იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განვლილი წელიწადი შეაფასა

2010 წელი იტალიური ფეხბურთისთვის მაინცდამაინც წარმატებული არ გამოდგა. მართალია, მილანის "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მუნდიალი მოიგო, მაგრამ რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატზე შერცხვნენ აპენინელები. სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე იტალიის ეროვნული ნაკრები ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. თანაც, ჯგუფიც არის და ჯგუფიც - "სკუადრა აძურა" პარაგვაის, სლოვაკეთის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან პაექრობაში შერცხვა.

აფრიკაში განცდილ ფიასკოს მარჩელო ლიპის სკამი შეეწირა, მისი ადგილი კი ჩეზარე პრანდელიმ დაიკავა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი "აძურამ" კარგად დაიწყო, ჯგუფში პირველ ადგილზეა, თუმცა ვერც იმას დავიჩემებთ, რომ გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს. პრანდელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია და იმ ბირთვს არჩევს,

რომელსაც სამომავლოდ დაეყრდნობა.

როგორ აფასებს სინიორ ჩეზარე განვლილ წელიწადს და რა შეხედულებები აქვს იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე? - ამ ყველაფერზე მან "სქაი იტალიასთან" ისაუბრა, რასაც ქვემოთ, ინტერვიუს სახით გთავაზობთ.

- ვის დაასახელებდით წლის საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად?

- ჩემი რჩეულია ანტონიო კასანო. ის, რომ გასულ სეზონში "სამპდორიამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, დიდწილად სწორედ კასანოს დამსახურებაა. სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერავინ გამოიჩინა თავი და იძულებულნი ვართ, საკლუბო დონეზე თავგამოჩენილებში გავაკეთოთ არჩევანი. მე სწორედ კასანოს მივანიჭებდი უპირატესობას, იტალიური ფეხბურთისთვის ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

- აქვე ვთქვათ, ვინ გაგიცრუათ ყველაზე მეტად იმედები?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, რადგან იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და შეიძლება ეს არასწორად გაიგონ. როგორც ნებისმიერმა რიგითმა იტალიელმა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღე. ჩვენი ნაკრებისგან გაცილებით მეტს ველოდი და ძალიან მეწყინა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ჩავრჩით.

- მუნდიალზე ნაკრების ასპარეზობა იტალიურ ფეხბურთში არსებული კრიზისის ნათელი დადასტურებაა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ასე მარტივად არ არის საქმე. იტალიურ ფეხბურთში მწვავე კრიზისი იყო, როდესაც 2006 წელს "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზოს. არ მახსოვს პერიოდი, როდესაც ჩვენს ფეხბურთში პრობლემები არ ყოფილიყოს, ამიტომ, უნდა მოვეშვათ წუწუნს და საქმე ვაკეთოთ.

- როგორ შეაფასებთ თქვენს მუშაობას ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და როგორი იქნება "სკუადრა აძურა" 2011 წელს?

- ჩემი მოლოდინი გამართლდა, ნაკრების გაწვრთნა ძალიან საინტერესოა და ენთუზიაზმით ვარ აღსავსე. განვლილ სამუშაოს დადებითად შევაფასებ, რადგან არაერთი ახალი ფეხბურთელი ვნახეთ საქმეში და რაც მთავარია, შედეგი გვაქვს დადებითი. ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და თუ ასე გავაგრძელეთ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რევოლუციურ ცვლილებებს ნამდვილად არ ვფაპირებ.

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ ბირთვი უკვე შეარჩიეთ?

- ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ ბირთვი შერჩეულია, მაგრამ დროა, გუნდის ჩამოყალიბებაზე და ფეხბურთელთა შეთამაშებაზე ვიზრუნოთ. ერთი სული მაქვს როდის დაუბრუნდება მოედანს ანტონიო კასანო, რათა თავდასხმაში მარიო ბალოტელის შევუწყვილო. ვფიქრობ, ორივე უდიდესი შესაძლებლობების ფეხბურთელია და მათი ტანდემი ნებისმიერი გუნდის დაცვის ხაზს შეუქმნის პრობლემებს. სამწუხაროდ, აქამდე ძირითადად ისე ხდებოდა, რომ ან ერთი იყო ტრავმირებული, ან მეორე. კასანო სულაც გუნდიდან მოკვეთეს და ოპტიმალური კონდიციისგან შორს არის.

- როგორ ფიქრობთ, სად ჯობია გააგრძელოს კარიერა კასანომ, "მილანში" თუ "სამპდორიაში?

- იქ, სადაც მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. მისი შესაძლებლობების ფეხბურთელს ეს არც "სამპაში" უჭირდა და წესით, არც "მილანში" უნდა გაუჭირდეს. ამიტომ, არა მგონია ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია, ჭკვიანად იყოს და მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე მოახდინოს კონცენტრაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანტონიო იტალიურ ფეხბურთს ძალიან სჭირდება.

- ცნობილია, რომ ფრანჩესკო ტოტისთან ახლო მეგობრობა გაკავშირებთ...

- გასაგებია კითხვის ქვეტექსტი... ვადასტურებ, რომ ტოტი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, მეგობრობის ხათრით ეროვნულ ნაკრებში ვერავის გამოვიძახებ. ფრანჩესკო რომ ოპტიმალურ ფორმაში იყოს და ისე თამაშობდეს, როგორც ხუთი წლის წინ, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი ისე გამოვიძახებდი ეროვნულ ნაკრებში. ამ ეტაპზე, მისი საჭიროება არ დგას და თუ მერე ახალგაზრდობა გაიხსენა, რატომაც არა, აუცილებლად გამოვიძახებ.

- სერია A-ზე გადავიდეთ. რამდენად კანონზომიერია "მილანის" ლიდერობა?

- სატურნირო ცხრილი არასდროს ტყუის, რადგან იქ იმას ენიჭება უპირატესობა, ვისაც მეტი ქულა აქვს. რადგან "მილანმა" ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, ე.ი. იმსახურებს კიდეც ლიდერის პოზიციას. ვფიქრობ, "როსონერი" ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია და ეს გუნდი კიდევ მოუმატებს. კომპლიმენტები მინდა ვუძღვნა მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს და შესაბამისად, შედეგიც აქვს. ვფიქრობ, "მილანის" მიმართ არ უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნნი, ახალი მწვრთნელის ხელში გუნდმა ერთი ტროფეიც რომ მოიგოს, ეს უკვე დიდი წარმატება იქნება.

- იქნებ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ სხვა გუნდებზეც გვითხრათ თქვენი აზრი.

- სადაც ალეგრი შევაქე, იქაც ედუარდო რეია და ვალტერ მაძარი უნდა ვახსენო. შესანიშნავად მუშაობენ და ის, რომ მათი გუნდები მეორე-მესამე ადგილზე არიან, სწორედ მწვრთნელთა დამსახურებაა. ძალიან მომწონს "იუვენტუსი", ტურინელები სწორი გზით მიდიან და აუცილებლად მიაღწევენ საწადელს. მიმდინარე სეზონში, ეს შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იყოს, ან სულაც სკუდეტო. ბოლო თამაშებში "რომაც" შესანიშნავად გაისარჯა და ვფიქრობ, ეს გუნდიც ლიდერთა მარაქაში იქნება. აი, რაც შეეხება "ინტერს", ერთი ღმერთმა იცის როგორ დასრულდება სეზონი ამ გუნდისთვის. ჯერ ხომ ისიც კი არ ვიცით, ვინ შეცვლის რაფაელ ბენიტესს. აქვე ვიტყვი "ფიორენტინას" შესახებ და გამოვთქვავ იმედს, რომ "ვიოლა" სეზონის მეორე ეტაპზე გაცილებით უკეთეს ფეხბურთს გვაჩვენებს. ამ გუნდს შესწევს უნარი ევროსაგზურისთვის იბრძოლოს.

- მწვრთნელები ახსენეთ და გვითხარით, ვინ არის 2010 წლის საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი?

- ჩემი აზრით, საუკეთესო კარლო ანჩელოტი გახლავთ. ინგლისის პრემიერლიგას შესანიშნავად მოერგო, ჩემპიონი გახდა და დაგვანახა, რომ უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტია. ამაში ბევრს ეპარებოდა ეჭვი და ეს მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მართალია, ბოლო პერიოდში "ჩელსის" ჩავარდნა დაეწყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არისტოკრატები სიძნელეებს მალე დაძლევენ. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ კარლეტო ჩემი მეგობარია, ის ობიექტურად საუკეთესოა და დარწმუნებული ვარ, პოზიციებს არც სამომავლოდ დათმობს.

- ბოლოს, რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც მოკლედ გაგვეცით პასუხი: წლის საუკეთესო ლეგიონერი სერია A-ში?

- ედისონ კავანი, ჯერ "პალერმოში" და ახლა უკვე "ნაპოლიში" შესანიშნავი ასპარეზობიდან გამომდინარე.

- წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი უცხოეთში?

- ჯუზეპე როსი, მას ვერავინ შეედრება.

- წლის საუკეთესო იტალიელი მეკარე?

- ერთის გამორჩევა გამიჭირდება, ისინი, ვისაც ეროვნულ ნაკრებში ვიძახებ.

- წლის ადამიანი იტალიურ ფეხბურთში?

- ჟოზე მოურინიო. მართალია, იტალიელი არ არის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მისი თავკაცობით "ინტერმა" ყველაფერი მოიგო.

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა