საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბის სახელი ჯერ უცნობია

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი ირაკლი კლიმიაშვილი კარიერის რუსეთის პრემიერლიგაში გაგრძელებას აპირებს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბის სახელი ჯერ უცნობია. ცხადია, პირველი, რაც ვიფიქრეთ, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" იყო. თუმცა ეს ვარიანტი გადავამოწმეთ და გამოირიცხა. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 22 წლის ნახევარმცველით დაინტერესებული კლუბი ახალჩამთავრებულ რუსულ სეზონში პირველ დივიზიონში გამოდიოდა, მაგრამ 2011 წელს პრემიერლიგაში თამაშს იმედოვნებს. რომ არ დაიბნეთ, დავაზუსტებთ: პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბს ფინანსურად გაუჭირდა და მის ნაცვლად მთავარ ლიგაში გადასვლა კლიმიაშვილით დაინტერესებულ კლუბს სურს.

არადა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ირაკლის გადაბირება თბილისის "დინამოს" ახალ მმართველებს სურდათ. ეს მართლაც ასეა, კლუბის ახალი თავკაცები კლიმიაშვილს ნამდვილად შეხვდნენ და სამწლიანი კონტრაქტიც შესთავაზეს.

თუმცა სურვილი ერთია და ფეხბურთელის ჩანაფიქრი - მეორე, დღევანდელი გადასახედიდან კი ეს ტრანსფერი სათუო ჩანს. იგივე წყარო გვიმტკიცებს, რომ ირაკლი არც "დინამოში" გადავა და არც უკრაინა-ბელგიაში, რადგან რუსეთის პრემიერლიგის კლუბში თამაშს აპირებს. თუმცა რუსული ვარიანტიც საბოლოოდ არ გარკვეულა და "დინამოს" შანსი სწორედ ეს არის.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ირაკლის დამატება ქუთაისის "ტორპედოსაც" სურდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საქართველოში, "ვიტ ჯორჯიას" გარდა, არც ერთ სხვა კლუბში არ ითამაშებდა.

123456
დიტო ძია რუსეთში მეტს მიცემენ და იქ წავა ესეც,ყ**ზე არ კიდიათ ამათ ყველაფერი დანარჩენი
დიტო ძია
კაი რა ამის დედა ვატირე რა რუასეთს მიაკვდით , კლიმო გადადი დინამოში და არ ინანებ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა