ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხუთი წააგე, შეგერგება

ხუთი წააგე, შეგერგება

არსენ ვენგერი: "ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი რომ იცოდეს, ნანი ჩემზე 1600-ჯერ ჭკვიანი უნდა იყოს“

შარშან, შარშანწინ ან უფრო ადრე „არსენალს“ შობის დადგომამდე, 5 თამაში რომ წაეგო, ჩემპიონობაზე ფიქრსაც ვეღარ გაბედავდა, მაგრამ დღეს ინგლისში სხვა მდგომარეობაა. მერე რა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯერ ერთხელაც კი არ წაუგია, ხოლო მისი პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი მთავარ ბრძოლას „ჩელსისთან“ ელის. ჩახედეთ ცხრილს - ლიდერთაგან შანსი ყველას აქვს.

„ყველას თავისი აზრი აქვს, წინასწარმეტყველი კი არავინ არის, - ღიმილით პასუხობს ნანის „მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი. - პირადად მე ფეხბურთში ჭიპი მაქვს მოჭრილი, მწვრთნელის რანგში 1600 თამაში ჩამიტარებია და არ ვიცი, ვინ გახდება ჩემპიონი. იმისათვის, რომ იცოდეს, ნანი ჩემზე 1600-ჯერ ჭკვიანი უნდა იყოს“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ ორი კვირის წინ „ოლდ ტრეფორდზე“ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. გაიმარჯვა მანჩესტერის გუნდმა. ის, რომ „იუნაიტედს“ ერთხელაც არ წაუგია, ხოლო „არსენალმა“ ხუთი მარცხი იწვნია, ზემოთ მოგახსენეთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ცხრილში მათ შორის მხოლოდ ორქულიანი განსხვავებაა. აი, ასე ხვდება ჩრდილოლონდონელთა გუნდი „ბოქსინგ დღეს“, უფრო სწორედ კი ორშაბათს, როდესაც „ემირეიტ სთედიუმზე“ ჩემპიონი, „ჩელსი“ ესტუმრება. დაამატეთ ამას, რომ გამოჯანმრთელდა კაპიტანი სესკ ფაბრეგასი, რომელმაც ორთავა კუნთი მოირჩინა, ხოლო რობინ ვან პერსი დაამებული კოჭით თანდათან უკეთ და უკეთ თამაშობს.

ვენგერი ამბობს: „გაოცებული ვარ 5 თამაში რომ წავაგეთ, აქედან სამჯერ შინ და თან ისეთ გუნდებთან, რომლებიც ჩვეულებრივ ჩემპიონობისთვის არ იბრძვიან და ამის მიუხედავად კვლავ ფავორიტთა შორის ვართ. არ დავსჯილვართ. ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ვითამაშებთ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტების წინააღმდეგ“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „არსენალი“ უკვე ეთამაშა „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“. ამ შეხვედრებიდან „მეთოფეებმა“ მხოლოდ ერთი მოიგეს - ისტლენდზე „სიტისთან“ 3:0. დაგვეთანხმებით, სახარბიელო შედეგი არ არის, მაგრამ ვენგერს სწამს, რომ მას და მის ბიჭებს მაინც შეუძლიათ 2004 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ჩემპიონები, თუმცა, ამისათვის შინ თამაში მართლაც გასაუმჯობესებელია. „არსენალი“ „ემირეით სთედიუმზე“ „ნიუკასლთან“, „ტოტენჰემთან“ და „ვესტ ბრომვიჩთან“ დამარცხდა.

„როდესაც „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დავმარცხდით, ვგრძნობდით, რომ მეტოქეს თამაშით არ ჩამოუვარდებოდით. გარდა ამისა, მწამს, რომ პერსპექტივა ჩვენ უფრო დიდი გვაქვს, რადგან ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება, საკუთარი თავის რწმენაა. რასაკვირველია, კარგია, როდესაც ხედავ, რომ მეტოქეს თამაშის ხარისხით არ ჩამოუვარდები, მაგრამ უმჯობესია ის დაამარცხო. საამისოდ, ჩვენს ფეხბურთს ცივი, გაწონასწორებული ელემენტი უნდა დავამატოთ.

ჩვენ დიდი ამოცანის წინაშე ვდგავართ. საკუთარ თავს მიზნად დინამიზმით აღსავსე, ჭკვიანური ფეხბურთის თამაში დავუსახეთ. „ჩელსი“ უძლიერესი გუნდია, რომლისგან სისუსტეს არც ერთ ასპექტში არ ველით. მის წინააღმდეგ ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და დავამტკიცოთ, რომ შინ ძალიან ძლიერები ვართ.

დღეს „არსენალისთვის“ უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგას. იანვარი გადამწყვეტი თვეა, რადგან უამრავი თამაში გვიწევს როგორც პრემიერლიგაში ასევე „ქარლინგისა“ და ფეხბურთის ასოციაციის თასებზე. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი ყურადღებითა და მობილიზებით ჩავატარებთ ამ შეხვედრებს“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა