ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არაბული ფანტასტიკა

არაბული ფანტასტიკა

ყატარი მუნდიალს 12 ეკო-მეგობრულ, კარბონულ სტადიონზე უმასპინძლებს, რომლებიც მზის ენერგიას გასაგრილებლად გამოიყენებენ

დეკემბრის დასაწყისში ფიფას აღმასკომმა ორჯერ განაცვიფრა მსოფლიო - რამდენიმეწუთიანი ინტერვალით მომავალი მუნდიალების მასპინძელ ქვეყნებად ჯერ რუსეთი, შემდეგ კი ყატარი აირჩია. ორივე ეს გადაწყვეტილება საკამათო იყო, თავი გავანებოთ რუსეთს, დღეს ჩვენი თემა ყატარი იქნება - როგორ უნდა უმასპინძლოს ერთი ციცქნა არაბულმა ქვეყანამ მსოფლიოს უმსხვილეს სპორტულ მოვლენას ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რომელსაც საფეხბურთო ტრადიცია არ გააჩნია, სამაგიეროდ უდიდესი პრობლემები აქვს კლიმატის, ადამიანის უფლებების და სხვა მრავალი მიმართულებით.

მაშინ, როცა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატია ჩაფიქრებული - 2022 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე - ამ ქვეყანაში სიცხე 40 გრადუსს ცელსიუსით იშვიათად თუ ჩამოცდება (ხანდახან კი 50-ია), როგორ გინდა ამ პირობებში ფეხბურთი ითამაშო? თან მაღალი კლასის ფეხბურთი. მიშელ პლატინი და საფეხბურთო ევროპა ცდილობენ ორგანიზატორები ტურნირის იანვარში გადატანაზე დაიყოლიონ, როცა ტემპერატურა ასე თუ ისე ასატანია - საშუალო მაჩვენებელი 30 გრადუსს უახლოვდება. თუმცა თავად ორგანიზატორები 2022 წლისთვის გასაოცარ სტადიონებს გვპირდებიან, კლიმატ-კონტროლით, რომელიც ყველა პრობლემას მოხსნის არენებზე.

ყატარი მუნდიალის მასპინძლობას 12 ეკო-მეგობრულ, კარბონულ სტადიონზე აპირებს, რომლებიც მზის მწველი სხივების ენერგიას ფეხბურთელთა და გულშემატკივართა გასაგრილებლად გამოიყენებენ. როცა თამაშების დღე არ იქნება, მზის ენერგია, რომელსაც ეს სტადიონები გამოიმუშავებენ, ქვეყნის ელექტრომომარაგებას შეეშველება. მოკლედ, 12 ბრწყინვალე (შეხედეთ ილუსტრაციებს) სტადიონი ამავდროულად ენერგიის წყარო იქნება ქვეყნისათვის.

მოგეხსენებათ, ყატარი პატარა ქვეყანაა და მას არაფერში სჭირდება 12 მსოფლიო კლასის სტადიონი, ეს უკვე გათვალისწინებული აქვთ ორგანიზატორებს და მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონებს ისეთი კონსტრუქცია ექნება, რომ მათი დემონტაჟი ძალზე იოლად მოხერხდება. ამიტომაც 12-დან 9 სტადიონს ნაწილობრივი დემონტაჟი ელის, ხელშეუხებელი დარჩება მხოლოდ სამი არენა, რომლებსაც მომავალშიც გამოიყენებენ ეროვნული თუ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისათვის. ცოტა კი გულდასაწყვეტია, რომ ხელოვნების ეს ნიმუშები 2022 წლის მერე ასეთი სახით აღარ იარსებებს, განსაკუთრებით კი დოჰას პორტის მომავალ სენსაციაზე გვწყდება გული, რომელსაც მთლიანი დემონტაჟი ელის.

ლუსაილ აიკონიკ სტედიუმი

"ლუსაილ აიკონიკ სტედიუმი", რომელიც ლუსაილ სიტიში აშენდება 86 250 მაყურებელს დაიტევს და ის გახსნისა და ფინალურ მატჩს უმასპინძლებს მუნდიალზე. სტადიონი ფუნქციონირებას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც გააგრძელებს, მას დემონტაჟი არ ემუქრება. სტადიონი ტრადიციული არაბული ნავის, დჰოუს ესკიზის მიხედვით შეიქმნება და ის გარშემო წყლით იქნება დაფარული.

დოჰა პორტ სტედიუმი

თავიდან ბოლომდე მოდულირებული სტადიონი 44 950 მაყურებლით. ის ყურის ხელოვნურ ნახევარკუნძულზე გაშენდება. მის დიზაინში წყალქვეშა სამყაროს ტონები ჭარბობს. გარე ფასადს ყურის წყალი გააგრილებს და ფანტასტიკურ სანახაობას შექმნის. ფანებს სტადიონამდე მიღწევა შეეძლებათ, როგორც ხმელეთით, ასევე წყლის ტაქსით ან ბორანით. სამწუხაროდ, როგორც კი მუნდიალი მორჩება, ეს საოცრება აღარ იარსებებს, დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ ტრიბუნებს კი არაბები განუვითარებელ ქვეყნებს აჩუქებენ.

სპორტს სიტი სტედიუმი

სტადიონის დიზაინს სული ტრადიციულმა არაბულმა კარავმა ჩაჰბერა. სტადიონი 47 560 ადამიანს დაიტევს. სტადიონის სახურავი, ტრიბუნები, მოედანი, ყველაფერი მოძრავი და მობილური იქნება, რაც "სპორტს სიტი სტედიუმს" ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მოხერხებულ არენად აქცევს მსოფლიოში და მისი გამოყენება სხვადასხვა ღონისძიებებისთვის იქნება შესაძლებელი, მათ შორის -არასპორტულისაც.

ედუქეიშენ სიტი სტედიუმი

მას ალმასის ფორმები ექნება, დღისით და ღამით სულ სხვადასხვაგვარად იკაშკაშებს. სტადიონი 45 350 მაყურებელს დაიტევს. ეს სტადიონი უნივერსიტეტების ქალაქში აშენდება და იოლად მისასვლელი იქნება მეზობელი ბაჰრეინელი ფანებისთვისაც. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სტადიონს ნაწილობრივი დემონტაჟი ჩაუტარდება, დარჩება 25-ათასიანი ტრიბუნები და საუნივერსიტეტო სპორტის უმთავრესი არენა გახდება.

უმ სლალ სტედიუმი

ყატარის ისტორიული ციხესიმაგრის ახლოს აშენდება. ის 45 120 ადამიანს დაიტევს. მისი დიზაინი ტრადიციული არაბული ციხესიმაგრეების თანამედროვე გადაწყვეტას ეფუძვნება. მუნდიალის შემდეგ ისიც სანახევრო დემონტაჟს ექვემდებარება, შემდეგ კი სტადიონს "ფკ უმ სლალი" ჩაიბარებს.

ყატარ უნივერსიტი სტედიუმი

ახლა მის ადგილზე მძლეოსნური კომპლექსია, ახალი სტადიონი 43 520 ადამიანს დაიტევს. სტადიონის დიზაინი არაბული გეომეტრიული ფორმებით იქნება დატვირთული. მუნდიალის შემდეგ სტადიონი 23 ათას ადამიანს დაიტევს.

ალ-ღარაფა სტედიუმი

უკვე არსებული "ალ-ღარაფა სტედიუმი" სიმაღლეში გაიზრდება, დაემატება ახალი ტრიბუნები და 44 740 გულშემატკივარს დაიტევს. სტადიონი "შემოწნული" იქნება გარედან. ტურნირი დასრულდება და "ალ-ღარაფა" ისევ ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდება.

ალ-ხორ სტედიუმი

ეს ძალიან ლამაზი არენა ზღვისპირა კურორტის მოტივზე იქნება აგებული. ის 45 330 ადამიანს დაიტევს. სტადიონიდან არაბეთის ყურის ფანტასტიკური ხედი იქნება გადაშლილი.

ალ-რაიან სტედიუმი

ეს სტადიონი უკვე არსებობს, უბრალოდ მისი ტევადობა გაორმაგდება და 44 740 ადამიანს მიაღწევს. არენის გარე ფასადი იქნება დიდი ეკრანი.

ალ-ვაკრა სტედიუმი

ალ-ვაკრა ყატარის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც თევზით ვაჭრობით და ალმასების მოპოვებით იყო განთქმული. სტადიონი სანახევროდ წყალში იქნება, იმ წვლილის აღსანიშნავად, რაც ზღვამ ამ ქალაქის ისტორიაში შეიტანა. ტევადობა - 45 120 მაყურებელი.

ალ-შამალ სტედიუმი

ტევადობა მუნდიალზე - 45 120, მუნდიალის მერე - 19 620. მის დიზაინშიც მეთევზეთა ნავის, დჰოუს ელემენტებია გამოყენებული. გულშემატკივარი დოჰადან ექსპრესმატარებლით ან მეტროთი მოაღწევს, ბაჰრეინიდან - წყლის ტაქსებით და ბაჰრეინ-ყატარის მეგობრობის ხიდის წყალობით.

ხალიფა ინტერნეშნლ სტედიუმი

ეს სტადიონი 2006 წლის აზიის თამაშებისთვის შეალამაზეს. მისი ამჟამინდელი ტევადობა 50 ათასია, მაგრამ მუნდიალის დროს 68 ათასამდე გაიზრდება.

ყატარი ან დავლათ ყატარი

საამირო ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ყატარის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ხმელეთით მხოლოდ საუდის არაბეთს ესაზღვრება, სრუტის იქით კი კუნძული ბაჰრეინია. ბუნებრივი აირითა და ნავთობის ექსპორტით უზომოდ გამდიდრებული ერთ დროს უღარიბესი არაბული საამირო. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით (89 ათასი დოლარი წელიწადში) ყატარი მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა. ყატარში აბსოლუტური მონარქიაა, იქ ალ-ტანის საგვარეულო მეფობს მე-19 საუკუნიდან.

ამირა: ჰამიდ ბინ ხალიფა

ტერიტორია: 11,437 კმ კვ

მოსახლეობა: 1 მლნ 696 ათასი ადამიანი

ფულის ერთეული: რიალი

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის