დღეს "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლაში "ბენდელას თასის" საიუბილეო, მე-20 ტურნირი იწყება

დღეს "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლაში "ბენდელას თასის" საიუბილეო, მე-20 ტურნირი იწყება, რომელიც აფხაზეთში გმირულად დაღუპულ ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება. ამ ტრადიციული ტურნირის მნიშვნელობა თანდათან იზრდება - მასში უმაღლესი ლიგის წამყვანი კლუბები ჩაერთვებიან, შესაძლოა, უცხოურიც.

დღეს კი ”საბურთალოში" ბავშვთა ტურნირი დაიწყება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 გუნდი მონაწილეობს.

”საიუბილეო გათამაშება ბავშვთა ტურნირით გაიხსნება. 24 დეკემბერს თამაშები 10 საათიდან დაიწყება, ფინალი კი 29 დეკემბერს გაიმართება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ”ბენდელას თასი" წლეულს თვისებრივად ახალ მასშტაბს შეიძენს. 27 დეკემბრიდან ”საბურთალოზე" დიდების ოთხთა ტურნირი დაიწყება, რომელშიც უცხოეთსა თუ საქართველოში მოთამაშე ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას: ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, გოგიტა გოგუა, დავით სირაძე, დავით ჯანელიძე, ზაზა ჭელიძე, ალეკო გოგობერიშვილი, მაქსიმე ქვილითაია და სხვანი.

სულ მთავარ ტურნირში ოთხი გუნდი იქნება, ორი ლეგიონერებისა და ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული, აგრეთვე პრობაციონერების და ტურნირის ორგზის გამარჯვებული სეუ. მატჩები 16 საათზე დაიწყება, ფინალი კი 29 დეკემბერს გაიმართება", - გვითხრა ”ბენდელას თასის" ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამიერიდან ”ბენდელაზე" მესამე ტურნირიც გაიმართება, ოღონდ იანვარში, სტანდარტულ სტადიონზე და მასში მონაწილეობაზე წინასწარი თანხმობა უმაღლესი ლიგის ლიდერებმა განაცხადეს, რაც ”ბენდელას" მნიშვნელობას ზრდის.

”იანვარში ”ბენდელას" მესამე ტურნირი რუსთავში გაიმართება, წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადეს თბილისის ”დინამომ", ”ზესტაფონმა", რუსთავის ”ოლიმპმა", ცხინვალის ”სპარტაკმა", თბილისის ”ვიტ ჯორჯიამ" და ”გაგრამ". ტურნირს რუსთავი უმასპინძლებს. თუმცა არ არის გამორიცხული, გუნდების ნაწილმა შესარჩევი მატჩები ზესტაფონშიც ჩაატაროს. საქმე ისაა, რომ დასავლეთ საქართველოს კლუბებმა ”ბენდელაზე" მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ”ზესტაფონი" კი მზად არის, ჯგუფური ეტაპის მატჩებს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლოს. გარდა ამისა, თბილისში ჩამოსულმა რევაზ ძოძუაშვილმა გვითხრა, რომ თაუზის ”თურანს" მოსამზადებლად საქართველოში ჩამოსვლა და ტურნირში ჩართვა სურს.

გავითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ იანვარში გუნდები მოსამზადებელ ეტაპს გადიან და მატჩები ყოველ მესამე დღეს ჩატარდება, კლუბებმა სამზადისის გრაფიკი რომ დაიცვან. საბოლოოდ გათამაშება ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპამდე, ანუ 12 თებერვლამდე დასრულდება და ვფიქრობ, კარგი მოსამზადებელი ტურნირი გამოგვივა", - ამბობს ჭუმბურიძე.

იგი მადლიერია დავით კირკიტაძისა, რომლის იდეაც იყო ”ბენდელას" დიდ მოედანზე გამართვა: ”უკვე შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ”ბენდელას" ჰყავს არა სპონსორები და პარტნიორები, არამედ მეგობრები, რომლებიც თხოვნის გარეშე, საკუთარი სურვილით გვიკავშირდებიან და თანადგომას გვიცხადებენ. წლეულსაც ასე მოხდა. ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დამიკავშირდა და რუსთავის სტადიონზე თამაში შემოგვთავაზა, თანაც ტურნირის მასპინძლობის ხარჯს საკუთარ თავზე იღებს.

გვერდში დაგვიდგნენ: ”იბერია ბიზნეს ჯგუფი", ”კუს ტბა", ”ჯეოსელი", ”ყაზბეგი", ”კრომბახერი", ”სარაჯიშვილი", ”მაკდონალდსი", ყავა ”პელე", ”ოილენდი", ”ალგორითმი", ”მორკინალი", ”ვულე ვუ", მე მათ ვუწოდებ არა სპონსორებს, არამედ მეგობრებს, რადგან მათი მიზანი გმირის, ზაზა ბენდელიანის დაფასებაა. ამ ხალხის დამსახურებაა, ტურნირზე ბევრი პრიზი რომ დაწესდება. საშეჯიბრო მხარეს კი საკუთარ თავზე თბილისის ფეხბურთის ფედერაცია იღებს".

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის