"ოლიმპის" საფეხბურთო სკოლაში "ბენდელას თასის" მეოცე გათამაშების მონაწილე დიდების გუნდებიც ჩაერთვნენ

"ოლიმპის" საფეხბურთო სკოლაში "ბენდელას თასის" მეოცე გათამაშების მონაწილე დიდების გუნდებიც ჩაერთვნენ. მიზეზთა გამო მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა - დავით მუჯირის შეკრებილი "ოქროს თევზი" შოთა გორგოძის "თბილისს" შეხვდა. მუჯირის გუნდში მის გარდა თამაშობდნენ დინამოელი გია კვარაცხელია, ყოფილი დინამოელი მიშა მაზიაშვილი, საქართველოს ნაკრების მცველები, ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი, ფუტსალის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, ამავე ნაკრების წევრი აკაკი კაკაშვილი და გლდანი-ნაძალადევის პოლიიცის უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე.

საინტერესო გუნდია "თბილისიც": მეკარე ალექსი შარაშენიძე, ექსდინამოელი ირაკლი ვაშაკიძე, ლეგიონერები ლაშა ღონღაძე ("დაუგავა", ლატვია), კოტე ზარნაძე ("ოლიმპსი", ლატვია), დავით ჯანელიძე ("სკონტო", ლატვია), "ზესტაფონის" მცველი ლექსო ბენაშვილი, ბრესტის "დინამოს" ნახევარმცველი ზაზა ჭელიძე.

შედარებით გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "თბილისი" უფრო მობილიზებული და მონდომებული ჩანდა და ლაშა ნამორაძის გოლით დაწინაურდა.

მალე მუჯირმა ანგარიში გაათანაბრა, შემდგომაც "ოქროს თევზს" კიდევ ორჯერ მოუხდა ჩამორჩენის აღმოფხვრა - ქავთარაძისა და ბენაშვილის გოლებს კაკაშვილმა და ასათიანმა უპასუხეს და საბოლოოდ თამაში ფრედ - 3:3 დამთავრდა.

როგორც გვითხრეს, დღეს "ოქროს თევზში" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ დათო სირაძის დამატებასაც აპირებენ და ვფიქრობ, ტურნირი გახურდება. მიზეზთა გამო გუშინ "საბურთალომ" ვერ ითამაშა და დღეს ზედიზედ ორ მატჩს ჩაატარებს:

14:30. "საბურთალო" - "პრობაციონერები"

15:30. "ოლიმპი" - "ოქროს თევზი"

16:30. "სეუ" - "საბურთალო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე