„ლევერკუზენის“ მეკარემ საახალწლო საჩუქრებში, შესაძლოა, ფერგიუსონის ღია ბარათიც აღმოაჩინოს

როცა „ლევერკუზენის“ მეკარე რენე ადლერი საახალწლო საჩუქრებს გახსნის, შესაძლოა, მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონის ღია ბარათი აღმოაჩინოს. გუშინ გამოცემა „კიოლნერ ექსპრესი“ იუწყებოდა, რომ რენეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სასურველ ფეხბურთელთა სიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ხსენებული გამოცემის ცნობით, „მანჩესტერელი“ სკაუტები ადლერს ბოლო სამი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ფერგიუსონს დაუდასტურეს, ეს ბიჭი „იუნაიტედში“ თამაშს მართლა იმსახურებსო. „მანჩესტერს“ კი, როგორც იცით, ზაფხულში ახალი მეკარე დასჭირდება, რადგან 40 წლის ედვინ ვან დერ სარი კარიერას ამთავრებს.

„კიოლნერ ექსპრესი“ იმასაც წერს, რომ რენეს ამ სეზონის ბოლოს „მანჩესტერში“ გადასვლა 24 მილიონ ევროდ შეუძლია. რენეს „ლევერკუზენთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად, ადლერს 2011 წელს თავის საყვარელ კლუბში გადასვლა შეუძლია, თუკი ეს კლუბი 24 მილიონს გადაიხდის. ადლერის ოცნების გუნდი კი სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედია“. ცნობა ამ პუნქტის არსებობის შესახებ „ლევერკუზენის“ მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმაც დაადასტურა.

„დიახ, ეს მართალია. პუნქტი ნამდვილად არსებობს და როგორც ვიცი, მას მანჩესტერელი სკაუტები დიდი ხანია აკვირდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამით დაძინება უნდა გამიჭირდეს,“ - აცხადებს ჰოლცჰოიზერი.

„ბაიერის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი კი პირდაპირ აღიარებს, რომ თუ „მანჩესტერი“ ადლერს ოფიციალური წინადადებით მიმართავს, „ლევერკუზენს“ უნიჭიერესი მეკარის შენარჩუნება გაუჭირდება. „ცხადია, ძალიან გვინდა, რომ რენემ ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს, მაგრამ თუ ისეთმა კლუბმა, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“, ადლერის გადაბირება მოისურვა, ჩვენ ვერ შევძლებთ მის შენარჩუნებას,“ - ამბობს „რუხი მგელი“. თუმცა რენე ადლერი არ არის ერთადერთი მეკარე, ვის ბედსაც ექსპერტები „მანჩესტერს“ უკავშირებენ. მასთან ერთად, „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლის კანდიდატები მანუელ ნოიერი (შალკე) და სერხიო ასენხოც (ატლეტიკო) არიან.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა