ორმა მადრიდულმა კლუბმა, "რეალმა" და "ხეტაფემ" ერთმანეთს ორი პედრო გაუცვალა

ორმა მადრიდულმა კლუბმა, "რეალმა" და "ხეტაფემ" ერთმანეთს ორი პედრო გაუცვალა - "სამეფო კლუბმა" "ხეტაფეს" ერთ-ერთი ლიდერი პედრო ლეონი შეიძინა, ხოლო გარეუბნის გუნდმა, რომელსაც "რეალის" ლეგენდა მიჩელი წვრთნის, "რეალის" სარეზერვო გუნდიდან პედრო მოსკერა მიიღო. მოსკერა 22 წლის ნახევარმცველია, რომელმაც შარშანდელი სეზონი "რეალ კასტილიაში" გაატარა. გუშინ "ალფონსო პერეს კოლიზეუმზე" მისი პრეზენტაცია გაიმართა. დღეს პედრო მოსკერა ანდალუსიაში შეკრებაზე მყოფ "ხეტაფეს" შეუერთდება. მოსკერა მიჩელის მე-4 შენაძენია ამ ზაფხულს ხავიერ არისმენდის, ივან მარკანოსა და ბორხა ფერნანდესის შემდეგ. "ლოს ასულონესი" ევროპის ლიგის გათამაშებაში მონაწილეობისთვის ემზადება. მოსკერა, რომელსაც თამაშის სტილით ჩაბი ალონსოს ამსგავსებენ, 2000 წლიდან "რეალში" იყო და ის "სამეფო კლუბის" ახალგაზრდულ გუნდს კაპიტნობდა. მოსკერა ესპანეთის 17 და 19 წლამდელთა ნაკრებების წევრიც იყო.

საპირისპირო მხარეს განხორციელებული ტრანსფერი უფრო ხმაურიანია. პედრო ლეონი "ხეტაფემ" შარშან 4 მილიონ ევროდ შეიძინა და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ მარჯვენა ვინგერმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ ცხადი იყო პატარა კლუბი მის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა, თუმცა "ხეტაფეს" სპორტული დირექტორი ტონი მუნიოსი იმედოვნებს, რომ ახალ სეზონს პედრო ლეონი მაინც "ხეტაფეში" გაატარებს... იჯარით. პედრო ლეონი 23 წლისაა, ის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. "რეალის" ახალწვეულს დედა ეკვადორელი ჰყავს და, შეიძლება, მალე პედრო ლეონი ეკვადორის ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ, თუმცა აქამდე ფეხბურთელი არ კარგავდა იმედს, რომ მას "ფურია როხაში" ათამაშებდნენ. "რეალსა" და "ხეტაფეს" შორის განხორციელებული გაცვლის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა შეუძლებელია ეს ერთი ერთზე გაცვლა ყოფილიყო.

ესპანეთში ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერებიდან გამოვყოფთ არგენტინელი პლეიმეიქერის არიელ იბაგასას გადასვლას ბერძნულ "ოლიმპიაკოსში". პრიმერას დანაკარგთან ერთად შენაძენიც აქვს - "სარაგოსამ" 20 წლის კოლუმბიელი ფორვარდი მარკო პერესი იჯარით აიყვანა, "იუვილერმა" ბოლო სეზონი არგენტინულ "ხიმნასია დე ლა პლატაში" გაატარა იჯარით. "ესპანიოლმა" კი "ნაპოლიდან" არგენტინელი მარცხენაფლანგელი ხესუს დატოლო ითხოვა.

ესპანური ტრანსფერები

8 ივლისიდან დღემდე

ფეხბურთელი საიდან სად თანხა

ბორხა ვალერო ვესტ ბრომვიჩი ვილიარეალი 6 მლნ€

მატეო კონტინი ნაპოლი სარაგოსა 2,1 მლნ€

ხესუს დატოლო ნაპოლი ესპანიოლი იჯარა

იბან ზუბიაურე ბილბაო ალბასეტე იჯარა

კეირისონი (ბრა) ბარსელონა სანტოსი იჯარა

სტოპირა (კაბ. ვერ) სანტა კლარა (პორ) დეპორტივო თავ. აგ.

არიელ იბაგასა ვილიარეალი ოლიმპიაკოსი თავ. აგ.

პედრო მოსკერა რეალი ბ ხეტაფე გაცვლა

პედრო ლეონი ხეტაფე რეალი გაცვლა

ანდრეს ფერნანდესი ოსასუნა უესკა იჯარა

მარკო პერესი (კოლ) ჩიკო (კოლ) სარაგოსა იჯარა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე