ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური: კრამერი "გლადბახის" წინააღმდეგ [VIDEO]

გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური: კრამერი "გლადბახის" წინააღმდეგ [VIDEO]

ლუსიენ ფავრის გუნდმა სეზონში პირველი მატჩი ავტოგოლით წააგო
* კევინ დე ბრუინის 9 საგოლე პასი 11 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

* თომას მიულერმა წლევანდელი ბუნდესლიგის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

* "ლევერკუზენმა" მე-5 ფრე ითამაშა, რამდენიც მთელ შარშანდელ სეზონში.

* "დორტმუნდმა" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

გერმანიის ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, "ბორუსიების" დერბი იყო, რომელიც კვირას გაიმართა. შაბათს "ვერდერის" გამარჯვების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსია" ბოლო ადგილზე (!) გადავიდა. ასე რომ, იურგენ კლოპის გუნდს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა...

"მგლების" ზედიზედ მეექვსე

გუშინ, სანამ ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართებოდა, "ვოლფსბურგმა" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და შეინარჩუნა მეორე ადგილი. შეუდარებელია ბოლო მატჩებში "მგლების" გამთამაშებელი კევინ დე ბრუინი. "ჰამბურგის" წინააღმდეგ მან ორი საგოლე პასი შეასრულა და 11 ტურის შემდეგ 9 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. ბელგიელის პასებით ოლიჩმა და ჰანტმა იხეირეს.

"ბორუსიების" დერბიში კი მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე თავს იცავდა.

"დორტმუნდმა" 22 დარტყმა შეასრულა, აქედან 10 ზუსტი, ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი (ორივეჯერ როისმა), "გლადბახს" კი ერთხელაც არ შეუწუხებია ვაიდენფელერი.

და ასეთი უპირატესობის მიუხედავად, გასაკვირი არ იქნებოდა, შეხვედრა ნულოვანი ფრით რომ დასრულებულიყო. ზომერი ფანტასტიკურად თამაშობდა, იღბალიც არ იყო მასპინძლების მხარეს. ერთადერთი, ვინც "დორტმუნდის" მხარე დაიჭირა, "გლადბახის" საყრდენი ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი იყო. მან ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული გოლი გაიტანა - საკუთარ ნახევარზე, კარიდან სადღაც 35-40 მეტრში მიიღო ბურთი; ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ თავის მეკარეს ძლიერი და მაღალი დაურტყა, ზომერი კი წინ იყო გამოსული და ბურთი თავზე გადააფრინდა...

იხილეთ ვიდეო

"ბაიერნი" ბუნდესლიგაზე გადაერთო

"ბაიერნმა" გაინაღდა პირველი ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ახლა შეუძლია მთლიანად გადაერთოს ბუნდესლიგაზე, სადაც ჯერჯერობით არც ისე დიდია უახლოეს კონკურენტებთან უპირატესობა. რეკორდმაისტერი მოსაგებად ჩავიდა ფრანკფურტში "აინტარხტთან", რომელსაც ზედიზედ ოთხი ოფიციალური მატჩი ჰქონდა წაგებული.

საინტერესოა, რომ ბავარიელები ბოლო ოთხ მატჩში სტუმრად "აინტრახტს" ერთზე მეტ გოლს ვერ უტანდნენ. გარდა ამისა, ამ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდს სტუმრად ჩატარებულ ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. თან, მასპინძლების მწვრთნელი თომას შააფი რთულ ბრძოლას ჰპირდებოდა მეტოქეს.

მართლაც, "აინტრახტმა" საკმაოდ აქტიური პრესინგით დაიწყო და მატჩის შემდეგ ბავარიელი ფეხბურთელები აღიარებდნენ - თამაშის ორგანიზების მხრივ სერიოზული პრობლემები გვქონდაო. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყო, რომ ჩემპიონს დიდი ხნით გამოაკლდა დავიდ ალაბა, რომელსაც წელს როტაცია თითქმის არ ეხებოდა.

თუმცა "ბაიერნს" საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ავსტრიელის არყოფნა არ შემჩნიოს. პირველად ამ სეზონში, ძირითადში ვიხილეთ ფრანკ რიბერი და სწორედ მან მოამზადა საკუთარი გუნდის პირველი ორი გოლი. ორივე შემთხვევაში თომას მიულერმა იხეირა. მან ჯერ 23-ე წუთზე გაიტანა, 64-ე წუთზე კი ორამდე გაზარდა უპირატესობა.

საინტერესოა, რომ მე-60 წუთისთვის დარტყმების შეფარდება ხუთი ექვსთან იყო "ბაიერნის" სასარგებლოდ, მაგრამ როცა მიულერმა მეორე შეაგდო, "აინტრახტმა" თამაში დაამთავრა და ბოლო ნახევარ საათში სტუმრებმა 13 დარტყმა შეასრულეს. შესაბამისად, საქმე განადგურებამდე მივიდა. მიულერი კი ამ სეზონში მთლიანად ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა, კარიერაში კი მეორედ გაიტანა ერთ მატჩში სამი გოლი - პირველად ეს 2010 წლის პირველ მაისს "ბოხუმთან" მატჩში გააკეთა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ჯერომ ბოატენგის უნიკალური მიღწევა - "ბაიერნის" მცველი ზედიზედ 50 (!) მატჩია, არ მარცხდება ბუნდესლიგაში, რაც გერმანიის ლიგის ახალი რეკორდია.

იხილეთ ვიდეო

"ლევერკუზენიც" "დორტმუნდივით" ორსახაა

ჩემპიონთა ლიგის ბინადარ კიდევ ორ გუნდს მორიგი იმედგაცრუება ელოდა. "ლევერკუზენი" "დორტმუნდის" შემდეგ მეორე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ბუნდესლიგა შესწირა. "მონაკოსთან" მოგების შემდეგ როჯერ შმიდტის გუნდი დამარცხდა "ვოლფსბურგთან", "ბენფიკას" შემდეგ ფრედ ითამაშა "პადერბორთან", ახლა კი "ზენიტთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ "მაინცს" შინ ვერ მოუგო.

"ლევერკუზენმა" 24 დარტყმა შეასრულა "მაინცის" კარის მიმართულებით, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა სტუმრების დაცვასა და მეკარე კარიუსს. მასპინძლების უპირატესობაზე ნათლად მეტყველებს ერთი სტატისტიკური ფაქტი - კარიუსს უფრო მეტი შეხება ჰქონდა ბურთთან, ვიდრე "მაინცის" ბომბარდირ შინჯი ოკაზაკის (49 17-ის წინააღმდეგ). მოკლედ, "მაინცმა" გაძლო და შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია, "ლევერკუზენმა" კი უკვე მეხუთე ფრე ითამაშა ამ სეზონში - იმდენი, რამდენიც მთელ შარშანდელ ჩემპიონატში ჰქონდა.

და კიდევ, გრძელდება შტეფან კისლინგის კრიზისი - "ბაიერის" ფორვარდი აგერ, უკვე 814 წუთია, ვერ ახერხებს გოლის გატანას. ასეთი სერია მას არასოდეს ჰქონია.

რობერტო დი მატეო "შალკეს" ვერ შველის. იტალიელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ "მეშახტეებს" დაავიწყდათ სტუმრად ქულების აღება და შეტევაში თამაში. "შალკემ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო გასვლაზე, ხოლო იტალიელის ხელმძღვანელობით, უკვე მეოთხე შეხვედრაში ჩამორჩა მეტოქეს დარტყმების რაოდენობით - "ფრაიბურგთან" შეფარდება 11 19-თან იყო მასპინძლების სასარგებლოდ. რომ არა რალფ ფერმანის (7 "სეივი") კარგი თამაში, "შალკე" აუტსაიდერ "ფრაიბურგთან" უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა.

სხვა მატჩები

სხვა მატჩებიდან უნდა გამოვყოთ "ჰანოვერის" გამარჯვება ბერლინში "ჰერტასთან". თაიფუნ ქორქუთის გუნდმა უკვე სტუმრადაც დაიწყო ქულების დაგროვება, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 11 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ამოჰყო თავი. თან ამ სამ შეხვედრაში "ჰანოვერს" გოლი არ აქვს გაშვებული. რაც შეეხება "ჰერტას", ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იოს ლუჰუკაი თანამდებობის დატოვების მორიგი კანდიდატი გახდა.

"კიოლნმა" დაამტკიცა, რომ გასვლის გუნდია. იმ დროს, როცა "თხებს" შინ ხუთი ქულა აქვთ დაგროვებული, სტუმრად უკვე 10 ქულა მიითვალეს. თანაც, გასვლაზე მოუგეს "ჰოფენჰაიმს", რომელმაც სეზონში პირველი მატჩი მხოლოდ წინა ტურში წააგო.

ქებათა ქება ვიქტორ სკრიპნიკს, რომელმაც, როგორც ჩანს, კრიზისიდან გამოიყვანა "ვერდერი". უკრაინელმა, რომელსაც სამწვრთნელო ლიცენზიაც კი არ გააჩნია, ზედიზედ მესამე მატჩი (ორი ბუნდესლიგაში და ერთი - გერმანიის თასზე) მოაგებინა "ბრემენელ მუსიკოსებს". "ვერდერმა" პრაქტიკულად ფეხი არ გაანძრევინა შეტევაში "შტუტგარტს", რომელსაც შეტევა ძალიან უყვარს, თავად კი ორი უპასუხო გოლი გაიტანა და პირველი საშინაო გამარჯვება გაიფორმა, თან პირველად შეინახა "მშრალად" საკუთარი კარი.

ბუნდესლიგა. XI ტური

პარასკევი

7 ნოემბერი

ჰერტა-ჰანოვერი 0:2

გოლები: 0:1 ბრიანი (44), 0:2 კიიოტაკე (76)

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეიტინგა, ლუშტენბერგერი (55. ბრუქსი), პლატენჰარდტი, ჰოსოგაი, სკიელბრედი, ბეერენსი, ჰარაგუჩი (74. ვაგნერი), შტოკერი (60. რონი), კალუ.

ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ტესკერი, შმიდებახი, გიულსელამი, ბრიანი (90+2. ქარამანი), კიიოტეკე (87. ა. ზობიხი), ბიტენკურტი (77. შტინდლი), ხოსელუ.

გაფრთხილება: შტოკერი, ბრუქსი, რონი - ბიტენკურტი, კიიოტაკე

კუთხური: 4-7 ჯარიმა: 27-24 თამაშგარე: 7-2 კარში დარტყმა: 7(6)-11(9) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 39 710

შაბათი

8 ნოემბერი

აინტრახტი-ბაიერნი 0:4

გოლები: 0:1 მიულერი (23), 0:2 მიულერი (64), 0:3 მიულერი (67), 0:4 შაქირი (86)

აინტრახტი: ვიდვალდი, ჩენდლერი, რუსი, ანდერსონი, ოშჩიპკა, მედოიევიჩი, ჰასებე (90. იგნიოვსკი), აიგნერი (82. პიაზონი), სეფეროვიჩი, შტენდერა (67. კიტელი), მაიერი.

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ლამი (71. როდე), ჩაბი ალონსო, გიოტცე, რიბერი (76. შაქირი), მიულერი, ლევანდოვსკი (68. რობენი).

გაფრთხილება: ჩენდლერი, აიგნერი - რიბერი

კუთხური: 4-8 ჯარიმა: 21-14 თამაშგარე: 4-6 კარში დარტყმა: 6(4)-19(15) ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 51 500

აუგსბურგი-პადერბორნი 3:0

გოლები: 1:0 ტობ. ვერნერი (7), 2:0 ტობ. ვერნერი (47), 3:0 კალსენ-ბრაკერი (68)

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ფოილნერი, ბობადილია (61. ესვაინი), ჰალილ ალთინთოფი (85. ჯურჯიჩი), ტობ. ვერნერი, მატავჟი (76. მიოლდერსი).

პადერბორნი: ლ. კრუზე, ვემერი (44. ვუჩინოვიჩი), შტროდიკი, ციგლერი, ბრიუკნერი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი, ქოჩი (58. საგლიკი), შტოპელკამპი, მეჰა (72. რუპი), კაჩუნგა.

გაფრთხილება: ფოილნერი, ბაბა - ბაკალორცი, სტოპელკამპი, ციგლერი

კუთხური: 3-6 ჯარიმა: 18-15 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 11(8)-19(9) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 27 755

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 3:4

გოლები: 1:0 შალაი (2), 1:1 ოლკოვსკი (5), 1:2 ლემანი (12), 1:3 უჯა (35), 2:3 რობერტო ფირმინო (39), 3:3 რობერტო ფირმინო (45), 3:4 ოლკოვსკი (83)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, შტრობლი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი (70. რუდი), ბეკი, შვეგლერი (81. შიპლოკი), პოლანსკი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (81. ცუბერი), შალაი.

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მავრაი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი (82. მაროჰი), მატუშიკი (61. გერჰარდტი), ოლკოვსკი, ფოგტი, სვენტო (90+3. ოსაკო), უჯა.

გაფრთხილება: ბეკი - უჯა, ფოგტი

კუთხური: 7-4 ჯარიმა: 16-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 22(14)-12(4) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 30 150

ფრაიბურგი-შალკე 2:0

გოლები: 1:0 გიუნტერი (22), 2:0 შმიდი (68)

ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ტორეხონი, მიტროვიჩი, გიუნტერი, დარიდა, ჰიოფლერი, შმიდი, კერკი (73. ფრანცი), მეჰმედი (88. გუედე), ფრაისი (66. შაჰინი).

შალკე: ფერმანი, უჩიდა, ჰიოვედესი, ნოიშტედტერი, აოგო, ჰიოგერი, კირხოფი (73. ბარნეტა), სემი (56. ობასი), მ. მაიერი (46. ბოატენგი), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.

გაფრთხილება: ფრაისი - აოგო, ჰიოვედესი, ბოატენგი

კუთხური: 3-1 ჯარიმა: 14-13 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 18(11)-8(6) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 24 000

ლევერკუზენი-მაინცი 0:0

ლევერკუზენი: ლენო, დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, ჩალჰანოგლუ, ბელარაბი (81. იოზთუნალი), ბრანდტი (74. კრუსი), სონი (68. დრმიჩი), კისლინგი.

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი (79. ვოლშაიდი), ბუნგერტი, ბელი, დიასი (46. ხარა), გაისი, ბაუმგარტლინგერი, ხაირო (62. ალაგუი), მალი, კოო, ოკაზაკი.

გაფრთხილება: ვენდელი - ბელი, ხარა, კოო

კუთხური: 13-0 ჯარიმა: 16-23 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 24(13)-6(2) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 29 714

ვერდერი-შტუტგარტი 2:0

გოლები: 1:0 პრიოდლი (30), 2:0 ბარტელსი (57)

ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, პრიოდლი, გალვესი, გარსია, ბარტელსი (82. აიჩიჩექი), ფრიტცი, კროოსი (89. ობრანიაკი), იუნუზოვიჩი, დი სანტო, ელია (56. მაკიადი).

შტუტგარტი: კირშბაუმი, კლაინი, შვააბი (65. ბაუმგარტლი), რიუდიგერი, გ. საკაი, ორიოლ რომეუ, გენტნერი, სარარერი (63. ტიმ. ვერნერი), მაქსიმი, კოსტიჩი, ჰარნიკი.

გაფრთხილება: ობრანიაკი - ორიოლ რომეუ

კუთხური: 4-4 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 5-3 კარში დარტყმა: 12(4)-8(4) ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 40 284

კვირა

9 ნოემბერი

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 2:0

გოლები: 1:0 ოლიჩი (26), 2:0 ჰანტი (64)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, კნოხე, ვიერინია, ლუიშ გუსტავო, გილავოგი (84. ჯუნიორ მალანდა), პერიშიჩი, ჰანტი (80. არნოლდი), დე ბრუინი, ოლიჩი (84. ბენდტნერი).

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, ვესტერმანი, ოშტრჩოლეკი, ბეჰრამი, ნ. მიულერი (79. გრინი), ჰოლტბი, ვან დერ ვაარტი (79. ნაფიუ), იანსენი (70. შტიბერი), ლასოგა.

გაფრთხილება: ნალდო, ჰანტი - დიკმაიერი, ოშტრჩოლეკი, ლასოგა

კუთხური: 2-1 ჯარიმა: 13-17 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 13(6)-10(4) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 28 000

დორტმუნდი-გლადბახი 1:0

გოლი: 1:0 კრამერი (58-ს. კ.)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი (84. გინტერი), დურმი, ს. ბენდერი, კელი, მხითარიანი, კაგავა (73. გროსკროიტცი), როისი (88. იმობილე), ობამეიანგი.

გლადბახი: ზომერი, კორბი, შტრანცლი, იანტჩკე, ალვარო დომინგესი, კრამერი, ნორდტვეიტი (46. ვენდტი), ჰანი, ჰერმანი (75. ტრაორე), რაფაელი (65. აზარი), მ. კრუზე.

გაფრთხილება: დურმი, პაპასტატოპულოსი, იმობილე - ნორდტვეიტი, კრამერი

კუთხური: 7-0 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 8-1 კარში დარტყმა: 22(10)-1(0) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 80 667

ბომბარდირები: 6 - გიოტცე (ბაიერნი), დი სანტო (ვერდერი), ოკაზაკი (მაინცი), მიულერი (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი); 5 - კრუზე (გლადბახი), ლევანდოვსკი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა

"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა

"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?

"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგის" მცველს იმატებს

"ლევერკუზენმა" ბომბა შეიძინა

[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში

"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება

მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ

"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები

[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს

სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

MOPO: გოჩოლეიშვილმა ვარჯიშზე გაიტანა, მაგრამ თავის ტრავმა მიიღო

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

გოჩოლეიშვილის ჩინებული დაბრუნება - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" სძლია

"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს

ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს

ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა