"ნაპოლი" უკვე მესამეა
* სტეფან ელ შაარავიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

* "ლაციომ" 5-მატჩიანი მოგებათა სერია "ემპოლისთან" წაგებით დაასრულა.

* "პარმამ" ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა ჩემპიონატში.

სერია A-ს მე-11 ტური შაბათის ორი მატჩით გაიხსნა, რომელთა შორის "სამპდორია"-"მილანის" დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ. ამიტომ ჯერ გენუურ პაექრობაზე ვთქვათ, შემდეგ კი კვირის მატჩებზე გადავინაცვლოთ...

ლოგიკური და სანახაობრივი ფრე

"სამპდორია"-"მილანის" დაპირისპირება სანახაობრივი და მეტად საინტერესო გამოდგა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოთხი გოლი გავიდა და კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. შედეგი ლოგიკურია - "მილანი" უფრო ხშირად ფლობდა ბურთს, პირველ ნომრად ირჯებოდა, მაგრამ მათ კართან მეტი ხიფათი შეიქმნა და ამიტომ სტუმართა უპირატესობაზე ლაპარაკი გადაჭარბებული იქნება.

ანგარიში სტეფან ელ შაარავიმ გახსნა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა სეზონში - ცენტრიდან წაიღო ბურთი, საჯარიმოს მიუახლოვდა და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა. ტაიმის მიწურულს სტეფანო ოკაკა ჩუკამ დასწრებაზე ივარგა, ჩაკიდულ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ბადეში გაახვია - 1:1.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც გენუელებმა კუთხური ჩააწოდეს, მილანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კი ედერმა ისარგებლა და "სამპდორია" დააწინაურა. საბოლოო ანგარიში ჟერემი მენეზმა დააფიქსირა, რომელმაც სამართლიანად დანიშნული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად - 2:2.

მატჩის შემდეგ მილანელთა თავკაცი ფილიპო ინძაგი კმაყოფილი იყო: "გასულ ტურში "პალერმოსთან" ნაწვნევი მარცხის შემდეგ, გულშემატკივარს დავპირდი, რომ ასეთ უსუსურ "მილანს" აღარასდროს იხილავდა. დღეს გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და შეგვეძლო მოგვეგო კიდეც. თამაშის დიდი ნაწილი ბურთს სწორედ ჩვენ ვფლობდით და ეს კარგის ნიშანია. სატურნირო ცხრილში ის ადგილი არ გვიჭირავს, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს გააბედნიერებს, მაგრამ ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. გუნდი შენების პროცესშია და შედეგს დრო სჭირდება".

იხილეთ ვიდეო

"იუვემ" "პარმა" არ დაინდო

"იუვენტუსმა" "პარმას" შავი დღე აყარა და 7 უპასუხო გოლი გაუტანა. ფერნანდო ლორენტემ, კარლოს ტევესმა და ალვარო მორატამ დუბლები შეასრულეს, ერთი გოლიც შტეფან ლიხტშტაინერმა მიითვალა აქტივში. ტურინულმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ ვინ არის სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი.

აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ექსპერიმენტს მიმართა და გუნდი 4-4-2 ტაქტიკით განალაგა. დაცვის ფლანგებს შტეფან ლიხტშტაინერი და სიმონე პადოინი ამაგრებდნენ, ცენტრში კი ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ვიხილეთ. თუ შედეგით და თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ახალმა მოდელმა გაამართლა. არაა გამორიცხული, ალეგრიმ 4-4-2-ს უფრო ხშირად მიმართოს და იქნებ საბაზო ტაქტიკაც კი შეცვალოს.

მატჩის პერიპეტიების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ტურინელებმა ყველა გემოვნების გოლი გაიტანეს.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი მეცხრე ცაზე იყო და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი "იუვეს" ხილვა სურს მომავალში. "იუვენტუსის" თავკაცმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ოლიმპიაკოსის" ძლევამ მის გუნდს ფრთები შეასხა. მოკლედ, ტურინულმა გრანდმა მორიგი მეტოქე მოინელა, გაგრძელება კი იქნება...

იხილეთ ვიდეო

"ლაციოს" მოულოდნელი მარცხი

"ლაციომ" 5-მატჩიანი მოგებათა სერია "ემპოლისთან" შეწყვიტა, რასაც ცოტა თუ მოელოდა. თამაში თანაბარი გამოდგა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მასპინძლებმა უფრო ივარგეს. ანგარიში ტოსკანელთა მცველმა ფედერიკო ბარბამ თავური დარტყმით გახსნა, რასაც მასიმო მაკარონეს ეფექტური და შედეგიანი დარტყმა მოჰყვა - 2:0. სტუმრებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს, მიზანს ფილიპ ჯორჯევიჩის თავურმა უწია. სამწუხაროდ, ლევან მჭედლიძე ბოლომდე თადარიგში დარჩა.

მატჩის შემდეგ რომაელთა თავკაცმა სტეფანო პიოლიმ შეგირდები გააკრიტიკა: "ფეხბურთელები არაერთხელ გავაფრთხილე, რომ "ემპოლისთან" მატჩში შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა წარმოეჩინათ. თამაშისთვის სათანადოდ ვერ განვეწყვეთ და როდესაც ავთამაშდით, უკვე გვიანი იყო".

"ნაპოლი" სიჩქარეს კრეფს

როდესაც გასულ ტურში "ნაპოლიმ" "რომა" დაამარცხა, აღვნიშნეთ, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაება. სამხრეთელებმა ტემპი არც ფლორენციაში დააგდეს და "ფიორენტინა" მისსავე მოედანზე დაამარცხეს - 1:0. ერთადერთი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან განვითარებული იერიში უზუსტესი დარტყმით დააბოლოვა. ბოლო შეხვედრებში იგუაინი შეუჩერებელია და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია "ნაპოლის" პროგრესში.

რაც შეეხება ფლორენციულ პაექრობას, სტუმართა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. სახიფათო მომენტი მასპინძელთა კართან მეტი შეიქმნა და თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს პაექრობა, სწორედ რაფა ბენიტესის გუნდი გახლდათ. მართალია, მატჩის შემდეგ ვინჩენცო მონტელამ დაიჩივლა, უფრო სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდაო, მაგრამ მთლად ასეც არ იყო.

იხილეთ ვიდეო

სერია A. XI ტური

შაბათი

8 ნოემბერი

სასუოლო-ატალანტა 0:0

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ტერანოვა, კანავარო, პელუზო - მისიროლი, მანიანელი, ტაიდერი (88. პავოლეტი) - ბერარდი (80. ფლორო ფლორესი), სანსონე, ძაძა (72. ფლოკარი)

ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - ბენალუანი (77. ძაპაკოსტა), სტენდარდო, კერუბინი, დრამე - მილიაჩო, ბაზელი, რაიმონდი, მოლინა (81. დალესანდრო) - მორალესი (68. ბოაკე) - დენისი

გაფრთხილება: ვრსალკო, მანიანელი, ბერარდი - ბენალუანი

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 19-25; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-5 (6-0); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 15 000

სამპდორია-მილანი 2:2

გოლები: 0:1 ელ შაარავი (10), 1:1 ოკაკა (45), 2:1 ედერი (51), 2:2 მენეზი (65-პენ.)

