"ვიტ ჯორჯიამ" პირველი ლიგის "მეშახტედან" ორი თავდამსხმელი დაიმატა - 21 წლის ლაშა გაბრიჭიძე და 19 წლის გიგა ჯუღელი

ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებით სხვა გუნდები ალბათ კიდევ ერთხელ გაძლიერდებიან. ჯაბა ლიპარტიას აზერბაიჯანულ "ყარაბახში" ვოიაჟზე უკვე ვწერდით. ეს გუნდი ქართველ თავდამსხმელს იანვრის დასაწყისში ანთალიურ შეკრებაზე ელის და ალბათ კონტრაქტსაც გაუფორმებს.

"ვეტერინარები" ჯაბას გარდა კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი კლიმიაშვილის წასვლასაც ელიან. ამ შემტევი ნახევარმცველის გადაბირება ჩვენი ჩემპიონატის ლიდერთა ორ გუნდსაც უნდა, თასის ნახევარფინალისტ ქუთაისის "ტორპედოსაც" და უცხოურ კლუბებსაც - ერთი ბელგიურია, ერთი უკრაინული და ორიც რუსული (ერთი პრემიერლიგისაა, მეორე პირველი დივიზიონის).

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ კლიმიაშვილი სეზონს "ვიტ ჯორჯიაში" აღარ გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, "ვიტელთა" შემტევ პოტენციალს გაძლიერება სჭირდება და კლუბის მესვეურებმა ამაზე უკვე იზრუნეს.

გუშინ გაცხადდა, რომ "ვიტ ჯორჯიამ" პირველ ლიგაში მოასპარეზე ტყიბულის "მეშახტედან" ორი თავდამსხმელი დაიმატა - 21 წლის ლაშა გაბრიჭიძე და 19 წლის გიგა ჯუღელი.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულელთა გუნდის მიერ გატანილი 21 გოლიდან 18 ამ ორ ფორვარდზე მოდის - გაბრიჭიძემ თერთმეტი ბურთი გაიტანა, ჯუღელმა კი - შვიდი. მათ "ვიტ ჯორჯიასთან" სამწლიანი კონტრაქტები უკვე გააფორმეს.

fan-fan
კაიფობთ, თუ რა გაძლიერებაზეა საუბარი?
nukri
ვიტჯორჯია გაძლიერდაო:ჰაჰაჰა რა სასაცილოები არიან ვის ადებილებენ რა ფეხბურთელები გაუშვეს და ვინები მიუღიათ და ამას ქვია გაძლიერება?ჰაჰაჰაჰაჰა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა