ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჩავი ერნანდესი დაასახელა

ფიფას "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ვინაობა იანვარში გაირკვევა, "ვორლდ სოკერმა" კი უკვე დაასახელა რჩეული - ჩავი ერნანდესი. ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის რჩეულმა მკითხველთა ხმების 25,8% მიიღო და თანაგუნდელ ლეო მესის აჯობა. ასე დაუფასდა მსოფლიოს ჩემპიონს ის ჯაფა, რაც მან 2010 წელს ეროვნულ ნაკრებსა და "ბარსელონაში" გასწია. წლეულს "ვორლდ სოკერის" არჩევნები 28-ედ ჩატარდა. პრიზის შარშანდელმა მფლობელმა ლეო მესიმ ხმების 24,1% მიიღო. როგორც ხედავთ, არგენტინელი სულ მცირედით ჩამორჩა ჩავის. მესამე ადგილზე ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერი გავიდა, "ინტერის" ვარსკვლავმა ხმების 17,3% დააგროვა.

ათეულში მოხვედრილი 9 წევრი მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობდა, გამონაკლისი მხოლოდ დიეგო მილიტოა, არგენტინელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლი გაიტანა. ამ გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა ესპანური ლიგის უპირატესობა - ათეულში 6 ფეხბურთელი პრიმერადივიზიონიდანაა, 3 სერია A-დან და მხოლოდ ერთი ბუნდესლიგიდან. ბრიტანულმა ჟურნალმა ათეულში ერთი ფეხბურთელიც არ შეიყვანა პრემიერლიგიდან!

წლის საუკეთესო გუნდი ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც უდიდესი უპირატესობით მოიგო გამოკითხვა, საუკეთესო მწვრთნელი კი ჟოზე მოურინიო გახდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი თომას მიულერია.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი

1. ჩავი (ბარსელონა) 25,8%

2. მესი (ბარსელონა) 24,1

3. სნეიდერი (ინტერი) 17,3

4. ფორლანი (ატლეტიკო) 15,8

5. ინიესტა (ბარსელონა) 10,8

6. დ. მილიტო (ინტერი) 1,2

7. ვილია (ბარსელონა) 1,1

8. კასილიასი (რეალი) 0,9

9. ეტოო (ინტერი) 0,5

10. რობენი (ბაიერნი) 0,4

სხვები 2,1

წლის საუკეთესო მწვრთნელი

1. მოურინიო (ინტერი/ბარსელონა) 48,3

2. დელ ბოსკე (ესპანეთი) 26,6

3. ტაბარესი (ურუგვაი) 5,2

4. ლიოვი (გერმანია) 3,3

5. გვარდიოლა (ბარსელონა) 2,5

წლის საუკეთესო გუნდი

1. ესპანეთი 63,3

2. ინტერი 16,5

3. ბარსელონა 5,3

4. ურუგვაი 3,5

5. გერმანია 2,4

წინა გამარჯვებულები

1982 პაოლო როსი

1983 ზიკო

1984 მიშელ პლატინი

1985 მიშელ პლატინი

1986 დიეგო მარადონა

1987 რუუდ გულიტი

1988 მარკო ვან ბასტენი

1989 რუუდ გულიტი

1990 ლოთარ მათეუსი

1991 ჟან-პიერ პაპენი

1992 მარკო ვან ბასტენი

1993 რობერტო ბაჯო

1994 პაოლო მალდინი

1995 ჯანლუკა ვიალი

1996 რონალდო

1997 რონალდო

1998 ზინედინ ზიდანი

1999 რივალდო

2000 ლუიშ ფიგუ

2001 მაიკლ ოუენი

2002 რონალდო

2003 პაველ ნედვედი

2004 რონალდინიო

2005 რონალდინიო

2006 ფაბიო კანავარო

2007 კაკა

2008 კრიშტიანო რონალდო

2009 ლიონელ მესი

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა