემდეგ ქართველ მწვრთნელთა გზები გაიყოფა: კახა ცხადაძის "ინტერი" ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს, რევაზ ძოძუაშვილის "თურანი" კი - პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

ბუნებრივია, უპირველესად ყველაზე "ქართული გუნდის" ამბავი გვაინტერესებს - "ინტერი" შესვენებაზე გამარჯვებით გავიდა, თუმცა "განჯას" დამარცხება გაუჭირდა - 1:0. შეხვედრის დასრულებას თითქმის აღარაფერი უკლდა, როცა ლატვიელმა რობერტას პოშკუსმა "შაფაზე" შეკრებილი ათასი მაყურებელი გაახარა. მასპინძელთა რიგებში ითამაშეს ვალერი აბრამიძემ, კახა მჟავანაძემ და ილია კანდელაკმა. სამმა ჩვენებურმა ითამაშა სტუმართა გუნდშიც, ოღონდ, ინტერელთაგან განსხვავებით, სასტარტოში მხოლოდ ზურაბ ძამსაშვილი იყო, მეორე ტაიმში გამოვიდა გიორგი სეთურიძე, შეხვედრის მიწურულს კი - ლევან მდივნიშვილი. "ინტერი" 34 ქულით მე-4 ადგილზეა და "ნეფთჩის" 7 ქულით ჩამორჩება. "განჯას" 22 ქულა აქვს, მერვეა და ექვსეულში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

"სიმურგისა" და მოიკ-ის შეხვედრაში არმიელთა რიგებს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი მეკარე ამირან გვენცაძე. ამირანი კარგად გაისარჯა , მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და გუნდს ქულა მოაპოვებინა - 1:1. მიუხედავად ამისა, მოიკ-ი 6 ქულით უიმედო აუტსაიდერია. ამ თამაშში სტუმართა გოლს (რომელიც, მასპინძელთა აზრით, თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა) სახალისო ეპიზოდი მოჰყვა - სტუმართა გახარებული მწვრთნელი რამილ ალიევი მოედანზე შევარდა და ლაინსმენს შუბლზე აკოცა.

ძოძუაშვილის "თურანი" სტუმრად ლიდერ "ნეფთჩისთან" 0:2 დამარცხდა. "აზერიფუტბოლი" წერს, რომ გიორგი ჭედიას გარეშე დარჩენილი "თურანის" თავდასხმა უსარგებლო იყო. "თურანი" 12 ქულით მეათეა.

"გაბალა" და "ბაქი" უშუალო კონკურენტები არიან, ამიტომ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - ტონი ადამსის "გაბალა" შინ 0:1 დამარცხდა ერთადერთ გუნდთან აზერბაიჯანში, რომელშიც ამ სეზონში ქართველს არ უთამაშია. "გაბალა" 30 ქულით მე-6 ადგილზეა, "ბაქი" მას უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მასპინძელთა კაპიტანი გოგა ბერაია ამ დაპირისპირებაში ყვითელი ბარათით "გამოირჩა".

დავით სვანიძის "მუღანმა" ტურის სენსაცია შემოგვთავაზა, მესამეადგილოსანი აზალ-ი 3:1 დაამარცხა. სვანიძემ 90 წუთი ითამაშა, ისევე, როგორც ნუგზარ კვირტიამ სტუმართა რიგებში. აზალ-ს ქულებით ცხადაძის გუნდი გაუთანაბრდა. "მუღანი" კი 20 ქულით მე-9 ადგილზეა.

ტურის ბოლო მატჩში გიორგი ადამიას "ყარაბახმა" სტუმრად "ხაზარს" 2:1 სძლია. ადამია 71-ე წუთზე გამოჩნდა ამ შეხვედრაში. "ყარაბახი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა. ბომბარდირთა დავაში ორი ქართველი მონაწილეობს - ადამია 6 გოლით მე-5 ადგილზეა, ბაჩანა ცხადაძეს 5 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ის "სიმურგიდან" დიდი ხანია, წამოვიდა.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა