უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი ახალი ეტაპებით შეივსება

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი ახალი ეტაპებით შეივსება - ინდოეთი, აშშ, რუსეთი... ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ქვეყანას, რომელიც ახლა მასპინძლობს გრან-პრის, გარანტირებული არ ექნება კონტრაქტის გაგრძელება. ყველაზე ახლოს ეტაპის დაკარგვასთან ბელგიაა - სპას რბოლის ორგანიზატორებსა და ფორმულა 1-ის პრომოუტერებს შორის ხელშეკრულება 2011 წლის ბოლოს იწურება.

ბელგიის გრან-პრის ორგანიზატორები წაგებაში არიან - 2010 წელს მათმა ფინანსურმა ზარალმა 4.5 მილიონ ევროს გადააჭარბა. ფორმულა 1-ში ბელგიელი ჟერომ დ'ამბროზიოს მისვლას (ამ დღეებში მან "ვირჯინთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი) შეიძლება სიტუაცია უკეთესობისკენ შეეცვალა, მაგრამ სპას ეტაპის ბოსი ანდრე მაესი ამაში დარწმუნებული არ არის.

"რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ში მისი მისვლა - დადებითი მოვლენაა, - განაცხადა მაესმა. - მაგრამ გაზრდის თუ არა ეს ბილეთების რეალიზაციას, დარწმუნებული არ ვარ. ადრეც არ დადიოდა სპაზე ბევრი ბელგიელი გულშემატკივარი ფილიპ ადამსის (1994 წელს "ლოტუსში" გამოდიოდა) ან ბას ლეინდერსის სანახავად".

უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს ასევე იწურება მოქმედი ხელშეკრულებები ჩინეთის, თურქეთისა და იაპონიის გრან-პრიზე. თუ იაპონური რბოლის ისტორიასა და ტრადიციულად მაღალი დასწრების პროცენტს გავითვალისწინებთ, ეს ეტაპი, ალბათ, არ დაკარგავს ადგილს კალენდარში, ჩინეთისა და თურქეთის ორგანიზატორებისთვის კი სიტუაცია ასევე რთულია.

აქ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, რომ ყველაზე უხიფათოდ ბრიტანეთის გრან-პრია, რომლის ჩატარებაზე კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდეა გაფორმებული.

ჩინეთი 2011

თურქეთი 2011

ბელგია 2011

იაპონია 2011

სინგაპური 2012

ბაჰრეინი 2013

კანადა 2014

ავსტრალია 2015

მალაიზია 2015

ვალენსია 2015

ბრაზილია 2015

ესპანეთი 2016

უნგრეთი 2016

იტალია 2016

ს. კორეა 2016

აბუ დაბი 2016

გერმანია 2018

მონაკო 2020

ბრიტანეთი 2027

ახალი ეტაპების კონტრაქტების მოქმედების ვადა

ინდოეთი 2011-2021

აშშ 2012-2021

რუსეთი 2014-2020

რომის გრან-პრის ჩატარებაზე კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა ორგნიზატორები უკვე აცხადებენ, რომ პირველი რბოლის გამართვა 2013 წლისთვის აქვთ დაგეგმილი.

"პირველი რბოლა? ვფიქრობ, ის 2013 წელს გაიმართება. სტანდარტული პროცედურის თანახმად, საბოლოო გეგმებს მთავრობა 60 დღის განმავლობაში განიხილავს. თუ პროექტს წლის ბოლომდე მოიწონებენ, 2012 წელს ჩვენ მზად ვიქნებით.

რაც შეეხება პროტესტს, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება, პირიქით, მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ რამდენიმე დღეს რომის ამ რაიონში ათასობით მანქანის ნაცვლად მხოლოდ 24 ბოლიდი ივლის", - განაცხადა რომის გრან-პრის პრომოუტერმა მაურიციო ფლამინიმ.

avtuko
ოდესმე თბილისი თუ მოხვდება ამ სიაში?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის