<p>"ვოლგას" მცველის, დიმიტრი პოლიანინის თქმით, "ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩში გოლის ეპიზოდში პროჟექტორებმა დააბრმავა <br> "ვოლგას" მცველმა დიმიტრი პოლიანინმა, რუსეთის პირველი დივიზიონის 37-ე ტურის მატჩში "ნიჟნი ნოვგოროდთან" გაშვებული გოლისას, თავისი პასიურობის მიზეზი ახსნა. არადა, ამ გოლის გამო "ვოლგა" და მისი მცველი ბევრმა თამაშების ჩაწყობაში ამხილა.</p><p>"სეზონის მიმდინარეობისას, როცა მთელი ეს სიბინძურე დაგვატყდა თავს, გადავწყვიტე გაზეთები არ წამეკითხა. თუ რამე მაინც თვალში მხვდებოდა, ვცდილობდი იუმორით შემეხედა. რაც შეეხება იმ ავადსახსენებელ ეპიზოდს, "სპეციალისტებმა" და "ექსპერტებმა" თავის თავსაც კი გადააჭარბეს. მე უკვე ნათქვამი მქონდა, რომ მაშინ მეკარემ დამიყვირა: "ვთამაშობ!" და მეც გამოვეცალე. ამასთან ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მეკარისგან ასხლეტილი ბურთი ჩემი თვალთახედვის არეში არ მოხვდა, რადგან პროჟექტორის შუქმა დამაბრმავა. დიახ, შესაძლოა, ეს შორიდან გაუგებარი ჩანდეს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ამასთან, არც ერთმა ჟურნალისტმა რატომღაც ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ ამ შეხვედრის 80-ე წუთზე ელიჩს საგოლე გადაცემა გავუკეთე", - იხსენებს პოლიანინი.</p><p>შეგახსენებთ, რომ პოლიანინი ქართველი ლეგიონერების, ოთარ მარცვალაძის, გოჩა ხოჯავას, გიორგი ნავალოვსკის, ედიკ საჯაიას და ახალწვეული გოგიტა გოგუას თანაგუნდელია, სათავეში კი გუნდს ომარ თეთრაძე უდგას.</p>
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა