ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არაბული მმართველობა

არაბული მმართველობა

მანჩესტერ სიტის ახალი ისტორია, რომელიც აღმოსავლელი მეპატრონეების ხელში საფეხბურთო ბაზარზე ყველაზე გულუხვ მყიდველად ჩამოაყალიბდა

"ისტლენდსის" ბევრი სტაჟიანი ქომაგი ვერ იამაყებს იმით, რომ მკაფიოდ ახსოვს "მანჩესტერ სიტის" ბოლო ტიტული. ეს არ არის გასაკვირი: "ქალაქალებს" ბოლო ტრიუმფი 34 წლის წინ ჰქონდათ და ისიც ინგლისის ლიგის თასზე. მას შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები ყოველი დერბის წინ ირონიულად ახსენებენ "სიტის" გულშემატკივრებს უქმად დახარჯულ და უტიტულო წლებს.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, "მანჩესტერ სიტის" ასეთი რეპუტაცია ჩამოუყალიბდა - კლუბი, რომელიც არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობის გაშვების შესაძლებლობას.

ცვლილებები 2007 წლის ზაფულში დაიწყო. კლუბის ბრიტანელმა მფლობელმა ჯონ უორდლიმ გადაწყვიტა, რომ მდიდარი მეზობლის ფონზე "სიტის" ევოლუცია ფერხდება და საჭიროა უფრო შეძლებული მეპატრონის პოვნა. კლუბი მიჰყიდეს ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საერთაშორისო ავანტურისტსა და მომავალში ინტერპოლის "კლიენტ" ტაქსინ ჩინავატას.

ჩინავატას მმართველობის ერთი წელი "სიტისთვის" ერთგვარად გარდამავალი აღმოჩნდა - კლუბის ამბიციები ამაღლდა, ცნობილი ფეხბურთელები (ელანო, ვედრან ჩორლუკა, მარტინ პეტროვი, ვალერი ბოჟინოვი) "ისტლენდისკენ" დაიძრნენ, ზოგიერთი ფანი კი ინდოჩინეთში პოლიტიკური მდგომარეობითაც დაინტერესდა. "მანჩესტერ სიტიში" ტაქსინის მმართველობამ თითქოს შედეგი მოიტანა, მაგრამ ტაილანდურმა მართლმსაჯულებამ და ჩინავატასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე ბრიტანეთის უარმა ახალი რეჟიმის სწრაფი დაცემა გამოიწვია. თუმცა სულ მალე, ჩინავატას ოდიოზური ფიგურის უკან ამოიმართა უფრო სოლიდური და საფუძვლიანი ძალა - Abu Dhabi United Group.

კომპანიის დასახელებაში სიტყვა - United მაინც და მაინც სასურველი არ იყო, მაგრამ არაბების გეგმებმა და დაუყოვნებლივმა მოქმედებამ ფანების აღფრთოვანება გამოიწვია. ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებულნი იყვნენ იმით, რომ კლუბის შეძენის დღეს - 2008 წლის პირველ სექტემბერს - ADUG-მა ბრაზილიელი რობინიოც იყიდა. მადრიდის "რეალიდან" ამ ვარსკვლავის შეძენით, "ქალაქელთა" ახალმა მფლობელებმა ოპერატიულად დაამყარეს ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი - 32.5 მილიონი ფუნტი.

"სიტის" შეძენაზე პირველი საჯარო რეაქცია ასეთი იყო : "სათამაშო მდიდარის ხელში". და მაინც, ერთ საკითხში არაბები მაინც აღმოჩნდნენ ნოვატორები: პირველად ინგლისური კლუბი ხელში ჩაიგდო არა ფეხბურთით გატაცებულმა მილიარდერმა, არამედ სახელმწიფომ. 2008 წლის სექტემბერში "მანჩესტერ სიტი" არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამეფო ოჯახის ხელში გადავიდა.

აბუ დაბის საემირო უფრო პროგრესული დუბაისგან ერთგვარი ინერტულობითა და ტრადიციონალიზმით განსხვავდება, სამაგიეროდ, საფეხბურთო კლუბის შეძენის საკითხში გამოიჩინა თავი. საქმე ისაა, რომ დუბაის წარმომადგენლები უფრო ადრე ცდილობდნენ "ლივერპულის" ხელში ჩაგდებას, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ნავთობის მსოფლიოს მარაგის მეცხრედმა ნაწილმა საემიროებს სიმდიდრე მოუტანა და ახლა ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა იყო საჭირო, რადგან ეს სახელმწიფო მხოლოდ ნავთობით ცხოვრობდა და მის გარდა არაფერი აინტერესებდა. ამ მიზნით, 1976 წელს ("სიტის" ბოლო ტიტულის მოპოვების წელი) შეიქმნა სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც ირიცხება უდიდესი შემოსავლების გარკვეული ნაწილი. ფონდი მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებით აბანდებს ფულს: ნიუ იორკის ცათამბჯენის "კრაისლერ ბილდინგის" აქციათა ნაწილის შეძენა, ფორმულა 1-ში ინვესტიციები, ბრძოლა წესების გარეშე, აგრეთვე გლობალური ინვესტიციები ამერიკის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ეკომონიმიკაში... ეს აბუ დაბის საემიროს საერთაშორისო მოღვაწეობის მხოლოდ ნაწილია. "მანჩესტერ სიტის" შეძენას ფონდთან პირდაპირი შეხება არ აქვს, მაგრამ ამ ჩამონათვალში მისი მოხსენიება მაინც შეიძლება.

ჩინავატას დროიდან მოყოლებული კლუბის დირექტორის როლი შეინარჩუნა ჰარი კუკმა, ახალმა მეპატრონემ, შეიხმა მანსურმა კი პრეზიდენტად საკუთარი კაცის დაყენება მოისურვა.

თავიდან ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო სულეიმან ალ-ფაჰიმი, მაგრამ ის შეიხების ისეთ პოპულარობას უზრუნველყოფდა, რომელსაც ისინი გაურბოდნენ. სულეიმანი ხმამაღალ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებდა, ფანებს რობინიოს შეძენის შემდეგ გუნდში კრისტიანო რონალდოს, სესკ ფაბრეგასისა და სხვა ვარსკვლავების მიყვანას ჰპირდებოდა.

ძირითადად სულეიმანის მონდომებით "სიტი" პირველ ხანებში ძალიან ახალისებდა პუბლიკას. "მათგან ბევრი ლაყბობა ისმის, მაგრამ ეს მე არ მადარდებს, რადგან ეს მხოლოდ სიტყვებია. როცა საქმე მოთამაშეების შეძენაზე მიდგება, მათ შეიძლება სირთულეები შეექმნათ", - საერთო აზრი გამოხატა მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.

საბოლოოდ, ალ-ფაჰიმი სასწრაფოდ ჩამოაქვეითეს, პრეზიდენტად კი უფრო გაწონასწორებული და გონიერი ჰალდუნ ალ-მუბარაკი დანიშნეს, რომელმაც განაცხადა: "მე შემიძლია დავადასტურო ნებისმიერი ჩვენი შენაძენი".

ალ-მუბარაკის პერიოდში განხორციელებულმა პირველმა შენაძენებმა პრობლემები წარმოშვა. ყოველ შემთხვევაში 2008 წლის შემოდგომიდან 2009 წლის ზამთრამდე შეძენილი ფეხბურთელები (ნაიჯელ დე იონგის გარდა) გუნდში მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობენ. რობინიო და კრეიგ ბელამი წავიდნენ, უეინ ბრიჯი და შეი გივენი სათადარიგოებში გადაისროლეს. ერთმა სატრანსფერო კამპანიამ ვერ შეავსო მეორე, არამედ მისი დუბლირება მოახდინა.

"სიტის" ხელმძღვანელობის შეცდომები იოლი ასახსნელია - კლუბის უსწრაფესი ტემპებით ახალ დონეზე გაყვანა ბევრ გვერდით მოვლენას აჩენდა და აჩენს. "სიმართლე გითხრათ, ერთი-ორჯერ ფეხბურთელი ისე შეიძინეს, რომ არაფერი მკითხეს, - იხსენებდა მაშინდელი მწვრთნელი მარკ ჰიუზი - მაგრამ, როცა გირეკავენ და გეუბნებიან: "გინდა რობინიო?" - ბუნებრივია პასუხობ: "დიახ, რა თქმა უნდა". თუმცა კლუბის განვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს სულ არ ყოფილიყო აუცილებელი ნაბიჯი".

წინა შობაზე ფეხბურთელებს საერთოდ ჰიუზის ჩარევის გარეშე ყიდულობდნენ - უელსელი გაანთავისუფლეს, მაგრამ მანამდე მან მოასწრო გუნდში როკე სანტა კრუსისა და ჯოლეონ ლესკოტის მიყვანა, რომლებიც ბელამისთან ერთად ახალ მწვრთნელს არაფერში სჭირდებოდა. მოთამაშეების შეძენის ახალი სერია რობერტო მანჩინიმ წამოიწყო და ამან ის გამოიწვია, რომ ამ სეზონში "ქალაქელებმა" ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მესამე გუნდი შეკრიბეს.

"ქალაქელთა" ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - არა უფრო კლუბის, არამედ უშუალოდ გუნდის მმართველობაა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში "ისტლენდსი" მშვიდად არც ერთ მნიშვნელოვან ფიგურას არ დაუტოვებია. მარკ ჰიუზის წასვლა კლუბის არაბული პეროიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დაშორება იყო. უელსელის წასვლას პრინციპში თავიდანვე ელოდებოდნენ, რადგან პირველ სეზონში მე-10 ადგილი ცოტა ვინმეს თუ ესიამოვნებოდა. "სიტი" არათანაბრად თამაშობდა, შთამბეჭდავ საშინაო მოგებებს მოკრძალებულ გასვლით ფრეებსა და წაგებებს უნაცვლებდა. დიდი პროგრესი არც მომავალ სეზონში ყოფილა. მიუხედავად ამისა, ამოცანა-მინიმუმისკენ - ექვსეულში შესვლისკენ კლუბი დამაჯერებლად მიდიოდა, მაგრამ ჰიუზი 2009 წლის დეკემბერში გაუშვეს გუნდიდან.

"ეს მათი კლუბი და მათი ფულია, - ჩვეული პირდაპირობით განაცხადა კარლოს ტევესმა - მაგრამ თუ შემეკითხებით - იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება, გიპასუხებთ, რომ მარკისთვის მეტი დრო უნდა მიეცათ. გადაწყვეტილება ძალიან ნაჩქარევი იყო. არ შეიძლება ამდენი ჩადო გუნდში და მწვრთნელი ხუთი თვის შემდეგ გაუშვა".

გასული სეზონის დასაწყისში ნაწყენმა დატოვა გუნდი მისმა მრავალწლიანმა კაპიტანმა და ფანების ფავორიტმა რიჩარდ დანმა.

რობერტო მანჩინის რთული ამოცანა აქვს. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ საერთოდ არ აქვს ურთიერთობა შეგირდებთან. თუმცა, როგორც ჩანს, იტალიელი არ ცდილობს იმას, რომ ერთდროულად ყველა ფეხბურთელი ბედნერი ჰყავდეს. მანჩინი მშვიდად ანაწევრებს ცოცხალ ორგანიზმს და თან უკან დასახევ გზებსაც იჭრის. თუ "ქალაქელებს" სწრაფი წარმატება არ ექნათ, მწვრთნელს არავინ დაუდგება გვერდით. საკმაოდ რისკიანი პოზიციაა.

"ქალაქელების" განვითარების სტადიები შეიძლება მათი პროგრესის ყველაზე დაკვირვებული მოწმის, ალექს ფერგიუსონის გამონათქვამებით აღვიქვათ. თუ 2008 წლის შემოდგომაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი მშვიდად ლაპარაკობდა "ლაყბობაზე", 2009 წლის ზაფხულში გულგრილობა გაღიზიანებით შეიცვალა. "სიტიმ" ქალაქში გამოფინა კარლოს ტევესის დიდი პლაკატი წარწერით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მანჩესტერში". "სიტი" - პატარა კლუბია წვრილმანი აზროვნებით. მათ ჰგონიათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ტევესის წართმევა - ტრიუმფია. სრული სისულელეა", -თქვა შოტლანდიელმა.

2010 წლის აპრილში მეზობელზე წარმოდგენამ სერიოზული ცვლილება განიცადა: "რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ კიდევ იყიდონ 10 ფეხბურთელი, რადგან აქვთ ამის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მთლიანად სხვა გუნდის შეძენაც არ გაუჭირდებათ. ამან შეიძლება შეცვალოს მათი პერსპექტივები. რაც მთავარია, ეს ქალაქისთვის კარგი იქნება". ბოლოს განცხადებამ დასრულებული სახე მიიღო: "გასულ წელს ე. წ. "დიდი ოთხეულის" მონოპოლია დაირღვა, რადგან იქ "ტოტენჰემი" შეიჭრა. მას ისევ შეუძლია ამ წარმატების გამეორება. "მანჩესტერ სიტიმ" ისევ იაქტიურა ბაზარზე, ასე რომ, ცხადია, ისიც უნდა შევიყვანოთ ლიდერთა ჯგუფში".

ბოლო წლებში განსაკუთრებულმა აქტიურობამ შეცვალა "მანჩესტერ სიტიზე" წარმოდგენა. აგრესიულ დომინირებაზე დაფუძნებული მმართველობის სტილი იშვიათად პოულობს ფეხბურთში თანაგრძნობას. თუ ადრე სხვა კლუბების ბევრი ფანი ზომიერად გამოხატავდა ამ გუნდის მიმართ სიმპათიას, ახლა ისინი "სიტის" სიძულვილით უყურებენ.

ფეხბურთში პოპულარულია სიუჟეტი - "მდიდრები ღარიბების წინააღმდეგ". გუნდები, რომლებიც საკუთარ თავს გადაახტებიან, ყველას ესიმპათიურება, ხოლო მდიდრებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი საფულის იმედად არიან, ძნელად უნდა ჰქონდეთ თანაგრძნობის იმედი.

ახალ სეზონში პრემიერლიგის ყველაზე ღარიბ კლუბს, "ბლეკპულს" არაფერი აქვს დასაკარგი, ყველაზე მდიდარმა "სიტიმ" კი ძალიან ბევრი უნდა მოიპოვოს. "ბლეკპულმა" რაც არ უნდა გააკეთოს, ის მაინც გადააჭარბებს მოლოდინს, "სიტი" ამას ვერ იზამს. "ბლეკპულის" ყოველ წარმატებას ტაშით შეხვდებიან, "სიტის" ყოველ წარუმატებლობას - ირონიული ღიმილით. ყველას თავისი ბედი აქვს. ამიტომაც არ არის პასუხი კითხვაზე: შესაძლებელია თუ არ წარმატების ყიდვა?

მანსურის ყველა შენაძენი

1. რობინიო (რეალი) 32.5 მლნ

2009

2. უეინ ბრიჯი (ჩელსი) 10 მლნ

3. კრეიგ ბელამი (ვესტ ჰემი) 14 მლნ

4. ნაიჯელ დე იონგი (ჰამბურგი) 16 მლნ

5. შეი გივენი (ნიუკასლი) 5.9 მლნ

6. გარეტ ბერი (ასტონ ვილა) 12 მლნ

7. როკე სანტა კრუსი (ბლექბერნი) 17 მლნ

8. კარლოს ტევესი (მანჩესტერ იუნ) 25.5 მლნ

9. ემანუელ ადებაიორი (არსენალი) 25 მლნ

10. კოლო ტურე (არსენალი) 12 მლნ

11. ჯოლეონ ლესკოტი (ევერტონი) 22 მლნ

2010

12. ადამ ჯონსონი (მიდლსბრო) 7 მლნ

13. ჟერომ ბოატენგი (ჰამბურგი) 10.5 მლნ

14. იაია ტურე (ბარსელონა) 24.5 მლნ

15. დავიდ სილვა (ვალენსია) 26 მლნ

16. ალექსანდრ კოლაროვი (ლაციო) 16.5 მლნ

17. მარიო ბალოტელი (ინტერი) 22.5 მლნ

18. ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა) 18 მლნ

სულ 319 მლნ

სიტის სატრანსფერო რეკორდები და შედეგები პრემიერლიგის დაარსების შემდეგ

1993 (მე-9 ადგილი), დევიდ როკასტლი (ლიდსი) 2 მლნ

1994 (მე-16 ადგილი), ნიკი სამერბი (სუინდონი) 1.5 მლნ

1995 (მე-17 ადგილი), გიორგი ქინქლაძე (დინამო თბ) 2 მლნ

1996 (მე-18 ადგილი), ნაიჯელ კლაფი (ლივერპული) 1.5 მლნ

1997 (მე-14 ადგილი, I დივ.), ლი ბრედბერი (პორტსმუთი) 3 მლნ

1998 (22-ე ადგილი), ჯეიმი პოლოკი (ბოლტონი) 1 მლნ

1999 (მე-3 ადგილი, II დივ.), რობერტ ტეილორი (ჯილინგემი) 1.5 მლნ

2000 (მე-2 ადგილი, I დივ.), პაულო ვანჩოპე (ვესტ ჰემი) 3.65 მლნ

2001 (მე-18 ადგილი), ეიალ ბერკოვიჩი (სელტიკი) 1.5 მლნ

2002 (1-ლი ადგილი, I დივ.), ნიკოლა ანელკა (პსჟ) 13 მლნ

2003 (მე-9 ადგილი), კლაუდიო რეინა (სანდერლენდი) 2.5 მლნ

2004 (მე-16 ადგილი), დევიდ ჯეიმსი (ვესტ ჰემი) 2 მლნ

2005 (მე-8 ადგილი), დარიუს ვასელი (ასტონ ვილა) 2 მლნ

2006 (მე-15 ადგილი), გეორგიოს სამარასი (ჰერენვეენი) 6 მლნ

2007 (მე-14 ადგილი), ელანო (შახტარი) 8 მლნ

2008 (მე-9 ადგილი), რობინიო (რეალი) 32.5 მლნ

2009 (მე-10 ადგილი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ იუნ) 25.5 მლნ

2010 (მე-5 ადგილი), დავიდ სილვა (ვალენსია) 26 მლნ

• 4rmd

სიტი მაგარი გუნდია ყველას ვისაც ფეხბურთელი უნდა რომ გაყიდოს სიტის მიმართავს და ისიც იყიდის,მერე რა რომ ამ პოზიციის 4-5 ფეხბურთელი ყავს სამაგიეროდ ფული აქვს და არეზერვებს :) ამათზეა ნათქვამი ფული სად წაიღონ არ იციანო. ისე ჯობია აბრამოვიჩთან გაიარონ კონსულტაცია ფულის სწორ დაბანდებაზე ფეხბურთელში ან ცოტა უფრო ჭკვიანი კაცი მიიყვანონ თორემ უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი ხდება

ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა

სალაჰი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა