M-1-ის მძიმეწონოსანი მებრძოლი 28 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა
M-1-ის მძიმეწონოსანი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი 28 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ავტოავარია გახდა.

გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს დაიბადა. ის M-1-ის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონია. გუგენიშვილი უკრაინაში ცხოვრობდა და რინგზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოდიოდა.

მისი წარმატებები 2009 წელს დაიწყო, როდესაც კარიერის დასაწყისში გულშემატკივარს ზედიზედ მოგებული 11 ორთაბრძოლით დაამახსოვრა თავი. გუგენიშვილმა M-1 Ukraine-ის, M-1 Selection Western Europe-ისა და M-1 Challenge-ის ტიტულები მოიგო. შემდეგ იყო ცნობილი ტრილოგია ამერიკელ ჯენი გარნერთან, რასაც გუგენიშვილის ტრავმები მოჰყვა და მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა.

მცირე ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა. გასულ აპრილს გურამმა ტონი ბონელო პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. მომავალ წელს კი M1-ში დაბრუნებასაც გეგმავდა...

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან, რომელიც წლების წინ ქართველ მებრძოლთან mixfight.ru-მ ჩაწერა. მასში კარგად ჩანს ქართველი მებრძოლის ხასიათი და საქმისადმი დამოკიდებულება.

"ქართველები საბრძოლო ხელოვნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ რომის იმპერიის ზეობის ხანაში რომაელი მეომრები სავარჯიშო გამოცდილებას ქართველებისგან იღებდნენ. სწორედ ამ ქვეყნის შვილია გურამ გუგენიშვილი", - ასე გააცნო გამოცემამ მკითხველს გუგენიშვილი სტატიაში, სახელწოდებით "ქართველი მანქანა".

"ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და ყოველთვის იქნება იოსებ კობერიძე. ჩემს სავარჯიშო მეთოდიკაში რაიმე საიდუმლო არ იმალება: ის პრაქტიკასა და მუხლჩაუხრელ შრომაზეა აგებული".

იმავე პერიოდში ვებგვერდმა Bloody Elbow-მ ММА-ში მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მძიმეწონოსნად სწორედ გურამი დაასახელა. მასზე საუბრისას ყველა მახასიათებელი ერთ სიტყვაში ერთიანდება - პოტენციალი.

"ბრძოლისას თავისუფალი ჭიდაობისა და საბრძოლო სამბოს ილეთებს ვიყენებ, რაც კარგი კომბინაციაა ბრძოლაში მომგებიანი პოზიციის მისაღებად. ყოველთვის არ ვეშურები მეტოქის მოგუდვას, არამედ გამარჯვებისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მოქმედებებს მივმართავ. უბრალოდ, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ამ ძალისხმევის შემდეგ მოგუდული მეტოქე მნებდება".

გუგენიშვილის ერთადერთ ნაკლოვანებად ბრძოლის დროს მის საწყის მდგომარეობას ასახელებდნენ, თუმცა მრავალი ათლეტისგან განსხვავებით, რომლებიც შენიშვნებს უყურადღებოდ ტოვებენ, გურამი მუდმივად განვითარებასა და დახვეწას საჭიროდ მიიჩნევს. ახალგაზრდა ქართველის სწორედ ეს თვისება აღაფრთოვანებდა მის მწვრთნელს, იოსებ კობერიძეს:

"მწვრთნელს არ შეუძლია, სპორტსმენს შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ასწავლოს. ეს ინსტინქტებია, რომლებიც ადამიანის ქვეცნობიერში ან არის, ან არა. გურამის შემთხვევაში, ეს მისი ყველაზე ძლიერი თვისებაა. ყველაფერთან ერთად, ის საკმაოდ გონიერია და საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია", - ამბობდა მწვრთნელი.

სპორტსმენისთვის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ხომ ნებისყოფა და გამძლეობაა. გურამი ამ მხრივაც გამორჩეული იყო. აი, ასე აღწერდა სპორტსმენი საკუთარ სტილს:

"კარგად გავითავისე, რომ ბრძოლის დროს არამხოლოდ მე ვკარგავ ენერგიას, იგივე ემართება მეტოქესაც. რა თქმა უნდა, ორივე ვიღლებით, მაგრამ საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ სწორედ ახლაა აუცილებელი ძალისხმევა და შეტევა. საჭიროა მეტოქეზე მეტი გამძლეობის გამოვლენა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი სასაცილოდაც ჟღერდეს, თუმცა მინდა ჩემი ბავშვობის ამბავი მოვყვე. პატარაობისას პიტბული მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მასთან დიდ დროს ვატარებდი. გაწვრთნისას ვაკვირდებოდი მის მოქმედებებს და ანალიზს ვუკეთებდი მის შეუპოვრობას.

სიტუაციის შეფასება ფხიზელი გონებითაა საჭირო, ბრძოლა კი მთელი შემართებით უნდა წარმართო. ბრძოლის დროს ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: რინგზე ყოველთვის თავდაჯერებული გავდივარ. არავითარი "შესაძლოა" ან "ვაითუ"... გონებაში ტრიალებს მხოლოდ "გამარჯვება" და "ეს უნდა შეძლო".

ასევე იხილეთ:

ქართველი მანქანა - გურამ გუგენიშვილი

დათო
ამ სპორტს(შეიძლება ოდნავ განსხვავებულ სახეობას ბრძოლა წესების გარეშე) საქართველოში ბატონმა ნოდარ ექვთიმიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.მან პირველმა წაიყვანა გიორგი კანდელაკი. ტყეშელაშვილი და სხვები იაპონიაში
gadmobechdili-qartvelis qartuli simartulit ,yuradrebistvis qartvelebisaqartvelebisa
თევდორაძე,ტყეშელაშვილი.....საცოდავი გუგენიშვილი , ისიც უკრაინაში გამობრძმედილი ღირსეულ მებრძოლად და კიდევ ერთი .... ძლიერი ქართველი მებრძოლი გვყავს უკრაინაში,იაგო კილაძე არ დავკარგოთ,როგორც დავკარგეთ თევდორაძე, სვა ქვეყანაში "გადაკარგული" ლუკმისთვის წასული,ჩვენს მეკრთამე უვარგის ფედერაციების "ქვეშევრდომობას" თავისი ნებით გაღწეულნი "სამშვიდობოს"",გდახვეწილი მეკრთამეთა და მედროვეთა ქვეყნიდან.აი ამგვარი ბიჭებისნაირი მებრძოლები იყვნენ ძველი ქართველები უთუოდ და სუყველანი ერთად კი მიისწრაფოდენ ქართულ მებრძოლი სულის ეტალონისკენ- ანწუხელიძის ნაირ ქართველებისკენ.გიორგისნაირი ქართველები რომ გვყავდეს უმრავლესობაში-საქართველოს ვერავინ დააჩოქებდა მსოფლიოში....ტონგასთან და ირლანდიასთან არ წააგებდენ ჩვენი დღევანდელი მედროვე "ბიჭები",ევროსმოყვარულნი -ვაი "ლომები" და უი "ჯვაროსნები" და არ იქაქანებდენ დღე და ღამე ქართული "სულის" სიდიადეზე,მყბედი უქნარა ფულისტები-ნიჟარაძეები და ქეცბაიები და ქართველი ,მოხუც მსოფლიოს ჩემფიონების გამლახავი ლაჩრები- კურტანიძეები,სხვა უფრო უქნარა ფულისტების, ჩვენი სფორტის უვარგისი ფედერაციების "ხელმძღვანელების"ქვეშიდან "თავამოყოფით",რომ გვაწდიან "ომახიანად ხმას" არაფრის მთქმელს.ქართველს ყოველთვის მამულიშვილური საქმის კეთების-შედეგით ეჯერა, და არა ზოგიერთთა უნამუსოს მკერდში მჯიღის კვრის და ფატრიოტული" ქაქანის. Sebastian Chabal .France. წყარო:France Mas Media Рaris
ифкыф
საწყალი ხმერტმა განატლოს აგელოზვიტ ბიცჰიბედი ყველაფერი
lilu
guli damecvaa... chemi usayvarlesi sportsmeni...natelshi iyos sheni lamazi suli eris saamayo shvilo...
LUKA KURTANIDZE
ZREMLITA DA UDIDESI TKIVILIT VGLOVOB ERIS SIAMAKES SHEMS MOSZAVLES SHEMS NATELIMIRONIS GAMZIAREBELS SHEMS GURAMS... VAMAKOBDI SHENIT DA MTELI SIZOZXLE VIAMAKEB RO ASETI SAMAKO GZA GANVLE SHENI QARTVELOBIT ADAMIANOBIT ERTGULEBIT SAMSHOBLOSADMI USAZGVRO SIKVARULIT! MEMEKEBODA LUKA MAS RO MEZAXDI...MADLOBA GURAM...VTIRI DA ISE VZER AM SITKVEBS... ZALIAN MIKVARXAR SAMAKO ADAMIANO!!! MUDAM SHENI LUKA MAS...
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