სამპდორია (4-3-3): რომერო - დე სილვესტრი, სილვესტრი (83. რეჯინი), გასტალდელო, მესბა - დუნკანი (67. რიცო), ობიანგი (90. ბერგესიო), სორიანო - ედერი, გაბიადინი, ოკაკა

მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - დე შილიო, რამი, მექსე, ბონერა - ბონავენტურა, დე იონგი, ესიენი - ელ შაარავი, ჰონდა (59. ტორესი), მენეზი (87. პოლი)

გაფრთხილება: დუნკანი - მექსე, დე შილიო, დე იონგი

გაძევება: ბონერა (85. მილანი)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-4 (5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 30 000

კვირა

9 ნოემბერი

კალიარი-ჯენოა 1:1

გოლები: 1:0 ფარიასი (16), 1:1 როსეტინი (53-ს. კ.)

კალიარი (4-3-3): კრანიო - ბალცანო, როსეტინი, კაპიტელი, აველარი - ჟოაო პედრო (73. დესენა), ეკდალი (79. დონსა), კონტი - ფარიასი, საუ, კოსუ (63. ლონგო)

ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, მარკეზე (49. გრეკო) - ედენილსონი, სტურარო, ბერტოლაჩი, ანტონელი - კუცკა (46. ლესტინი), პეროტი, პინილია (80. იძო)

გაფრთხილება: აველარი, ბალცანო, კონტი, ჟოაო პედრო, საუ - ბურდისო, ანტონელი, ედენილსონი

გაძევება: სტურარო (75. ჯენოა)

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-7 (5-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 5 000

კიევო-ჩეზენა 2:1

გოლები: 1:0 პელისიერი (48), 1:1 ჯურიჩი (88), 2:1 პელისიერი (90)

კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, ზუკანოვიჩი - ჰეტემაი, ბირსა (81. ბელომო), სკელოტო (46. პელისიერი), რადოვანოვიჩი - მეჯორინი, პალოსკი (61. სარდო)

ჩეზენა (4-5-1): ლეალი - კაპელი, ვოლტა, ლუკინი, მაგნუსონი (57. მაძოტა) - კარბონერო, დეფრელი, კაშონე (51. ჯურიჩი), დე ფეუდისი, კოპოლა (76. გარიტანო) - ალმეიდა

გაფრთხილება: გამბერინი, ფრეი, ჰეტემაი, მეჯორინი - ლუკინი, ვოლტა, კარბონერო, ჯურიჩი

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 17-8 (6-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 10 000

ემპოლი-ლაციო 2:1

გოლები: 1:0 ბარბა (52), 2:0 მაკარონე (55), 2:1 ჯორჯევიჩი (66)

ემპოლი (4-3-1-2): სეპე - მარიო რუი, რუგანი, ბარბა, ლაურინი (69. უსაი) - ვეჩინო, ვალდიფიორი, კროჩე - ზელინსკი (58. ლაქსალტი) - მაკარონე, პუჩარელი (85. ბიანკეტი)

ლაციო (4-3-3): ბერიშა - კავანდა, დე ვრი, სიანი, ბრაავჰეიდი (58. კლოზე) - პაროლო (77. ანდერსონი), ბილია, მაური (43. ედერსონი) - კანდრევა, ლულიჩი, ჯორჯევიჩი

გაფრთხილება: მარიო რუი - კავანდა, ედერსონი.

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-24; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 5-7 (2-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 15 000

იუვენტუსი-პარმა 7:0

გოლები: 1:0 ლორენტე (23), 2:0 ლიხტშტაინერი (29), 3:0 ლორენტე (36), 4:0 ტევესი (50), 5:0 ტევესი (58), 6:0 მორატა (76), 7:0 მორატა (88)

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი - რომულო, პოგბა, მარკიზიო (82. მატიელო), პერეირა - ტევესი (60. კომანი), ლორენტე (71. მორატა)

პარმა (3-4-1-2): მირანტე - ლუკარელი, ფელიპე, კოსტა - ასკუა, მაური (54. მარიგა), რისპოლი, დე ჩელიე (46. გობი) - ლოდი - კასანო (64. ბელფოდილი), გეზალი

გაფრთხილება: ასკუა (73. პარმა)

კუთხური: 5-0; ჯარიმა: 3-11; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 22-3 (11-1); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 38 000

პალერმო-უდინეზე 1:1

გოლები: 0:1 ტერო (5), 1:1 დიბალა (42-პენ.)

პალერმო (3-4-1-2): სორენტინო - მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - პიზანო (77. ვიტიელო), ბოლცონი (63. ბელოტი), ბარეტო, ლაზაარი - მარესკა - ვასკესი, დიბალა

უდინეზე (4-4-2): კარნეზისი - ვიდმერი (13. პასკუალე), დანილო, ერტო, პირისი - ბადუ, ალანი, გილიერმე, ფერნანდესი (59. კონე) - ტერო, მურიელი (75. პინცი)

გაფრთხილება: სორენტინო - პირისი, ბადუ, ალანი, კონე, პინცი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-9 (4-6); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 17 000

ფიორენტინა-ნაპოლი 0:1

გოლი: 0:1 იგუაინი (61)

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, ალონსო (83. პასკუალი) - ბორხა ვალერო, აკვილანი (65. პისარო), ფერნანდესი - კუადრადო, ილიჩიჩი (73. გომესი), ბაბაქარი

ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ფრელო, დავიდ ლოპესი - კალეხონი, ჰამშიკი (75. დე გუზმანი), ინსინიე (25. მერტენსი) - იგუაინი (85. ენრიკე)

გაფრთხილება: სავიჩი, კუადრადო, ილიჩიჩი - კულიბალი, ფრელო, ენრიკე

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-14(2-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 30 000

ინტერი-ვერონა 2:2

გოლები: 0:1 ტონი (10), 1:1 იკარდი (18), 2:1 იკარდი (48), 2:2 ლოპესი (89)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი - ნაგატომო, კოვაჩიჩი (69. კრჰინი), კუზმანოვიჩი, მედელი, დოდო - პალასიო (87. ობი), იკარდი (90. ოსვალდო)

ვერონა (4-3-3): რაფაელი - მარტიჩი, მარკესი, მორასი, აგოსტინი - იონიცა (81. ლოპესი), ობადი, ალფრედსონი (65. გუსტავო) - ხრისტოდოლოპულოსი, ტალები (81. სავიოლა), ტონი

გაფრთხილება: - მორასი, მარტიჩი

გაძევება: მედელი (51)

კუთხური: 5-8; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-15 (4-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 40 000

იხილეთ ვიდეო

რომა-ტორინო 3:0

გოლები: 1:0 ტოროსიდისი (8), 2:0 კეიტა (27), 3:0 ლიაიჩი (58)

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი (77. ნაინგოლანი), კოული - პიანიჩი, დე როსი, კეიტა (84. სტროტმანი) - ჟერვინიო, ლიაიჩი, ტოტი (71. დესტრო)

ტორინო (3-4-1-2): ჟილე - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, გაცი, პერესი, ფარნერუდი (46. მინო) - ვივესი (43. ნოჩერინო) - კვალიარელა, ელ ქადური (76. მარტინესი)

გაფრთხილება: ტოტი - კვალიარელა

კუთხური: 2-5; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-11 (8-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 40 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 7 - მაურო იკარდი (ინტერი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო); 5 - ანტონიო კასანო (პარმა), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).

მომდევნო ტური

22 ნოემბერი:

ატალანტა-რომა, ლაციო-იუვენტუსი.

23 ნოემბერი:

ტორინო-სასუოლო, ჩეზენა-სამპდორია, ვერონა-ფიორენტინა, ნაპოლი-კალიარი, პარმა-ემპოლი, უდინეზე-კიევო, მილანი-ინტერი.

24 ნოემბერი:

ჯენოა-პალერმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
"დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს" - პულიშიჩი "ინტერის" დამარცხების შემდეგ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
"რომას" დიბალა უბრუნდება - როდის შეძლებს არგენტინელი "ჯალოროსის" დახმარებას
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი