და ტრანსფერებზე დაფიქრდა...

"ინტერის" მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანურ გრანდს ლეონარდო დამოძღვრავს. ანუ, ბრაზილიელი მწვრთნელი "სან სიროზე" ბრუნდება - თუმცა, უპრიანი იქნება თუ ვიტყვით "ჯუზეპე მეაცაზე", რადგან "ინტერისტები" სტადიონს სწორედ ასე მოიხსენიებენ. დიახ, წლების განმავლობაში "მილანის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ნამდვილი "მილანისტა" ამიერიდან "ინტერისტა" ხდება, რადგან ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა.

ეს ამბავი "როსონერის" გულშემატკივრებმა მეტად მტკივნეულად მიიღეს, რადგან ლეო მათი სათაყვანებელი პერსონა გახლდათ - მას მაშინაც უკრავდნენ ტაშს, როდესაც მისი დამოძღვრილი "მილანი" წარუმატებლად ასპარეზობდა. თუმცა, ერთია გულშემატკივარი და მეორე - კლუბის მკესვეურები. ლეოს სილვიო ბერლუსკონისთან დაეძაბა ურთიერთობა, ბრაზილიელი დღემდე მიიჩნევს, რომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაუმსახურებლად გაათავისუფლეს. სხვა შემთხვევაში, ლეონარდოს შესაძლოა არც მიეღო მასიმო მორატის შეთავაზება, მაგრამ ამ შემთხვევაში მან რევანშის შესანიშნავი შანსი მიიღო და როგორც ჩანს, ცდუნებას ვერ გაუძლო. მას მიეცა საშუალება დაუმტკიცოს ბერლუსკონის, რომ მისი გათავისუფლება შეცდომა იყო. ძალიან საინტერესო იქნება მომდევნო მილანური დერბი და ის, თუ როგორ დახვდებიან "როსონერის" გულშემატკივრები ლეონარდოს.

რაფაელ ბენიტესი რომ "ინტერს" დატოვებდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ გაცხადდა. მის შესაძლო შემცვლელთა შორის თავდაპირველად ლუჩანო სპალეტის კანდიდატურა გამოიკვეთა, თუმცა "ზენიტმა" იტალიელი სპეციალისტის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მორატი მზად იყო ლუჩანოსთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ რუსებისთვის საკომპენსაციო თანხა გადაეხადა, მაგრამ ამაზეც კატეგორიული უარი მიიღო. აი, ამის შემდეგ კი გაახსენდა მორატის, რომ ლეონარდო იყო უმუშევრად და წინადადებების მოლოდინში გახლდათ. სხვათა შორის, სინიორ მასიმომ ლეო ჯერ კიდევ მაშინ შეაქო, როდესაც ბრაზილიელი "მილანის" მთავარი მწვრთნელი იყო. მორატიმ ადრიანო გალიანის მოუწონა გადაწყვეტილება და დასძინა, თუ დასცალდა, გუნდს დიდ წარმატებებამდე მიიყვანსო. "მილანში" არ დასცალდა და ვნახოთ, რა ბედი ელის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. აქვე ვთქვათ, რომ ხელშეკრულება 2012 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა, ანუ, ლეოს წელიწადნახევარი აქვს იმისთვის, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და უფრო ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გამოკრას ხელი.

ამასობაში, უკვე ვრცელდება ინფორმაციები ლეონარდოს მიერ დაგეგმილი ზამთრის სატრანსფერო კამპანიის შესახებ. მორატისთან საუბარში ბრაზილიელ სპეციალისტს მაღალი კლასის ცენტრფორვარდის დამატების სურვილი გამოუთქვამს და პრეზიდენტისთვის ლუიშ ფაბიანოს ვარიანტი შეუთავაზებია. ბრაზილიის ნაკრების თავდასხმელი უკვე დიდი ხანია ცდილობს "სევილიას" თავი დააღწიოს, თუმცა ამ საქმისგან არაფერი გამოდის. მის "მილანში" შესაძლო გადასვლაზე ორი წლის განმავლობაში საუბრობდნენ, თუმცა "როსონერის" მესვეურებმა ჯერ კლაას იან ჰუნტელაარზე შეაჩერეს არჩევანი, შემდეგ კი რობინიოზე. და აი, ფაბიანოს "ინტერის" ვარიანტი გამოუჩნდა, რამაც ძალიან გაახარა. მოვუსმინოთ ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს: "მილანის "ინტერი"? - რატომაც არა, იქ ხომ მთავარ მწვრთნელად ჩემი მეგობარი ლეონარდო დაინიშნა. "ნერაძური" უდიდესი ტრადიციების გუნდია, რომელიც მუდმივად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. თუ შემოთავაზება იქნება, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, რადგან კარგა ხანია, რაც ძალების იტალიაში მოსინჯვა მინდა".

აქვე ვთქვათ, რომ ფაბიანო უკვე ხუთი წელია, რაც "სევილიაში" ასპარეზობს და ამ ხნის განმავლობაში 100 გოლზე მეტი აქვს გატანილი. იტალიურ პრესაში კიდევ არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა შორის "ინტერის" ახალი მწვრთნელის, რიკარდო მონტოლივოთი დაინტერესება უნდა გამოვარჩიოთ. ლეოს ჯერ კიდევ "მილანში" სურდა "ფიორენტინას" ლიდერის გადაბირება, მაგრამ მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ მიაღწევს საწადელს. ლეონარდომ უკვე მოასწრო პირველი კომენტარების გაკეთება და შემდეგი განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივია "ინტერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობა და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასიმო მორატის, რომელიც ბოლომდე მენდო და საპასუხისმგებლო მომენტში გუნდის მესაჭეობა დამაკისრა. მუხლჩაუხრელად ვიშრომებ, რათა ეს ნდობა გავამართლო. წლების განმავლობაში "მილანში" ვთამაშობდი და ეს გუნდი დღემდე ჩემს გულშია, თუმცა მე პროფესიონალი ვარ და იქ ვაპირებ მუშაობას, სადაც ჩემი საჭიროება დაინახეს და მენდეს. ამიტომ, თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ".

ერთი სიტყვით, ლეონარდოს დიდი გეგმები აქვს და ვნახოთ, რა გამოუვა მეორე მილანურ გრანდში.

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს